DORABELLA
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 801
წევრი No.: 124111
რეგისტრ.: 25-November 10
|
#36789895 · 10 Jun 2013, 15:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იონათან
| QUOTE | საინტერესოა რას ფიქრობს ფორუმი, გასაგებია რუსეთი ამჯერად ებრძვის საქართველოს, მაგრამ ჩვენთვის რელიგიის, ფასეულობებისა და ქართველობის წართმევას მაინც არ აპირებენ რუსები,
ევროპა და ევროპული ''ღირებულებები''(გეების ქორწინება, გეებისათვის შვილის აყვანის უფლებები, უღმერთოობა, კაცისა და ქალის გაიგივება, ინდივიდუალიზმი, არაპატრიოტობა და ა.შ.) კი გაცილებით საშიში უნდა ყოს საქართველოსთვის.
|
ჩემი აზრი ასეთია: ბოდიშს გიხდით, მაგრამ ძალიან არასწორად მსჯელობთ და ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი სწორედ ასე ფიქრობს.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ვართ: ,,მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი''...
რა ვიცით ჩვენ ევროპაზე და ევროპულ ღირებულებებზე, მის ასეთ უარყოფით კონტექსტში მოხსენიების უფლებას რომ ვაძლევთ თავს? აიღეთ, თუნდაც მე-20 საუკუნის დასაწყისის ფოტოები, ჩვენი, ნამდვილ ქართველთა და ევროპელთა ფოტოები, შეადარეთ ერთმანეთს და მერწმუნეთ, თქვენ თვითონაც დაინახავთ იმას, რომ ჩვენ, ქართველები (ოღონდ ლაპარაკი მაქვს ნამდვილ ქართველებზე და არა იმაზე, რაც ვართ დღეს, უკაცრავდ) და ევროპელები -- ერთნი ვიყავით, დიახ, ერთნი! ხოლო ის, რაც ვართ დღეს, ამას, სწორედ რუსეთის შემოჭრასა და ჩვენს ,,საბჭოთა ადამიანებად'' (რაც სრულიად უეროვნებო ადამიანს გულისხმობს) ჩამოყალიბებას უნდა ,,ვუმადლოდეთ''! სამწუხაროდ, დღეს, ჩვენ და რუსეთს გაცილებით მეტი გვაქვს საერთო (ძალიან ნეგატიური აზრით), ვიდრე ჩვენ და ევროპას, მაშინ , როცა სულ ცოტა ხნის წინ, როგორც უკვე ვთქვი, ჯერ კიდევ ნამდვილი ევროპელები ვიყავით ჩვენი ასევე ნამდვილი ქართველობის წყალობით (ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ჯავახიშვილი და ა.შ.)!..
--------------------
Возможно, в этом мире ты всего лишь человек, но для кого-то ты - весь мир. Маркес
,,ქალწულობა უპირველეს ყოვლისა!'' DORABELLA ,,რასაცა ითხოვს ბაზარი, იგივე მიეწოდების!" DORABELLA ().....() (=*;*=) ('')..('')
|