შეთქმულების თეორიებს მეც ვერ ვიტან, მაგრამ... რეალურად შავით თეთრზე უწერია ყველაფერი - რა როდის მოხდება ("30 სექტემბრის საღამოს ბომბა გასკდება"). თარიღიც არის, დღის მონაკვეთიც და მოვლენაც აღნიშნული. ეს ყველაფერი ორი დღით ადრე. მეეჭვება ნოსტრადამუსი ან ვანგა იყოს ან დროში მოგზაური.
თუ მაინც ადამიანს კიდევ შეიძლებოდა ეჭვი შეპარვოდა, იქნებ უბრალოდ გაარტყაო, აი რაღაც ფანტასტიკური დამთხვევა არისო, ყველა ეჭვი საბოლოოდ თვითონ ამავე იუზერმა გაფანტა და 30 სექტემბრის საღამოს ბომბა ფორუმზე
თვითონვე ააფეთქა:უყურეთ მაესტროს, რუსთავი2-ს, ტვ9-სრა ვიცი არ ხდება მასეთი დამთხვევები ბუნებაში....
მეტი რაღა უნდა დაედო არ ვიცი, ახლა დეტალურ გეგმას, სელფისა და HD ვიდეოს არ დადებდა.
რამდენჯერაც ვეცადეთ პასუხი მიგვეღო კითხვაზე, რისი ყურებისკენ მოგვიწოდებდა 2012 წლის 30 სექტემბერს, თითქმის ყოველთვის პასუხის გაცემას თავს არიდებდა ჭ კლასის იუმორით ან სრულ ურთიერთსაწინააღმდეგო აბსურდს ამბობდა. ადრე წერდა რომ "სანდო ინფორმაცია" დავდე და ინფორმირებული ვიყავიო, ახლა ამბობს ისე ვხსნიდი მაგ დროს "ტვ-ს უყურეთ" თემებს და უბრალოდ დაემთხვაო. მანამდე ისიც აქვს დაწერილი სხვა ამბავზე იყო ეგ თემა და რაფალიანცით გადაფარესო. მოკლედ სრული აჯაფსანდალია. თვითონაც რომ ვერ გადაწყვიტა, რომელი "გაპრავება" დაედო.
მაგრამ ამ ზარზეიმისგან განსხვავებით ზოგიერთი უფრო პირდაპირიც იყო, ცოტა ადრე აგვისტოში, მაგრამ ეგ "მოვლენა" უფრო დეტალურად აღწერეს და გარკვეულწილად დროზეც მიანიშნეს:
This post has been edited by Hiksos on 20 Jan 2024, 07:49