მერაბ ყოლბაია: «ფეხებით დამკიდეს, რკინებს მიყრიდნენ, მკვდარი ვიყავი და ვაღიარებდი,
აბა, რას ვიზამდი?»
«აირჩევენ უპატრონო ადამიანებს და ასეთი გაუგონარი მეთოდებით აიძულებენ, დაიბრალონ ის, რაც არ ჩაუდენიათ»
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე აფეთქებათა სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში 12 პირი დაადანაშაულა და 2010 წლის დეკემბერში საქმე გახსნილად გამოაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფი რუსი მაიორის, ევგენი (ჟენია) ბორისოვის მითითებებით მოქმედებდა.
დაკავებულმა მერაბ ყოლბაიამ, იმავე კოჭოიამ, რომელიც ტერაქტების საქმეზე მთავარი მოწმეა და რომლის ჩვენების გამო პასუხისგებაში ათზე მეტი კაცია მიცემული, ჩვენება შეცვალა, გოგიტა არქანიამ კი მხოლოდ თბილისში ტერაქტების მოწყობა აღიარა და განაცხადა, რომ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე ტერაქტების ჩადენაში აღიარებითი ჩვენება ზეწოლის გამო მისცა.
http://backround.ge/kochoia.html