ვიქონიოთ იმედი

მაგრამ საქმე ის არის, რომ ზედაპირული, აგრესიული ნაციონალიზმიცა და სხვადასხვა ფობიებიც ბუნებრივად იკავებენ იმ ადგილს, რომელსაც განათლება უნდა ავსებდეს.
ირიბი, მაგრამ ზუსტი ინდიკატორიც სწორედ ეგ არის - თუ ახალი თაობა განათლებული იქნება. მას აღარ შეიპყრობს ფობიები და კვერცხობები, აღარ იქნება ტოტალურად ეჭვიანი, რომელსაც არაფრის იმიტომ არ სჯერა, რომ გონიერება არ ჰყოფნის სიმართლის დამოუკიდებლად გასარკვევად. ასეთებს ყველა სძულთ და იცი რატომ? მართალია, გაუცნობიერებლად, მაგრამ საკუთარი თავიც არ უყვართ, იმიტომ რომ მათმა რომელიღაც ნაწილმა შესანიშნავად იცის საკუთარი თავის ნამდვილი ფასი. ეს მარტივია - ვისაც უყვარს საკუთარი თავი, უყვარს სხვებიც, ხოლო ვისაც საკუთარი თავი არ მოსწონს, ყველა აღიზიანებს. სიყვარულშიც ეგ პრინციპი მოქმედებს და ყველგანაც. თუმცა აქ შევეშვები მჩხრეკელობას...
მოკლედ, მიმოიხედე და შეაფასე მომავალი თაობის განათლებულობა, აგრეთვე , სამომავლო პერსპექტივები ამ მხრივ. პასუხიც ეგ იქნება.
This post has been edited by Geronti on 14 Jun 2013, 12:48