http://primerinfo.ge/?p=2165სოიუნ სადიკოვი წარმოშობით მარნეულელია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა რუსულ „ეფესბეში“ და, ამავე დროს, დაკავებული იყო ბიზნესით. მოსკოვში მცხოვრები გავლენიანი აზერბაიჯანული დიასპორა მას აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს. საქართველოში მისი სახელი და გვარი პირველად მიხეილ სააკაშვილმა ახსენა და განაცხადა, -სადიკოვი ქვემო ქართლის ავტონომიის გამოცხადებისთვის ემზადებაო.
რომ არა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, „ქრონიკა+“ სოიუნ სადიკოვისა და საქართველოში მისი წარმომადგენლის, ზუმრუტ ყურბანოვის პირად მიმოწერას არ გამოაქვეყნებდა. ვფიქრობთ, ეს საუბარი ბევრ საინტერესო დეტალს შეიცავს.
სოიუნ სადიკოვისა და ზუმრუტ ყურბანოვის მიმოწერა
ზუმრუტ ყურბანოვი:
-სალამი, საქართველოში თქვენი ჩამოსვლა თუ იქნება შესაძლებელი, ჩაიზე მეწვიეთ.
00995599552633
სოიუნ სადიკოვი:
- ალეიქუმ ასალამ! თუ იქნება შესაძლებელი, აუცილებლად. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
ზუმრუტ ყურბანოვი:
-მე ამას სპეციალურად დაფარულად ვითხოვ და საქართველოში თქვენს მოქმედებასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, რაღაც უფრო რეალურის მოფიქრებაა საჭირო. მობილურის ნომერი იცით… წარმატებებს გისურვებთ.
სოიუნ სადიკოვი:
- საქართველოში ჩემს ჩამოსვლას და მოქმედებას აზერბაიჯანი ეწინააღმდეგება და ჩემ შესახებ დეზინფორმაციებს ავრცელებს. მე საქართველოს საწინააღმდეგოდ არაფერს ვგეგმავ, პირიქით,
უფრო სასარგებლო იქნება,
თუ მომცემ იმის შესაძლებლობას, ვაჟა ლელუაშვილთან რომ შემახვედრო?
ზუმრუტ ყურბანოვი:
-შემიძლია, თავისუფლად შეგახვედრო, მაგრამ ჩემი შენთან შეხვედრის მთავარი მიზანი არის გელა ხვედელიძესთან შეხვედრა და შენ შესახებ რაც კი ჭორები არსებობს, ყველას წერტილი დაესმება. სერიოზული გეგმის მომზადებაა საჭირო. ამის შანსი, როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანშიც, გვაქვს და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შენთან შეთანხმებით მოხდება და ისე დავიწყებთ მოქმედებას. როდესაც ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ვეცადეთ თქვენთან დაკავშირებას და თქვენი ორგანიზაციის ყველა წევრთან ვიკითხეთ, მაგრამ არავინ დაგვაკავშირა. მე რაც შემიძლია, ყოველთვის გავაკეთებ თქვენთვის და ამისთვის მზად ვარ და ბაქოს კომპანიებიც დაგვეხმარება, ამის მჯერა.
გელა ხვედელიძე შს მინისტრის მოადგილეა და პრემიერის ცოლის ბიძაშვილია.
სოიუნ სადიკოვი:
- სასიამოვნოა…
ჩვენ ვიცით, რომ ამ ძალას ეუფლები და ისიც ვიცით, რომ საქართველოში ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს სპეციალური ორგანოებიც.
საქართველოში ისევ ორხელისუფლებიანობაა და ამიტომაც ჩვენი ღონისძიებაც ჩაიშალა და კიდევ ახალგაზრდულ მოძრაობაში რამდენიმე აგენტიც ჩაინერგა.
ზუმრუტ ყურბანოვი:
- ვიცი, ამიტომაც აუცილებლად უნდა შევხვდეთ. ეს ჩემი რჩევაა და ჯერ არ არის გვიანი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თქვენისთანა კანდიდატი მათ საწინააღმდეგოდ დავაყენოთ.
სოიუნ სადიკოვი:
-თქვენს შემოთავაზებაზე ვიფიქრებთ. ჯერ მიმდინარე პროცესებს ვაკვირდებით. აზერბაიჯანის მხრიდან დანერგილი „შაკლები“ სანამ არ გასუფთავდება, მანამდე არც ერთი გეგმის მომზადებას აზრი არ ექნება. „სოკარში“ შოვგი მეხთი ზადეა, მისი გასუფთავებაა საჭირო!
ზუმრუტ ყურბანოვი:
-მე დამირეკე, ვისაუბროთ. ხვედელიძე საზღვარგარეთიდან ხვალ ჩამოვა. ახლა ყველა საქმეს ეგ აკონტროლებს და ვაჟაც კი მის გარეშე სერიოზულ სიტყვას ვერ იტყვის. ორი დღის წინ მე მათ დაველაპარაკე და შედეგს მოგახსენებ, მაგრამ თქვენი ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა და ჩემი შენთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მე შენ ვერ დაგიკავშირდი. სიმართლე გითხრა, საქითის (ალახვერდოვი) და მამიშოვის ხალხისგან მოვითხოვე შენი ნომერი.
ჯერჯერობით ეს საქმე ჩვენში უნდა დარჩეს და როდესაც ყველანაირად მზად ვიქნებით, იმ დროს საქართველოსა და აზერბაიჯანში სერიოზულ ზეგავლენას მოვახდენთ… ყველა წინსვლა და დონე ზედიზედ უნდა დალაგდეს.
„სოკარის“ საქმეს დავუბრუნდებით. ერთ თვეში მაგათ ყველა თამაშს ჩავუშლით, ხალხს რომ მათხოვრებივით რაღაცას ურიგებენ. როვშანს და მახირას (დარზიევი) რომ უთხრა, შოვგისნაირებს როგორ ენდობით-თქო? ან მე სხვას ვათქმევინებ და შოვგისაც ჩამოვაშორებთ.
სოიუნ სადიკოვი:
-ჩვენ უნდა ვიგრძნოთ, რომ საქართველო ჩვენს მხარეზეა, რომ თავისუფლად ჩამოვიდე ხოლმე. ჯერ არავინ არაფერს აკეთებს, აზერბაიჯანის ეშინიათ. მიშკას ჯერ კიდევ აქვს ძალა, რაც ხელს გვიშლის ძალიან.
ზუმრუტ ყურბანოვი:
- საქართველოს ახალი ხელისუფლების იმედი გქონდეს და ამაზე ნუ შეწუხდები. მიშაზეც ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მიშას და მერაბიშვილის დაპირისპირებამ ისინი დაასუსტა, იმიტომ რომ მიშას არ უნდა, მერაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატი რომ იყოს. ან ბაქრაძეო ანდა არავინო. მაგის ჯგუფიდან ისედაც ვერავინ გახდება პრეზიდენტი.
მამალაძეს იცნობთ? იმას იქ თუ ნახავთ, უთხარით, რომ ზუმრუტა ამბობს, დამირეკოს, ძველი ნომერია ჩემი ისევ და იცის, ან ფეისბუქზე მიპოვოს.
მთავარი ძალა აზერბაიჯანი და საქართველოს აზერბაიჯანელებია, ამას მაგათ ხელიდან სპეციალურად ხომ არ გვართმევს, ახალი ხელისუფლება დაწყნარდეს და რაც დაგვპირდა, შეგვისრულოს და ნუ დაავიწყდებათ ეს!
სოიუნ სადიკოვი:
- მე მამალაძესთან დიდი ხანია, რაც კავშირი შევწყვიტე.
ზუმრუტ ყურბანოვი:
- ეგ ერთადერთი ქართველია, რომელიც მთელ ქვემო ქართლს გააერთიანებს. ახალი ხელისუფლება მაგას ერიდება და მაგის დაბრუნებაზე პრობლემებს ქმნის.
ბაქო ჩემ უკან დგას და აქედან გამომდინარე, ახალი ხელისუფლებაც ნელ-ნელა ჩემთან კონტაქტზე შემოდის. მე მინდა, რომ ეს კავშირები თქვენი მეშვეობით შეიქმნას, იმიტომ რომ ბაქო ახალ ხელისუფლებას არ ენდობა და საპრეზიდენტო არჩევნებამდეც არა მგონია, ენდოს. ბაქო ფიქრობს, რომ მოსკოვი საქართველოს აზერბაიჯანელებს ისლამის ხელით გამოიყენებს.
სოიუნ, გენაცვალე, მე უნდა გავიდე. საღამოობით ვარ საიტზე და თუ რამე დაგჭირდა, შემეხმიანე. ტელეფონის ნომერი გაქვს, ან მე შეგეხმიანები.
მიშა ჩვენ გვაწყობს, მაგრამ, სამწუხაროდ, გარშემო „შაკალი“ ჰყავს ბევრი.
სოიუნ სადიკოვი:
- ბაქო მხოლოდ თავის ჯიბეზე ფიქრობს. ამიტომაც ყარაბახს ვერ იბრუნებს. ყარაბახი ჩემს ხელშია, როცა მინდა, მაშინ წავართმევ სომხებს. ის ძროხა ილხამი რომაა, ამიტომაც ეშინია ჩემი.
ზუმრუტ ყურბანოვი:
- ილხამი მხოლოდ ყუმარზე ფიქრობს და მაგის ხალხმა კი ძალიან ცუდ დღეში ჩააგდო აზერბაიჯანი,
მაგრამ მაინც ეცადეთ მაგათთან დაკავშირებას, სულ ცოტა, ხალხის ხეირისთვის. ახლა შენი პარტიის შექმნამ და გაერთიანებამ ისინი გააგიჟა, მაგრამ ამათ რომ გადავუაროთ, ამისთვის საჭიროა, საქმე გაკეთდეს.
მაგალითად, შენმა ამ გაერთიანებამ ილხამს, ერთი მხრივ, შანსი მისცა, რომ ნორმალური პოლიტიკა გაატაროს.
მე არ მინდა, რომ ბორჩალოს ოლქი (საუბარია ქვემო ქართლზე, – რედ.) ვიღაცების მიზანში იყოს და გამოიყენონ. ხვდები, მე მგონი, რისი თქმაც მინდა. მე ეს და ის არ ვიცი, მაგრამ რამდენჯერაც მთხოვეს, რომ ამ საქმეებს მივაქციო ყურადღება, უარი ვუთხარი. ბევრი შენი ფულითაა გაზრდილი, ბევრს ვუსაყვედურე, ერთ დროს საქითი მაგათ ჯიბეში ფულს უდებდა და ახლა გახდნენ ვითომ კაცები.
მე უნდა წავიდე. სასიამოვნო იქნებოდა შენთან უფრო ხშირად საუბარი, ბოდიში.
ჩემი ტელეფონი გაქვთ, ღამე ვიქნები კომპიუტერთან, ღმერთმა დაგლოცოს!
სოიუნ სადიკოვი:
- სალამი. ჩემი სახელით თუ რამე ლინკი მოგივიდა, არ გახსნა.
შსს-დან ოფიციალური წერილი გამოაგზავნეთ ჩემთვის და შემოთავაზებები, რაც არის, კონკრეტულად იყოს აღნიშნული წერილში.
მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩამოვალ საქართველოში!
ზუმრუტ ყურბანოვი:
- სალამი. გასაგებია.
სოიუნ სადკოვი:
- აჰა, ახლა შენი მინისტრის მოადგილე (საუბარია გელა ხვედელიძეზე) დააპატიმრეს.
ზუმრუტ ყურბანოვი:
- ამათმა გაუბერეს. თავიანთი გაფუჭებული საქმე თავიანთ ნათესავს დააბრალეს იძულებით.
ხვალ ვანოს ხალხმა შეხვედრაზე დამიძახა, თუ საინტერესო შემოთავაზება იქნება, შეგატყობინებთ.
სოიუნ სადიკოვი:
- კარგი.
თახლაში ანგარდაბანში გყავს ავტორიტეტული ნაცნობები?
ზუმრუტ ყურბანოვი:
- კიი… ყველა სოფელში მყავს.
ცოტა მოითმინე. შენი იდეა ვიცი, მაგრამ ეს ისე ადვილი არ არის… მე ამას ისეთ ორგანიზებას გავუკეთებ, რომ რესპუბლიკას შეაზანზარებს. ცოტა დრო მომეცი. ჯერ ჩემი მეგობრები თავიანთ ადგილებზე დაინიშნონ.
სოიუნ სადიკოვი:
- კარგი.