ბექექსრომ იცინი, შენზე სტატია თუ წაიკითხე დღეს
http://primerinfo.ge/?p=15857„ქრონიკა+“-ის რედაქტორის პასუხი: „ოცნება“ – დეპოში ვართ და არ გვიმხელთ?
„რა დონის იდიოტი უნდა იყოს ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი რა დონის კრეტინები უნდა იყვნენ, რომ ივანიშვილზე წერდნენ,საქართველოდან გარბის იმიტო, რო პატარკაციშვილის ბედის გაზიარების ეშინიაო, ანუ სიკვდილისო. ამიხსნას ვინმემ აი რა დონის იდიოტი უნდა იყო რა, კაცი მაშინ შემოვიდა პოლიტიკაში როცა მართლა იყო დიდი შანსი მოეკლათ, როცა ყველაფრით უზრუნველყოფილი იყო თითონაც და არც მას და არც მის შვილებს არაფერი არ დააკლდებოდათ, მოვიდა და მოგვაშორა ის რასაც მის გარეშე ვერ მოვიშორებდით და ახლა “ჟურნალისტების” ნაბოდვარს რო აშეარებთ ,ივანიშვილი გარბისო, ნერვები როგორ არ მომეშალოს? იმენნა საცოდავები ხართ“ _ ეს შეფასება, თუ ამას შეფასება ჰქვია, იმ „ნერვებმოშლილი,“ „ევროპასავით შეშფოთებული“ საჯარო მოხელის,
Bex Bex Mchedlishvili , იგივე „ბექექსას“ კლავიატურაზე დაღვრილი პოზიციაა, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში რომ არის დასაქმებული და სწორედ ჩვენი „საცოდავი“ ჟურნალისტებისა და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში მყოფი ქართველი ხალხის მიერ, ქვეყნის ბიუჯეტში შესული გადასახადებით იღებს ხელფასს!
სამოქალაქო სექტორში „ასულმა“ ბიძინა ივანიშვილმა პირველმა გადაკვეთა წითელი ხაზი მედიასთან მიმართებაში. რატომღაც „ბექექსას“ მსგავსმა მოხელეებმა ირწმუნეს, რომ საჯაროდ ჟურნალისტების მიჯირყვნა-მიჭირხვნა, ახალი სტანდარტია თანამედროვე მედიის ისტორიაში… თუ კარგად გვახსოვს, არც საქართველოს კონსტიტუცია შეუცვლია „მეოცნებე“ ხელისუფლებას და არც „პრესის თავისუფლების“ კანონი გადაუხედავს… მართალია, ქვეყნის განვითარების კურსით, უფრო უკან ვბრუნდებით, კრიმინალური მდგომარეობა 90-იან წლებში გაიყინა და ღარიბაშვილის ე.წ. სტატისტიკა უკვე კრიტიკას ვერ უძლებს, საფინანსო პოლიტიკა ისე თავდაღმართში მიდის, გასტრონომიულ მადასაყოლილ ნოდარსაც კი აშფოთებს და ოპონენტები მხოლოდ ამ ფრაზით აპელირებენ: „економика на нуле…“ საგარეო პოლიტიკა მცოცავი ოკუპაციის ფარგლებში და ა.შ. გაგრძელებას აზრი ნამდვილად არ აქვს. წარსულის აჩრდილებთან ერთად, ალბათ იმ სიკეთის რეალობაშიც უნდა დავრწმუნდეთ, რომ მთავრობის კანცელარიაში მომუშავე
„ბექექსა“ 21-ე საუკუნის ქართული მედიის „ცენზურის“ ინსტიტუტის ერთ-ერთი წარმომადგენელია…
მარტივი ლოგიკაა, საჯარო მოხელეს კანონით თმენის ვალდებულება აქვს და არა თავდასხმის, შეურაცხყოფის მიყენებისა და უბრალოდ, უსაგნო ტლიკინის… როცა მთავრობის კანცელარიის რიგითი მსახური ჟურნალისტებს „საცოდავებს“ უწოდებს, პირველ რიგში მედიისადმი კრიტიკასა და უპატივცემულობას კი არ გამოხატავს, საკუთარი თავისადმი პატივისცემას კარგავს და ენაავყიობით ქულებს იწერს პრემიერის კარზე, „მოქალაქის“ თვალში… ვინ ვინ და, ბიძინა ივანიშვილი რომ „ბექექსას“ დასაცავი იქნება ჩვენს ქვეყანაში, მართლა სასაცილოა…
არადა, ჩვენ ხომ არ დაგვიწერია, ვინ ათენებდა და აღამებდა გუშინ ყოფილი ხერხემალის, დღეს კი „მატროსოვზე“ გამაგრებული ივანე მერაბიშვილის კარზე?! ჯერ ხომ არ გამოგვიქვეყნებია იმ ადამიანების კონკრეტული დამსახურებები „ბექექსას“ და მის გარემოცვას რომ ეხება?! კონკრეტულ ტელევიზიებში „ჩანერგილი ჟურნალისტების“ ვითომ „გარეპორტაჟებული თემები,“ რომელიც დღის ბოლოს „ნაცელიტისთვის“ ჩასაბარებელი თუ დასაწერი პატაკების აუცილებლობას წარმოადგენდა?!
მართლა სასაცილოა, იმ ჟურნალისტებისკენ თითის გაშვერა, რომლებიც ცნობილი 9-წლიანი ე.წ. „რეჟიმის“ პირობებში, მართლა იბრძოდნენ მათი მანკიერი მხარეების თუ კონკრეტული დანაშაულებების წინააღმდეგ. ამ „საცოდავ“ ჟურნალისტებს იმ წლებში ვერავინ ნახავდა „ნაციონალების“ კარზე, როცა სხვები იმავე „ნაციონალებისგან“ დავალებებთან ერთად, პატივსაც იღებდნენ, სოლიდურ გასამრჯელოს და უბრალოდ, სტატუსს „კარის მსახურების!“
ისე, რა ამის პასუხია და საქართველოს მთავრობის კანცელარია, რომ საჯარო სივრცეში „ვოლ-ვოლ“ სახეტიალოდ და „პოსტ-პოსტ“ საწერად, უფრო კი სალანძღავად მოიცლის, თან „საცოდავი“ ჟურნალისტების „ნაბოდვარზე“ ნერვებსაც აიფეთქებს, დავიჯეროთ, ასე საქმეშემოლეული მთავრობის იმედზე და ხელში ვართ?! ისევ ტრადიციულ საქმეს რომ დაუბრუნდეთ – სვათ ყავა „ჩადგმით,“ აბოლოთ სიგარეტი „ბიჩოკებიანად“ და აშეარ-ალაიქოთ ჩინოსნების მიერ გარდაცვლილთა საფლავების გვირგვინებით შემკობა და იმავე ჩინოსნების მიერ ცოცხალთა „დაბოლების“ შეხვედრები, რა არ მოსულა?
ჩვენ – „საცოდავი“ ჟურნალისტები გაგვატარეთ, თქვენ კი – სუსტი ნერვების პატრონებმა იფიქრეთ, უფრო საინტერესო გახდეთ, რომ ჩვენ მოგიძღვნათ პოსტებიც და დრო დაგითმოთ! ფაქტია, რომ ჩვენ გაღელვებთ თქვენ და არა პირიქით… ამიტომ ცოტა მეტად საინტერესონი რომ გახდეთ, არა?! ან ის ხელფასები რომ მშვიდობაში მოიხმაროთ, პლუს პრემიებით ჩვენი გადასახადებისგან რომ იღებთ, ესეც არა?! ან სულაც ოცნებების ახდენით დაკავდეთ, განა ყველა „ქართული ოცნება“ აგიხდათ და ცხოვრებამ აზრი დაკარგა?!
გვაცალეთ ბატონებო! ჩვენ, მართლა ვმუშაობთ და თქვენ კიდე, ჩვენი ნამუშევრით საჯარო მოხელეების რანგში თვიდან თვემდე სახელფასო უწყისზე ხართ დაკიდებული. აქვე, „მოქალაქესაც“ დავესესხებით, მეტად მშობლიური და სენსიტიურია თქვენთვის მისი ფენომენი და „ჩაგეკითხებით:“ – დეპოში ვართ და არ გვიმხელთ?
P.S. ერთი საგულისხმო დეტალიც – როდესაც ქალბატონი ია ანთაძე, ასე თავგამოდებით გამოირჩევა მედიისა და მედიის წარმომადგენლთა უფლებების დაცვით, გმობს და არ მიესალმება ჟურნალისტებისადმი, არც თუ ისე, კორექტული დამოკიდებულებების მქონე მავანთა საქციელს თუ საჯარო გამოსვლებს, კარგი იქნებოდა, ელემენტარული ეთიკის კურსი ახლო ნათესავისთვის, იგივე „ბექექსასთვისაც“ წაეკითხა…
პატივისცემით, „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ნანა თვალაბეიშვილი
[B][/B]