პარდონ,სად დავწერო არ ვიცი,მგონი,ამ თემაში სჯობს!
აქ ხომ სულ ექსპერტები და ყველაფრის მცოდნეები
პოსტავთ,ჰოდა,რა უნდა გკითხოთ.
ერთი ხუთი კაცისთვის,შეიძლება,ექვსიც იყოს,
მინდა თეთრეული.უცხოელები იქნებიან აგარაკზე
რამდენიმე დღით.სად შევიძინო ბალიშები,ბალიშისპირები,ზეწრები,
საბნები,ლეიბები,ან სქელი საბნები,პირსახოცები... ? არსებობს რომელიმე მეორადი
საქონლის მაღაზია,სადაც კარგი ხარისხის თეთრეული
იყიდება,თუ გავუყვე ლილოს გზას? უფრო იაფად სად გამოვალ?
ხომ წარმოგიდგენიათ,რა დაჯდება მაღაზიაში რომ შევიძინო ეგ ყველაფერი?
მირჩიეთ რამე, ს' ილ ვუ პლე!