#36934346 · 21 Jun 2013, 15:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nefro
| QUOTE | | და ვისზე გავლენ მასე როგორ ფიქრობ? თუ შენც გჯერა, რომ ვანონ და მიშამ არაფერი იცოდნენ? |
უფრო ფეხებზე ეკიდათ... სულაც არ ვთვლი მათ პათოლოგებად და იმის წარმოდგენა, რომ საღი გონების ადამიანს შეუძლია მსგავსი რამ შეგნებულად დაუშვას, უბრალოდ მიჭირს.
კითხვები კი ძალიან ბევრია...
მაგალითად, არჩევნების მერე რამდენი თვე გავიდა, რატომ არავინ იზრუნა მაგ ფირების განადგურებაზე? იგივე მიშამ და ვანომ, თუ დავუშვებთ, რომ ეს მათი ბრძანებით ხდებოდა და იწერებოდა... მათ განადგურების ბრძანება ვეღარ გასცეს? ხომ ცხადია, რომ ისინი არა იმდენად მსხვერპლთა, რამდენადაც ჯალათთა მაკომპრომენტირებელია? რისთვის ინახავდნენ, თან "ოფიციალურ" სამალავში? ესეც ხომ რომელიმე ბედუკაძის მსგავსი პაიკის "კონტრაბადით გაპარებული" მასალა არაა? ჯალათების სახეებიც თუ ჩანს, საერთოდ, სრული იდიოტები ყოფილან!
ბევრი რამ გაუგებარია, პასუხის გაცემას კი, როგორც ჩანს, არავინ აპირებს, თორემ როგორც ზემოთ დავწერე, ჯერ ნორმალურად გამოიძიებდნენ და მერე გაასაჯაროებდნენ, ახლა კი ემოციური მუხტისა და ვარაუდების მეტი არაფერი გვაქვს.
--------------------
წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო...
|