სხვის ცოდნასა და ინფორმირებულობაზე რომ ასე პრიმიტიულად მსჯელობ, სწორედ ეგ არის სასაცილო. შენი ათმაგი წონის მარტო წიგნები, გამოკვლევები და დოკუმენტური ფილმები მაქვს წაკითხული, დამუშავებული და ნანახი, რადგან მაინტერესებდა მაგ ეპოქაზე სიმართლე, ხოლო შენ რომ მხოლოდ დასავლეთის იდეოლოგიური სიყალბით სავსე ინფორმაციებით გაქვს ტვინი გამოჭედილი, ეგ კარგად ჩანს შენს მსჯელობაში.
სტალინი დასავლეთის მოკავშირეების სანდოობის მიმართ მუდმივი საფუძვლიანი შიშისა და ეჭვების ქვეშ იმყოფებოდა. ამაზე მეტყველებს ჰიტლერულ გერმანიასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულებები, რომელთა გამო სტალინის მცდელობა რომ, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე შექმნილიყო ანტიჰიტლერული კოალიცია, რასაც ომის საფრთხის თავიდან აცილება შესაძლოა მოჰყოლოდა, მარცხით დამთავარდა.
გადავხედოთ აღნიშნული ხელშეკრულებების ჩამონათვალს: 1934 წელს დაიდო პოლონეთ-გერმანიის ხელშეკრულება (ჰიტლერ-პილსუდსკის), რომელიც სსრკ-ის წინააღმდეგ იყო მიმართული.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ 1935 წელს დაიდო საბჭოთა კავშირ საფრანგეთს შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, რომელიც იგივე ფრანგებმა მალე გააუქმეს და საბჭოთა მთავრობასთან სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს.
1936 წელს ხელი მოეწერა გერმანია-იაპონია-იტალიის ხელშეკრულებას, რომელსაც თანდათან შეუერთდნენ უნგრეთი, ფინეთი, რუმინეთი,ესპანეთი,ბულგარეთი,დანია, ხორვატია,სლოვაკეთი.
იმის ნაცვლად რომ ინგლის-საფრანგეთს საბჭოთა კავშირთან კოალიციაში აელაგმათ ჰიტლერ-მუსოლინის მილიტარისტული კოალიციის იმპერიალისტური გეგმები, მათ 1938 წელს ჰიტლერთან დადეს მიუნხენის ხელშეკრულება ჩემბერლენ-დალადიეს ხელმოწერებით, რომლითაც ჰიტლერს ჩეხეთის დაპყრობის საშუალება მისცეს. ამას მოჰყვა 1938 წლის 30 სექტემბრის ინგლის-გერმანიის ხელშეკრულება მეგობრობისა და თავდაუსხმელობის შესახებ.
მხოლოდ ამის შემდეგ 1939 წელს დაიდო საბჭოთა კავშირ გერმანიას შორის თავდაუსხმელობის პაქტი, რითაც სტალინმა მოიგო გარკვეული დრო, თითქმის ორი წელი სამხედრო გადაიარაღებისათვის. ცნობილი ფაქტია, რომ სტალინი მზად იყო უარი ეთქვა აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერაზე, თუ ინგლის-საფრანგეთი ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნაზე თანხმობას განაცხადებდნენ.
სხვათა შორის, ამის შესახებ შესანიშნავი დოკუმენტური ფილმია
https://www.youtube.com/watch?v=yqQsscIwpGE- Мог ли Сталин остановить Гитлера?
ხოლო 1941 წელს საბჭოეთსა და იაპონიას შორის ორმხრივი ნეიტრალიტეტის ხელშეკრულება გაფორმდა, რამაც ორ ფრონტზე ბრძოლის საშიშროებისგან იხსნა საბჭოთა კავშირი.
ასე რომ, როცა სტალინს თანამედროვე ლიბერალისტი პროპაგანდისტები ბრალს დებენ ჰიტლერთან თანამშრომლობაში და ზოგიერთი ისე თავხედდება, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებას ჰიტლერთან ერთად სტალინს აბრალებს, მათ საწინააღმდეგოდ არსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით თავდაჯერებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ომის ცეცხლის დანთებაში უშუალო ბრალი მიუძღვით დასავლეთის ლიდერებს, რომელთაც ჰიტლერი თავიანთი ფარისევლური პოლიტიკით მონსტრად იმიტომ აქციეს, რომ მისი ხელით სურდათ საბჭოთა კავშირის, როგორც დასავლური ცხოვრების წესისათვის საშიში ანტიპოდის მოსპობა, მაგრამ როცა ეს მონსტრი შესაჭმელად მის შემქმნელებს იქით მიუბრუნდა, მერე კი კეთილი ინებეს და მის გასანადგურებლად საბჭოეთთან კოალიციაში შესვლაც იკადრეს.
მიუხედავად იმისა, რომ ომის პერიოდში ანტიჰიტლერული კოალიცია ჰიტლერის წინააღმდეგ უკვე ერთობლივად იბრძოდა, სტალინმა კარგად იცოდა, რომ ეს იყო დროებითი მოკავშირეობა და დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის იდეოლოგიურ საწყისებზე ისეთი ანტაგონისტური დამოკიდებულება იყო, რომ ისინი ერთმანეთთან ჭიდილისათვის იყვნენ განწირულნი.
ეს ტენდეცია ჯერ კიდევ 1946 წელს ღიად გამოიკვეთა უინსტონ ჩერჩილის სიტყვაში აშშ-ის ქალაქ ფულტონში. მანამდე კი ისტორიკოსებისათვის ცნობილი ფაქტია, რომ სანამ 1939 წლის 23 აგვისტოს მოლოტოვ-რიბენტროპის ხელშეკრულება დაიდებოდა, იგეგმებოდა გერმანიის მთავრობის წევრის გერინგის ვიზიტი ლონდონში, სადაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ინგლის-გერმანიის ერთობლივი ფრონტით გამოსვლაზე შეთანხმება იყო გამიზნული.
ანალოგიური მისიით ჩაფრინდა ინგლისში 1941 წლის 10 მაისს ჰიტლერის თანაშემწე რუდოლფ ჰესი, რომლის საქმეც ”გრიფით საიდუმლო” ამ მოვლენიდან 75 წლის შემდეგაც არ მჟღავნდება. ნიურბერგის პროცესზე 1946 წლის აგვისტოში ჰესი აპირებდა ინგლისში მისი მისიის შესახებ ესაუბრა, მაგრამ ტრიბუნალის თავმჯდომარემ ინგლისელმა ლოურენსმა უხეშად შეაწყვეტინა სიტყვა და ამის შემდეგ ჰესმა სიჩუმე ამჯობინა.
ჰესის ისტორიის შესახებ კომპეტენტურად აქვს ნათქვამი 1948 წელს ალენ დალესს, რომელიც ომის წლებში შვეიცარიის ქალაქ ბერნში ამერიკის სტრატეგიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი გახლდათ: ” ბრიტანეთის დაზვერვამ ბერლინში კონტაქტი დაამყარა რუდოლფ ჰესთან და მისი დახმარებით თვით ჰიტლერზე გასასვლელი მოძებნეს. ჰესს უთხრეს, რომ თუ გერმანია ომს გამოუცხადებს საბჭოეთს, ინგლისი შეწყვიტავს საომარ მოქმედებებსო”.
პრინციპში ასეც მოხდა. საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ ანტიჰიტლერული კოალიციის დასავლეთის სახელმწიფოებმა მეორე ფრონტი ომის დაწყებიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ გახსნეს, როცა დაინახეს რომ საბჭოეთი გერმანიას მათი ომში ჩაბმის გარეშეც დაამარცხებდა და ომში გამარჯვების მთელი სტრატეგიული მონაპოვარი მარტო მის ხელში აღმოჩნდებოდა.
ჰესი 1945 წლამდე ჩერჩილის განკარგულებით საპატიო ტყვის პრივილეგიებით ტაუერის ციხეში იმყოფებოდა, ხოლო ნიურბერგის პროცესის გადაწყვეტილებით სამუდამო პატიმრობის სასჯელით გერმანიაში შპანდაუს ციხეში გამოკეტეს. საინტერესოა, რომ 1987 წელს 93 წლის ასაკში ჰუმანურობის მოტივით მისი გათავისუფლება გადაწყვიტეს, მაგრამ იმავე დღეს ციხის ეზოში რკინის მავთულით დამხვრჩვალი იპოვეს, ხოლო მისი მრავალრიცხოვანი ჩანაწერები დაიკარგა ან გაანადგურეს.
ანალოგიურ მიზნებს ისახავდა ჰიტლერის წინააღმდეგ მარცხით დამთავრებული პოლკოვნიკ შტაუნფენბერგის სამხედრო შეთქმულება 1944 წლის ივლისში. მასში მონაწილეობდნენ ფელდმარშალი რომელი, გენერალ-ლეინტენანტი შპაიდელი, საფრანგეთის გუბერნატორი გენერალი შტიულპნაგელე და სხვები. ისინი კონკრეტულად დასავლეთის ფრონტზე ომის შეწყვეტას და ინგლის-ამერიკის ჯარებთან ერთად აღმოსავლეთის ფრონტზე საბჭოთა კავშირთან ერთობლივ ბრძოლას აპირებდნენ, რისი გარკვეული გარანტიებიც დასავლეთიდან რომ არ ჰქონოდათ, მაშინ ამგვარ რისკიან შეთქმულებასაც ვერ გაბედავდნენ, რომელსაც მათი სიცოცხლე შეეწირა.
სხვათა შორის, არსებობს ამგვარი ინფორმაციაც, რომ სტალინმა უარი თქვა ჰიტლერზე ტერორისტული აქტის განხორციელებაზე იმის შიშით, რომ მის ადგილზე მოსული გერმანიის ახალი ლიდერი მოახერხებდა მთელი დასავლეთის კონსოლიდაციას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ამიტომ ოდიოზური ჰიტლერის ფიგურის არსებობა გერმანიის სრულ განადგურებამდე აუცილებლად მიიჩნია.
ასევე ცნობილი ფაქტია რომ გერმანიის რეიხის მეორე პირი ჰიმლერი ომის დასასრულს სეპარატულ მოლაპარაკებას აწარმოებდა დასავლეთის არმიის ხელმძღვანელებთან ომის შეწყვეტის თაობაზე და გერმანული არმიის საბჭოეთის წინააღმდეგ გამოყენებაზე, რის გამოც ჰიტლერმა ომის ბოლო დღეებში ის მოღალატედ გამოაცხადა და მისი დაპატიმრება მოითხოვა.
თუ რა საიდუმლო საომარ ოპერაციებს გეგმავდა ინგლის-ამერიკა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, უკვე 1945 წლის ივლისში, ეს ამჟამად უკვე ცნობილია საარქივო დოკუმენტების საფუძველზე. ჩაფიქრებული იყო არა მარტო სახმელეთო ოპერაციები, არამედ 196 ატომური ბომბით საბჭოთა კავშირის ქალაქების სრული მოსპობა. მხოლოდ საბჭოთა არმიის გამანადგურებელი საპასუხო დარტყმის შიშით დასავლეთმა ვერ გაბედა ასეთი მასშტაბის საკაცობრიო დანაშაულის ჩადენა.
ამავე დროს საბჭოთა კავშირ გერმანიის აღმოსავლეთის ფრონტზე განადგურდა 506 გერმანული და 100 მისი სატელიტების დივიზია, ხოლო დასავლეთის ფრონტზე, ჩრდილო აფრიკასა და იტალიაში 176 გერმანული დივიზია.
ასე რომ, ვინ შეიტანა ლომის წილი ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებაში, ეს კარგად ჩანს.
This post has been edited by webtura on 23 Feb 2019, 18:49