mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#48213523 · 28 Jun 2016, 14:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩვენი ხალხის მესამე და დიდი ნაწილი გატაცებულია ეშმაკეულობის (,,სატანიზმი“) ერთ-ერთი სახეობით _ სტალინელობით, ძირითადად, ამ უკანასკნელის გეოგრაფიული წარმომავლობისა და აქედან გამომდინარე, ვიწრო-პატრიოტობისა გამო, რომელსაც კვებავენ უმეცრება ან შელამაზებულ-გაყალბებული თქმულებები; ან ეს ზოგის შინაგანი განწყობის შედეგია _ ,,მსგავსი მსგავსს ეძებს“, რასაც მოსდევს არა მარტო მისდამი დაუმსახურებელი პატივისცემა, არამედ სრული გაკერპება და თაყვანისცემა. წმიდანიც კი რომ გააკერპო, ესეც დიდი ცოდვაა და გვიკვირს, როგორ არ ეშინიათ ან არ ერიდებათ მაინც ღვთისა, როცა მის დაუძინებელ მტერსა და უამრავი ადამიანის, მათ შორის, წმიდანების მკვლელს, საქართველოს უცხო ჯარით დამპყრობსა და დიდებულთა _ რჩეულ თავად-აზნაურთა და ნაღები საზოგადოების მომსპობს, ქართველი ერის გადამგვარებელსა და სატანის შეგნებულ მსახურს, საერთოდ, კეთილად მოიხსენიებენ (,,ვაი მათ, რომლებიც კეთილზე ბოროტს ილაპარაკებენ და ბოროტზე კეთილს!“ _ შეგვახსენებს წინასწარმეტყველი). დიახ, იმ გადაგვარებული თაობების ნაყოფნი და ნაშიერნი ვართ ჯერ კიდევ დღეს, რადგან როგორც სტალინის ,,სულიერმა მამამ და მოძღვარმა“ ლენინმა დაისახა მიზნად, მათმა პარტიამ ათეული წლების განმავლობაში შექმნა ,,ახალი ადამიანი“, ,,საბჭოთა ადამიანი“ ანუ ,,ანტიადამიანი“, ცრუადამიანი, უფრო ზედმიწევნით _ ,,აადამიანი“. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას ასეთნი შეადგენდნენ და ეს უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო იმ ახალ თაობებს, რომლებმაც ის ,,წითელი ჭირი“ ბავშვობაში, სიყმაწვილესა და ყრმობაში მაინც გამოვცადეთ. ამ ბოლო 25-30 წლის განმავლობაში, მართალია, ბევრმა ეკლესიაში სიარული დაიწყო, მაგრამ ძირითადად ახალგაზრდობამ, რადგან ,,პარტიამ და კომკავშირმა“ სამი თაობის ადამიანები ღმერთთან ურთიერთობის კულტურას (შემოქმედზე ფიქრი, წმ. წიგნების კითხვა და ლოცვა) ჩამოაშორა და ახლა მათ შიში ხელს აღარ უშლით (ხედავენ, რომ იგივე მთავრობას, რომელიც ადრე ჩვენ ეკლესიაში მისვლას გვიშლიდა, დღეს ხელში ჩვენხელა სანთლები უჭირავს), მაგრამ ეკლესიური ცხოვრება (,,ათი მცნების“ დაცვა, მარხვა, ქველმოქმედება) და არათუ მტრის, მოყვასის სიყვარულიც კი აღარ შეუძლია აღზრდისას მიღებული სულიერი დამბლის გამო (ეს იგივეა, ადამიანს ბავშვობაში სიარული არ ასწავლონ და ზრდასრულობაში სარბენი ბილიკები მოუწყონ).
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|