Tamara Chergoleishvili
2 hours ago
გახსოვთ ალბათ ივანიშვილის ცნობილი განცხადება, რომელიც მან არაერთხელ გაიმეორა, ხელისუფლებიდან ორ წელიწადში წასვლის შესახებ. ბევრმა ეს სისულელედ ჩათვალა, ზოგიერთმა - კეთილშობილებად, იმ გაგებით რომ ივანიშვილი ხელისუფლებისთვის არ იბრძვის. ბევრი ფიქრობს, რომ ის ტყუის, როცა ამას ამბობს.
მე კი მგონია, რომ მას მართლაც სურს ხელისუფლებიდან წასვლა, რაც შეიძლება მალე. ხელისუფლებაში ყოფნა დიდი პასუხისმგებლობაა, როგორც აქამდე რაც ხდებოდა ყველაფერი "მიშას ბრალია", ამის მერე რაც მოხდება, ყველაფერი "ივანიშვილის ბრალი იქნება". ამდენს ხვდება.
მაგრამ ცხადია, ძალაუფლების დაკარგვა არ სურს - უნდა თავის ბიზნეს ცენტრში "იჯდეს" ქურდად და "სამოქალაქო პატრიარქის" სტატუსით მართოს პროცესები.
ამ გეგმის განხორციელებას ხელს უშლის ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციის არსებობა. ამ შემთხვევაში ძლიერი ოპოზიციის როლში ნაციონალური მოძრაობაა.
შესაბამისად, იმისთვის რომ საკუთარი გეგმა განახორციელოს ქვეყანაში ძლიერი ოპოზიცია უნდა განადგურდეს - ამისთვის პოლიტიკური ლიდერები უნდა დაიჭიროს და ოპოზიციურ პარტიას თავი წააცალოს.
ამის შემდეგ ის მშვიდად იქნება:
ა) პრეზიდენტად უსუსტესი მარგველაშვილი ეყოლება, რომელსაც არც საკუთარი გუნდი ყავს და არც ნებისყოფა აქვს, მისივე სიტყვებით რომ ვთქვა - პლასტელინია;
ბ) პრემიერ მინისტრადაც ასეთივე პლასტელინს დანიშნავს;
გ) სიძულვილის გარშემო დარაზმული კოალიცია სავარაუდოდ მარტივ მამრავლებად დაეშლება, მაგრამ ამაზე ის აღარ ინერვიულებს, თუ პოლიტიკური ველი გაწმენდილი ექნება ძლიერი ოპოზიციისგან;
დ) ოპოზიციასაც თვითონ დანიშნავს - ნინო ბურჯანაძეს და ირმა ინაშვილს დააფინანსებს;
ე) სამოქალაქო სექტორის დაფინანსებასაც გააგრძელებს და თავისი ასოები ეყოლება.
მე ვფიქრობ, ივანიშვილი ამ გეგმას ვერ განახორციელებს - მაგრამ ფაქტია, რომ ის ამას ცდილობს.
https://www.facebook.com/tchergo/posts/10200324124965820