თებერვალში ასევე 82%–ით გაზრდილია ყაჩაღობის მაჩვენებლი და შეადგენს 53–ს. რაც შეეხება ნარკოდანაშაულს, დაფიქსირებულია 489 შემთხვევა, რაც 123 შემთხვევით მეტია (33.61%) წინა წლის იგივე პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულზე. 2013 წლის იანვარში კი ნარკოდანაშაული 2012 წლის პერიოდთან შედარებით 56.3%–ითაა გაზრდილი (ჩადენილია 201 ახალი შემთხვევა).
2012 წლის ნოემბერში წინა წლის ნოემბერთან შედარებით 180%–ით არის გაზრდილი განზრახ მკვლელობის მაჩვენებელი და დაფიქსირებულია 14 ფაქტი, როცა 2011 წლის ნოემბერში დარეგისტრირებული იყო 5 ფაქტი. 2012 წლის ნოემბერში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელია 64.3%, ხოლო წინა წელს –80%.
2012 წლის დეკემბერში დარეგისტრირებულია განზრახ მკვლელობის 7 ფაქტი, საიდანაც 6 გახსნილია. წინა წლის იგივე თვეში 4 ფაქტი იყო დარეგისტრირებული, საიდანაც სამართალდამცავებმა ყველა გახსნეს.
მიმდინარე წლის იანავრში 2012 წლის იანვართან შედარებით განზრახ მკვლელობის მაჩვენებელმა იკლო და დაფიქსირდა 4–ით ნაკლები, 10 ფაქტი. წინა წელს გახსნის მაჩვენებელი იყო 57%, ხოლო 2013–ში – 66.7%.
2013 წლის თებერვალში სამართალდამცავებმა იანვრის მსგავსად, დაარეგისტრირეს განზრახ მკვლელობის 10 ფაქტი, 2012 წლის თებერვალში კი მხოლო 3 განზრახ მკვლელობა იყო დაფიქსირებული. მიმდინარე წელს გახსნის მაჩვენებელია 62.5%, გასულ წელს კი – 66.67.
როდესაც აღნიშნული მონაცემების ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილს მედიასთან შეხვედრის დროს გავაცანით და ვკითხეთ, რატომ გაიზარდა დროის აღნიშნულ მონაკვეთში დანაშაული წინა წელთან შედარებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გვიპასუხა:
"2012 წელთან შედარებით გვაქვს გარკვეული მატება, თუმცა, გვაქვს კლების ტენდენცია. მე არ ვიცი, მანდ რა მონაცემები გაქვთ, იქნებ დაელოდოთ საბოლოო მონაცემებს. თვის ბოლოს ჩვენ წარმოვადგენთ საბოლოო მონაცემებს. ეს იქნება ზუსტი მონაცემები და ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ".
-------------------------
https://opendatablog.wordpress.com/2013/04/...-6-it-gaizarda/
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, რომ იანვარ-მარტის თვეებში საქართველოში სულ რეგისტრირებულ იქნა 11,708 დანაშაული, რაც წინა წლის შესაბამის თვეებში რეგისტრირებულ 10,033 დანაშაულთან მიმართებაში წარმოადგენს დანაშაულის 16,6%-ით მატებას.
--------------
დღეს კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი მოკლეს შუა დღეს ვაკეში