რათქმაუნდა ის არ უნდა იყოს პატიმრობაში სასამართლოს დამთავრებამდე - და აქ პოლიტიკური მიზანშეწონილობა და დასავლეთი არაფერ შუაშია - ეს უნდა იყოს ბუნებრივი კულტურული ქვეყნისათვის... იმდენად ბუნებრივი რომ მსჯელობაც კი არ უნდა იყოს ამ თემაზე - ისეთივე ბუნებრივი როგორც არის გამარჯობა, მადლობა, ნახვამდის...
აქვე ვიტყვი რომ ამ მხრივ მდგომარეობა უკეთესობისაკენ შეიცვალა, ანუ პოლიტ კონკურენციამ დადებითად იმოქმედა სასამართლოზე როგორც კულტურის ნაწილზე, და ბრალდებულის სასამართლომდე გათავისუფლება ნელ-ნელა ჩვეულებრივი ამბავი ხდება - რაც ძალიან კარგია (მართალია ჯერ ბევრს, ალბათ უმეტესობას, ამ მოვლენის, კერძოდ გირაოს, არსი ჯერ კარგად არ ესმის მაგრამ ეს სხვა თემაა და თანაც თუ არ დაიწყე ისე ვერც ვერავინ ვერასოდეს გაიგებს...).
მაგრამ ისეთ საქმეებზე როგორც ვთქვათ ახალაიას და მერაბიშვილის შემთხვევაა სასამართლომ მაინც ვერ გაბედა მიეღო სწორი გადაწყვეტილება, რადგან როგორც ადრე ვწერდი - "ნებისმიერს გაუჭირდება ამ ისტერიის ფონზე, როცა "ხალხი" მოედანზეა გამოსული, ეშაფოტს შეცქერის და ნერწყვებს ყლაპავს სისხლის მოლოდინში... ამავე დროს მთავრობაც ლოჟაშია ცერა თითი ქვევით აქვს დაშვებული... "
ახალაია დაიტოვე (post #33836851) This post has been edited by badriany on 26 Jun 2013, 17:45
მთავარია გაგება!!! აბა ისე ხომ ამ ქვეყნად ყველაფერი ფარდობითია... :)