გაგრძელებაც უწერია ქვემოთ უკითხველო:
==========================================================================================================================================
გაბოროტებული მეომარი ბრმაა.
სიყვარულით მებრძოლი კი თვალხილულია.
როდესაც ორივე მხარე გაბოროტებულია ---მატულობს ცოფი და სიძულვილი.
დამარცხებული გონიერი ჯერ დაჯდება და გამოიძიებს მიზეზებს დამარცხებისას... მიუკერძოებლად.
რა, დაადგენს მიზეზებს --- აღმოფხვრის ნაბიჯ-ნაბიჯ და მოემზადება რევანშისათვის... სულმოთქმული.
სახარება გვასწავლის: რა სახლის შენებას დაიწყებ --- ჯერ უნდა დაგეგმო შენი შესაძლებლობები, შეარჩიო საშვილიშვილოდ ვარგისი ადგილი-პროექტი, მოიძიო სახსარნი მის განსახორციელებლად მყარი,საიმედო მასალებით საძირე-ქველის ჩაყრით(იგივ საძირკველით) და ღირსეულნი მშენებელნით აღაშენო საფიცარი სახლ-ტაძარი შინაგანადაც და გარეგნულადაც.
სხვანაირად გაჩერდები და უსახსროდ დარჩენილი დასაცინი შეიქმნები მტერთაგან --- აი, დაიწყო და ვერ დაამთავრა ლაჩრულად... დადებული სიტყვა გატეხაო!...
რესურსი აღარ აქვს გაღატაკებულსაო.... და უმეტესად მოგისევენ მაოხარებს...
,,მხოლოდ სიყვარულით მებრძოლი არ მარცხდება! --- ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათთვის და უგუნური მოყვარე მტერზედ უარესიაო!''
იცოდა წინაპარმა ერის ძალის და სისუსტის ასავალ-დასავალი...
ფაქტია 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ --- საჯიშე გენოფონდის მიზანმიმართული გენოციდის მარიონეტული პოლიტიკის შედეგები ---ისევ და ისევ უნამუსოდ მოღორებული ვაი-ქართველების ხელით განხორციელებულის...
ესაა სწორედ მრავალწლოვანი დაუსჯელობის სინდრომის ნაყოფნი...
============================================================================================================================================
წარსულს გავიხსენებ მცირედ:
1967-1970 წლებში მომიწია პირველად პიონერთა ბანაკებში დასვენებამ ბიჭვინთა, გაგრა, ლესელიძეში.
1974-75 წლებში მთელი საზფხულო სეზონზე კვლავ მომიწია პრაქტიკებზე ყოფნამ ოჩამჩირედან -ადლერამდე თითქმის ყველგან.
აფხაზს და აფსუას ვარჩევ ერთმანეთისაგან და იქაური არმენული დიასპორა მაშინაც საკმაოდ სერიოზულად აქტივობდა კუთხური სეპარატიზმის გასაღვივებლად...
საქართველოს ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ აფხაზეთში სეზონზე დასასვენებლად და მაშინაც ერთი უცნაურობა სუფევდა: მხოლოდ რუსულ ენაზე საუბრობდა
ადგილობრივი ჩასულებთან.
ბევრი საყვედური ისმოდა ცენტრ-თბილისის მომართ და თავგასულ ,,მოგულავეთა'' მომართ, რომლებიც ,,ნაშებზე'' ნადირობისას ჩამოსულს ადგილობრივისაგან ვერ არჩევდნენ...
ხშირი იყო ჩხუბი და დავიდარაბა.
თუ ღირსეულად იყავ და იქცეოდი ---შემდგომ კაი ქართულითაც გვესაუბრებოდნენ და გვიმეგობრდებოდნენ.
დიდი იყო მაშინაც რუსული დაწოლა და დამსვენებელთა უდიდესი უმრავლესობას სლავები წარმოადგენდნენ...
ოჩამჩირედან ---ადლერამდე მთელი სანაპირო ზოლი საკავშირო დაქვემდებარების უწყება-სამინისტროების კუთვნილი ბანაკებით, დასასვენებელი სახლებით, სანატორიუმებით და ა.შ. იყო დაპყრობილი.
შესაბამისი სპეცსამსახურები იცავდნენ-აკონტროლებდნენ...
სეზონზე კრემლის უმაღლესი ჩინოსნების ოჯახებით იყო სავსე აფხაზეთი და ხშირი იყო ადგილობრივებთან მათი კონტაქტიც და დანათესავებანიც.
,,სუსლოვის სიძეობით ამაყობდნენ...''
ბევრი რამის დაწერა შეიძლება --- ავისაც და კარგისაც...
ვისაც აფხაზნი ეკრძალვიან და ზედმეტს ვერას კადრებენ ---ძირძველი სამურზაყანოელნი აბორიგენნი არიან...სასტიკი მოშურნენი და სისხლის ამღებნი, მცოდნენი
ნამდვილი სამფლობელო-საზღვრებისა.
აფხაზეთი ისეთივე კუთხეა საქართველოსი, როგორც დანარჩენნი და თუ ძმებიც ჩხუბობენ და მერე რიგდებიან ---არ ახალია...ძველია.
სისხლი დაიღვარა და ამ ომს რუსეთ-საქართველოს ომი ჰქვია და არა ეთნოკონფლიქტი.
ნამდვილი აფხაზი ქართული ცნობიერებისაა და მთის წესებით ცხოვრობს დღემდე ---უხუცესთა საბჭოს გავლენა უდავოა და უფროს-უმცროსობის ადათ-წესები.
პროვოკაციაზე ორივე მხარე წამოგვაგეს და ურთიერთ სისხლი გვადენინეს ვაიქართველების და ვაიაფხაზების ხელითვე....
გარუსებულნი ორივე მხარეს ბევრი ჰყავდა... და ჰყავს დღესეც.
სიძულვილის და ომის ენით ლაპარაკი მათთან --- იწვევს ადექვატს მათი მხრიდანაც.
ამ ენის რეჟისორ-მიმდევარნი არიან სწორედ ორივე მხარის დაუძინებელნი მტერნი და ყველაფერს ცდილობენ ---ძველმა ძმებმა ძველი ძმობა არ გაიხსენონ ერთიანობისა.
ესაა მოკლედ და ბოლო პოსტი საერთოდ რუსას თემებში, რომელმაც მშვენივრად იცის დე ფაქტო სისუსტე კაპიტულაციით დაჩოქებული საქართველოსი და რინგზე
ნოკდაუნში მყოფებს ამწუთასვე კვლავ ბრძოლისაკენ მოგვიწოდებს....იქნებდა საერთოდ ვეღარ მოვიდეთ გონსა და სრულად შევაკვდეთ მტრებსა დანა-ჩანგლებით
აღჭურვილნი --- თანამედროვე იარაღით აღჭურვილ იმპერიებს.
მათაც ეგ უნდათ --- საქართველო უქართველებოდ.... მერე უაფხაზებოდ... და ა.შ.
მტერ მოყვარის ვერა მცნობნი --- უგუნურნი მოყვარენი...
,,თევზი თავიდანა ჰყარს!'' ....ჯერა.

,,აღმა ცურვის მიზანშეუწონლობის მთქმელნი'' მაშინაც სრულად აკონტროლებდნენ-მართავდნენ რუსეთს და მათი
თანხმობის გარეშე არაფერი ხდებოდა...
არც დღეს დაუთმიათ პოზიციები ტაქტიკურად...
,,რამხელაცაა თვალსაწიერი --- იმხელაცაა ხედვა... როგორც ბიბლია: იგი იმხელაა, რამხელაც მისი მკითხველია!''
This post has been edited by triumpi on 30 Jun 2013, 13:07