ახლა გადავხედე და ამ ზეთემას და დღევანდელს თუ არ ჩავთვლით ერთი პოსტი მაინც გამიკეთებია..
მას შემდეგ აზრი დიდად არც შემცვლია, ამიტომ, თქვენის ნებართვით, დავაკოპირებ
"
rusa1960თუ თემის პირველ პოსტს წყევლა-კრულვიან ემოციურ მდგენელს მოვაშორებთ, განსახილველი 2 საკითხი რჩება .
1. რკინიგზა.
2. აფხაზური "პასპორტების" "ვალიდურობა".
რაც შეეხება რკინიგზის გახსნას.
ამ იდეას მე არა მარტო მხარს ვუჭერ, არამედ შემიძლია მისი მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებშიც მივიღო მონაწილეობა.
ოღონდ აქ არის ერთი პატარა მაგრამ.
კერძოდ,
სად დადგებიან ჩვენი მებაჟეები, ფსოუზე თუ ენგურზე?
პირველ შემთხვევვაში რკინიგზა გასახსნელია, მეორე შემთხვევაში - არა.
ეჭვი მაქვს, ამის შესახებ საბოლოო ინფორმაციას არც თქვენ ფლობთ, ამიტომ წინასწარ ქოქოლას ნუ გვაყრით, არასოლიდურია.
რაც შეეხება ე.წ. "პასპორტებს".
მიშას დროიდან, ვიდრე დღემდე აფხაზეთიდან აქ სამკურნალოდ და სასწავლებლად ბევრი ჩამოსულა და ჩამოდის, ის კი არა და ლილოს ბაზრობაზე სავაჭროდ მგონი ერთი დღეც კია მათთვის გამოყოფილი.
როგორ ფიქრობთ, რა საბუთებით გადაადგილდება ეს ხალხი?
იქნებ გგონიათ, რომ ენგურის ხიდზე გამოსვლისას აფხაზურ "პასპორტებს" მდინარეში ყრიან და უკან დაბრუნებისას ახალს იღებენ?
ჩვენი მხრიდან მათი პასპორტების "ვალიდურობის" აღიარების შემთხვევაში, სახელმწიფო რეგულაციაში მოექცევა ის დოკუმენტი, რაც აქამდე არაოფიციალურად ისედაც არსებობდა და რაზეც თვალს ვხუჭავდით.
ამ ე.წ. "პასპორტს" მხოლოდ საქართველოში და რუსეთში გადაადგილებისთვის ექნება ძალა და არა სხვა ქვეყნებში.
და საერთოდაც, სანამ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ ქვეყნად არ ვაღიარებთ და ამის შესახებ გაეროში არ განვაცხადებთ, მათი ნებისმიერი პასპორტი ტუალეტის გერბიანი ქაღალდია და მხოლოდ შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.
ანუ
ჩვენ უნდა გავაპრავოთ ის, რაც გვინდა თუ არა მაინც არსებობს, მე უფრო ის მაინტერესებს, ამ გაპრავებაში რა შეიძლება მივიღოთ ?
და ბოლოს,
ასეთი თემები, რომლის პათოსიც ძირითადად პოლიტიკური მოწინააღმდეგეებში არევდარევის შეტანას და მათი მერყევი ელემენტების გადმობირებას ისახავს, მეც მრავლად გამიხსნია, მაგრამ როცა ინფორმაციის წყაროდ, ისეთი არაავტორიტეტული და მე ვიტყოდი, არაპოპულარული პიროვნება მოგყავთ, როგორც ჩიორა თაქთაქიშვილია, არ მიკვირს, რომ თემის პოსტების 80% ღლიცინი და დაცინვაა.
თუ ეს იყო თქვენი მიზანი, შემიძლია მოგილოცოთ"..