ეს რა არის
აგვიხსენი რააა
რას გულისხმობ
* * *
აღარ მასწორებინებს პოსტს რითაც ამოვწიე თემა და კიდევ ერთხელ აქ დავდებ:
ჩემი ფბ პოსტია
საკითხის ისტორია :
"კურიერში" აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე იყო სიუჟეტი..
სარქისიანმა ეს საკითხი არ არის მარტო რუსეთის და სომხეთის გადასაწყვეტი,სხვა მხარეები-ც (!) მონაწილეობენო.(зависит от других сторон тоже)
ფორუმზე ამოვწიე ჩემი 2013 წლის ივნისის თემა სადაც 2013 წლის 13 ოქტომბერს მიწერია ასეთი რამ:"არჩევნების მერე სადღაც გაზაფხულზე ალბათ-პირდაპირ ფაქტის წინაშე დაგვაყენებენ."
(ამ არჩევნებს ვგულისხმობდი-მაშინ გაზაფხულზე ვვარაუდობდით არჩევნებს))
გაგახსენებთ
1. 2012 წლის მარტი, პუტინი,არჩევნების შემდეგ ინტერვიუში ასახელებს ორი თემას, რაზეც მიშამ მისი თქმით "გადააგდო": აფხაზეთის რკინიგზა და ატც
2.2012 წლის დეკემბერი ბიძინა ინტერვიუში აცხადებს, რომ "გაცილებით მომგებიანი იქნებოდა თუ ტრანზიტულ ტვირთებს, არა ახალი ხაზით, ყარსი–ახალქალაქით (რუსეთის გვერდის ავლით), არამედ სოჩის მიმართულებით თუ გავუშვებთ"-ო.
ამაზე საზოგადოების და ოპოაზიციის რეაქციის შემდეგ- ვერ გაიგეთ თქვენ,.ასე არ მითქვამსო
3.2013წლის იანვარი ივანიშვილის სომხეთში ვიზიტისას სარქისიანი აცხადებს არც მეტი არ ნაკლები იმას,რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაარწმუნა იმაში, რომ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა საქართველოსათვისაც მომგებიანი იქნება და სომხეთისათვისაც.თავად ბიძინა კი აცხადებს: " ეს არის ფაქიზი თემა, მასთან ჩვენი დამოკიდებულება უცვლელი რჩება. ეს არ არის მარტივი საკითხი ,მაგრამ ჩვენი მოქალაქეებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ეს ეკონომიკისთვის დადებითი საქმეა. როცა ჩვენც დავრწმუნდებით და დავარწმუნებთ საზოგადოებასაც რომ ეს კარგია, ჩვენ აუცილებლად მხარს დავუჭერთ ამას“
4. 2013 წლის აპრილი პაატა ზაქარეიშვილი:"'ქართული მხარე არ არის წინააღმდეგი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის, რკინიგზა შეიძლება არ აღდგეს საბოლოო ჯამში,მაგრამ ეს არ უნდა იყოს საქართველოს მხარის, ქართული მხარის ბრალი....მე მიმაჩნია,რომ რკინიგზის აღდგენა ერთიორად ხელს შეუწყობს ძალიან ბევრი საკითხის მოგვარებას-როგორც ეკონომიკურ,ისე რეგონალურ,და კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით"
5.2013 წელის ივნისი ჩიორა თაქთაქიშვილმა გაახმაურა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დასკვნაში ჩანაწერი აფხაზური პასპორტების აღიარებაზე და:
"51. To further facilitate trade and increase freedom of movement, the new government says it is willing to
consider restoring the railway over the ABL between the Tbilisi- and Sukhumi-controlled territories."
რაზეც ისტერიკა დაიმართა ქოცხელისუფლებამ ტყუილიაო..
6.2013 წლის 28 ივნისი სერგეი შამბამ ინტერვიუში განაცხადა,„აფხაზეთი აფხაზური რკინიგზის აღდგენას დათანხმდება"...„მიმაჩნია, რომ მოცემული საკითხი საინტერესოა აფხაზეთისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არსებული კომუნიკაციები გვაკავშირებს ჩვენ რუსეთთან და ამით წყდება ჩვენი ყველა სამხედრო-სტრატეგიული და ეკონომიკური საკითხები.
თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთი მაინც ერთგული რჩება თავისი მოკავშირული ურთიერთობებისა რუსეთთან, ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოო ჯამში ის დასთანხმდება ასეთ პროექტს", " თუ საქართველო უარს იტყვის ამ პროექტზე იგი კიდევ უფრო მეტად დასცილდება აფხაზეთს. საქართველო ამ რკინიგზის გახსნით უფრო მეტად უნდა იყოს დაინტერესებული ვიდრე აფხაზეთი",
7.. 2013 წლის 3 ივლისი ბიძინამ- აფხაზეთის რკინიგზა აუცილებლად აღდგებაო..
"რაც შეეხება აფხაზეთის რკინიგზას, ეს საკითხი ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, რკინიგზა უნდა გაიხსნას. ეს ზოგადად რაც შეიძლება, რომ ვთქვა. საუბედუროდ, ძალიან ხშირად მსგავს საკითხებში ბევრს თამაშობს პოლიტიკა. ამ შემთხვევაშიც ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ, რამეთუ აქ კითხვები არსებობს, გვაქვს რაღაც კითხვები მათ შორის რუსეთთან. აფხაზებთან ჩვენ ვახერხებთ სახალხო დიპლომატიის დამსახურებით ინფორმაციის გაცვლას. ეს პროცესი უნდა დაიწყოს მაშინ, როცა ზედმეტ ვნებათაღელვას არ გამოიწვევს. ჩემი აზრით, ეს საკითხი დღეს ზედმეტად პოლიტიკურია. ჩვენ გვაქვს ამის სურვილი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მაშინ, როცა კითხვები აღარ იარსებებს. საერთო ჯამში მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხის გადაჭრას მოვახერხებთ და რკინიგზა აუცილებლად აღდგება", -
8. 2013 წლის 6 სექტემბერი.სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ბაღდასარიანი "Новости-Армения"-სთან ინტერვიუში აცხადებს რომ რუსეთი, საქართველო და აფხაზეთი თანახმა არიან, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მონაკვეთი გაიხსნას, "ქართულმა მხარემ თანხმობა მოგცვა, ასევე თანახმა არიან რუსეთი და აფხაზეთი. თუმცა ეს პროცესია და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს კონფლიქტური მხარეები. მთავარია, რომ ამ რკინიგზის მონაკვეთის გახსნის პოლიტიკური ნება არსებობს", ამაზე ქოცხელისუფლება აცხადებს დეზინფორმაციააო,თუმცა პირადი კავშირებით გადამოწმებისას ბაღდასაროვი ადასტურებს ამ ინფორმაციას.
9.2013 წლის 11 ოქტომბერი
პარასკევი, "მაესტროს" საღამოს საინფორმაციო გამოშვება
ზურაბ აბაშიძე აკეთებს კომენტარს საქართველოდან ხილის და ციტრუსების გატანაზე რუსეთში
და ამბობს ასეთ რაღაცას:
"ჩვენი სატრანსპორტო კომპანიები ჩაერთვებიან ამ პროცესში, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, და ამავე დროს რკინიგზითაც მოხდება შემდეგში ტრანსპორტირება. ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მიღწეულია შეთანხმება.".
აი ამაზე დავიმართე ისტერიკა
აქაც დავწერე.,ფორუმზეც, ჩვენი დეპუტატები დავთაგე
ჰკითხეთ -თქო
და სიჩუმე...
ჰოდა მორჩა რააა
ფორუმზე ჩემი თემაა
აქედან წაიკითხეთ
მანამდე უბრალოდ დამცინიან
ეს თუ სიმართლეა... (post #37906304)"ეს პროცესი უნდა დაიწყოს მაშინ, როცა ზედმეტ ვნებათაღელვას არ გამოიწვევს. ჩემი აზრით, ეს საკითხი დღეს ზედმეტად პოლიტიკურია. ჩვენ გვაქვს ამის სურვილი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მაშინ, როცა კითხვები აღარ იარსებებს."-ბიძინა ივანიშვილი
p.s.ამავე კონტექსტში გავიხსენოთ 2014 წლის იანვარში რუსეთის სტარტეგიული კვლევების ცენტრის (ამელინას კანტორა) დირექტორის მოადგილის ჩერნოვის ჩვენთვის ძალიან მძიმე მოსასმენი მოხსენება სომხეთში..
"Прямая граница между Россией и Арменией, Евразийским союзом и Арменией будет установлена в ближайшие 2-4 года, Россия получит прямой выход в Армению, а Армения в Россию, беспрепятственный доступ к Черному и Каспийскому морям."'
http://conjuncture.ru/chernov-16-01-2014/ამ ამბავს აქვს ერთი გულისამრევად ცინიკური ასპექტი: თურმე იქეთ კი არ გვეხვეწებიან რკინიგზა აღადგინეთო
სარქისიანი იძახის,ბიძინამ დამარწმუნაო
გუშინ ბრძანა რუსეთის და სომხეთის გარდა სხვა მხარეებზე-ც არის დამოკიდებული ამ საკითხის გადაწყვეტაო (зависит от других сторон тоже)
შამბამ საერთოდ დაგვამადლა,დავთანხმდებით და საქართველო უფრო უნდა იყოს დაინტერესებული,ვიდრე აფხაზეთიო..
ანუ აფხაზეთის რკინიგზაც უნდა გაგვიხსნან,იქეთ მადლიერები უნდა ვიყოთ -დივიდენდებზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. თუმცა ქოცხელისუფლება ამ ქვეყნისთვის დამღუპველ ნაბიჯს საუკუნის ინფრსასტრუქტურულ პროექტად შემოგვასაღებს (შეჩერებული ყარსი-ახალქალაქის ფონზე) და მადლობას გადაუხდის რუსეთს. სომხეთს და აფხაზ ძმებს,ამ "პროექტის" განხორციელების საშუალება რომ მოგვცეს..
ჰოდა კიდევ რა მინდოდა მეთქვა -ველოდები ლაფანყურის თემის გააქტიურებას.
აი ამაზე რას იტყვით მაინტერესებს
ანუ სომხეთი რომელიც უნდა ხოხავდეს ისე გვემუდარებოდეს ამ რკინიგზის გახსნას,აფხაზეთი-ასევე
წესით სანაცვლოდ რაღაც მაინც ხომ უნდა მივიღოთ
ღმერთმა დაიფაროს და ვთქვათ დათანხმდა ქოცხელისუფლება.
არმენოფილებიც გახდით ქოციუზერებო?
მართლა რა გიქნათ ამისთანა ჭორვილის მბრძანებელმა.
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare