კაი ერთი თქო
აჰაა შევავსე სია
საკითხის ისტორია :
1. 2012 წლის მარტი, პუტინი,არჩევნების შემდეგ ინტერვიუში ასახელებს ორი თემას, რაზეც მიშამ მისი თქმით "გადააგდო": აფხაზეთის რკინიგზა და ატც
2.2012 წლის დეკემბერი ბიძინა ინტერვიუში აცხადებს, რომ "გაცილებით მომგებიანი იქნებოდა თუ ტრანზიტულ ტვირთებს, არა ახალი ხაზით, ყარსი–ახალქალაქით (რუსეთის გვერდის ავლით), არამედ სოჩის მიმართულებით თუ გავუშვებთ"-ო.
ამაზე საზოგადოების და ოპოაზიციის რეაქციის შემდეგ- ვერ გაიგეთ თქვენ,.ასე არ მითქვამსო
3.2013წლის იანვარი ივანიშვილის სომხეთში ვიზიტისას სარქისიანი აცხადებს არც მეტი არ ნაკლები იმას,რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაარწმუნა იმაში, რომ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა საქართველოსათვისაც მომგებიანი იქნება და სომხეთისათვისაც.თავად ბიძინა კი აცხადებს: " ეს არის ფაქიზი თემა, მასთან ჩვენი დამოკიდებულება უცვლელი რჩება. ეს არ არის მარტივი საკითხი ,მაგრამ ჩვენი მოქალაქეებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ეს ეკონომიკისთვის დადებითი საქმეა. როცა ჩვენც დავრწმუნდებით და დავარწმუნებთ საზოგადოებასაც რომ ეს კარგია, ჩვენ აუცილებლად მხარს დავუჭერთ ამას“
4. 2013 წლის აპრილი პაატა ზაქარეიშვილი:"'ქართული მხარე არ არის წინააღმდეგი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის, რკინიგზა შეიძლება არ აღდგეს საბოლოო ჯამში,მაგრამ ეს არ უნდა იყოს საქართველოს მხარის, ქართული მხარის ბრალი....მე მიმაჩნია,რომ რკინიგზის აღდგენა ერთიორად ხელს შეუწყობს ძალიან ბევრი საკითხის მოგვარებას-როგორც ეკონომიკურ,ისე რეგონალურ,და კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით"
5.2013 წელის ივნისი ჩიორა თაქთაქიშვილმა გაახმაურა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დასკვნაში ჩანაწერი აფხაზური პასპორტების აღიარებაზე და:
"51. To further facilitate trade and increase freedom of movement, the new government says it is willing to
consider restoring the railway over the ABL between the Tbilisi- and Sukhumi-controlled territories."
რაზეც ისტერიკა დაიმართა ქოცხელისუფლებამ ტყუილიაო..
6.2013 წლის 28 ივნისი სერგეი შამბამ ინტერვიუში განაცხადა,„აფხაზეთი აფხაზური რკინიგზის აღდგენას დათანხმდება"...„მიმაჩნია, რომ მოცემული საკითხი საინტერესოა აფხაზეთისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არსებული კომუნიკაციები გვაკავშირებს ჩვენ რუსეთთან და ამით წყდება ჩვენი ყველა სამხედრო-სტრატეგიული და ეკონომიკური საკითხები.
თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთი მაინც ერთგული რჩება თავისი მოკავშირული ურთიერთობებისა რუსეთთან, ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოო ჯამში ის დასთანხმდება ასეთ პროექტს", " თუ საქართველო უარს იტყვის ამ პროექტზე იგი კიდევ უფრო მეტად დასცილდება აფხაზეთს. საქართველო ამ რკინიგზის გახსნით უფრო მეტად უნდა იყოს დაინტერესებული ვიდრე აფხაზეთი",
7.. 2013 წლის 3 ივლისი ბიძინამ- აფხაზეთის რკინიგზა აუცილებლად აღდგებაო..
"რაც შეეხება აფხაზეთის რკინიგზას, ეს საკითხი ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, რკინიგზა უნდა გაიხსნას. ეს ზოგადად რაც შეიძლება, რომ ვთქვა. საუბედუროდ, ძალიან ხშირად მსგავს საკითხებში ბევრს თამაშობს პოლიტიკა. ამ შემთხვევაშიც ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ, რამეთუ აქ კითხვები არსებობს, გვაქვს რაღაც კითხვები მათ შორის რუსეთთან. აფხაზებთან ჩვენ ვახერხებთ სახალხო დიპლომატიის დამსახურებით ინფორმაციის გაცვლას. ეს პროცესი უნდა დაიწყოს მაშინ, როცა ზედმეტ ვნებათაღელვას არ გამოიწვევს. ჩემი აზრით, ეს საკითხი დღეს ზედმეტად პოლიტიკურია. ჩვენ გვაქვს ამის სურვილი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მაშინ, როცა კითხვები აღარ იარსებებს. საერთო ჯამში მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხის გადაჭრას მოვახერხებთ და რკინიგზა აუცილებლად აღდგება", -
8. 2013 წლის 6 სექტემბერი.სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ბაღდასარიანი "Новости-Армения"-სთან ინტერვიუში აცხადებს რომ რუსეთი, საქართველო და აფხაზეთი თანახმა არიან, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მონაკვეთი გაიხსნას, "ქართულმა მხარემ თანხმობა მოგცვა, ასევე თანახმა არიან რუსეთი და აფხაზეთი. თუმცა ეს პროცესია და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს კონფლიქტური მხარეები. მთავარია, რომ ამ რკინიგზის მონაკვეთის გახსნის პოლიტიკური ნება არსებობს", ამაზე ქოცხელისუფლება აცხადებს დეზინფორმაციააო,თუმცა პირადი კავშირებით გადამოწმებისას ბაღდასაროვი ადასტურებს ამ ინფორმაციას.
9.2013 წლის 11 ოქტომბერი
პარასკევი, "მაესტროს" საღამოს საინფორმაციო გამოშვება
ზურაბ აბაშიძე აკეთებს კომენტარს საქართველოდან ხილის და ციტრუსების გატანაზე რუსეთში
და ამბობს ასეთ რაღაცას:
"ჩვენი სატრანსპორტო კომპანიები ჩაერთვებიან ამ პროცესში, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, და ამავე დროს რკინიგზითაც მოხდება შემდეგში ტრანსპორტირება. ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მიღწეულია შეთანხმება.".(!)
10. ამავე კონტექსტში გავიხსენოთ 2014 წლის იანვარში რუსეთის სტარტეგიული კვლევების ცენტრის (ამელინას კანტორა) დირექტორის მოადგილის ჩერნოვის ჩვენთვის ძალიან მძიმე მოსასმენი მოხსენება სომხეთში..
"Прямая граница между Россией и Арменией, Евразийским союзом и Арменией будет установлена в ближайшие 2-4 года, Россия получит прямой выход в Армению, а Армения в Россию, беспрепятственный доступ к Черному и Каспийскому морям."'
http://conjuncture.ru/chernov-16-01-2014/11. 2014 წლის 18 ივნისი
"კურიერში" სიუჟეტი აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე.
სარქისიანის კომენტარი: ეს საკითხი არ არის მარტო რუსეთის და სომხეთის გადასაწყვეტი,სხვა მხარეები-ც (!) მონაწილეობენო.(зависит от других сторон тоже)
12. 2014 წლის 16 ივნისი ზურაბ აბაშიძის განცხადება:
Абашидзе: Грузия готова к диалогу с Россией по Абхазской железной дороге
Грузинская сторона готова внимательно выслушать предложения России по восстановлению железнодорожного сообщения через Абхазию, - с таким заявлением выступил сегодня спецпредставитель премьер-министра Грузии по урегулированию отношений с РФ Зураб Абашидзе.
"У нас есть серьезные условия для открытия железнодорожного движения, и если со стороны России будет серьезная инициатива, мы готовы очень внимательно выслушать ее, но мы также предложим свои условия",- сказал Абашидзе.
http://www.vestikavkaza.ru/news/Abashidze-...noy-doroge.html13. – 2014 წლის7 ნოემბერი- სომხეთის ტრანსპორტის და კავშირგაბულობის მინისტრის მოადგილის, არტურ არაკელიანის, მიერ გაკეთებეული განცხადება, სადაც ის პირდაპირ საუბრობს აღნიშნულ მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და მასში ქართული მხარის მონაწილეობაზე. - პუტინის გუშინწინდელი (24 ნოემბერი, 2014) განცხადება, რომელიც მან სოჭში გაახმოვანა სოხუმთან მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, სადაც მან პირდაპირი მინიშნება გააკეთა მარშრუტის სარგებლიანობასა და მისი აღდგენის მხარადჭერაზე.
14.2014 წლის 14 ნოემბერი რუსეთის პრეზიდენტის სპეც. წარმომადგენლის, ვლადისლავ სურკოვის განცახდება იმის თაობაზე, რომ თბილისი აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა. განცახდება გაკეთებულია სოჭში, 2014 წლის 14 ნომებერს.
15. 2014 წლის14 ნოემბერი- რაულ ხაჯიმბამ რუსულ გამოცემა „კავკაზსკი უზელ“-ს განუცხადა, რომ აფხაზეთისთვის აღნიშნული პროექტი საინტერესოა. ინტერვიუ თარიღდება 2014 წლის 14 ნოემბერით.
16. 2014 წლის 24 ნოემბერი- პაატა ზაქარეიშვლის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ის საუბრობს საქართველოს პოლიტიკური ელიტის შესაძლო მზაობაზე განიხილოს აღნიშნული საკითხი.
ჰო კიდევ, ამ ამბავს აქვს ერთი გულისამრევად ცინიკური ასპექტი: თურმე იქეთ კი არ გვეხვეწებიან რკინიგზა აღადგინეთო
სარქისიანი იძახის,ბიძინამ დამარწმუნაო
შემდეგ ბრძანა რუსეთის და სომხეთის გარდა სხვა მხარეებზე-ც არის დამოკიდებული ამ საკითხის გადაწყვეტაო (зависит от других сторон тоже) -საერთოდ რომ გვახსენეს ამაზეც მადლობა..
შამბამ საერთოდ დაგვამადლა,დავთანხმდებით და საქართველო უფრო უნდა იყოს დაინტერესებული,ვიდრე აფხაზეთიო..
ანუ აფხაზეთის რკინიგზაც უნდა გაგვიხსნან,იქეთ მადლიერები უნდა ვიყოთ -დივიდენდებზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. თუმცა ქოცხელისუფლება ამ ქვეყნისთვის დამღუპველ ნაბიჯს საუკუნის ინფრსასტრუქტურულ პროექტად შემოგვასაღებს (შეჩერებული ყარსი-ახალქალაქის ფონზე) და მადლობას გადაუხდის რუსეთს. სომხეთს და აფხაზ ძმებს,ამ "პროექტის" განხორციელების საშუალება რომ მოგვცეს..
და კიდევ
ვინმეს შეუძლია ამიხსნას "свободный транзитный коридор" რას გულისხმობს??
ანუ გადასახადებისგან თავისუფალი?
აფხაზეთის რკინიგზას რომ უხსნიან ქოცები ""ეკონომიკურად მომგებიანი იქნება"-ს არგუმენტით სომხებს, ეგ საქმე როგორ იქნება?
Грузия предоставит Армении свободный транзитный коридор для экспорта товаров в ЕАЭС
27/11/2014 - 12:40:39
Грузия готова предоставить свободный транзитный коридор для экспорта армянских товаров в страны Евразийского экономического союза, сказал в среду заместитель министра экономики Эмиль Тарасян в ходе организованных Союзом промышленников и предпринимателей Армении обсуждений по вопросам экспорта в ЕАЭС.
По его словам, вопрос о транзите армянских грузов через территорию Грузии был включен в список основных документов, которые Армения подписала в рамках ЕАЭС, поскольку Армения единственная из стран Союза, не имеющая прямых границ ни с одной из стран-участниц.
«На сегодня предпринимаются все шаги для осуществления бесперебойных поставок армянской продукции в страны ЕАЭС», - сказал Тарасян. При этом он сообщил, что армянские товары будут освобождены от таможенного администрирования на границе.
Высший Евразийский экономический совет одобрил присоединение Армении к ЕАЭС. Соответствующий договор был подписан 10 октября по итогам заседания совета в Минске на уровне глав государств. Таким образом, Армения наравне с Россией, Белоруссией и Казахстаном становится полноправным участником ЕАЭС, который начнет действовать с 1 января 2015 года.
მომწონსმომწონს · · გააზიარეთ
ეს მოსწონს Tamar Mgeladze-ს.
http://bizzone.info/government/2014/1417117239.php