პირველი და უკანასკნელი
არა ვარ ღმერთი არა ვარ ჭეშმარიტება
მაგრამ მართალი ვარ
აბა რა გაეწყობა ამ უკუღმართ სამყაროში ან რა დამრჩენია
სასტიკ სამყაროში სადაც ხან მცირე მიზეზია საკმარისი ცხოვრების წასართმევად
ხან კი უმიზეზოდ შეიძლება სამეფო ტახტზე მოკალათება
სამყაროში სადაც ყოველს თავისი სიმართლე აქვს
სამყაროში სადაც სიწმინდე უწმინდურებისგან ვერ გამოუხშირიათ
განა თავისუფლების შეზღუდვა ღირსების შელახვა არ არის ?
ან ღირსების შელახვა თავისუფლების შეზღუდვა არ არის ?
შინაგანი მოძრაობა მრავალფეროვანია და გარეგნულ მოძრაობასთან შედარებით უკიდეგანოა
საითაც წაიყვან იქით გამოგყვებიან შენი აზრები და ფიქრები
სურვილები მხოლოდ კომპასის ისრებია
ცენტრში კი შენ ხარ
შეიძლება გეგონოს რომ რამეს მიყავხარ მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა
თავისუფლება მხოლოდ სიგიჟეშია
ყოველი თავისუფლება მხოლოდ დროებითი თავშესაფარია
თუ ოდესმე გინახავს ხვალინდელის გულისთვის დღევანდელზე უარი ეთქვას ვინმეს
ან როგორ შეიძლება შეაგონო რამე აცდენისა და შიშის მონობაში დაბადებულს
რომელიც არც კი ცდილობს მონობიდან განთავისუფლებას
ალბათ გულდასაწყვეტია და სირცხვილია როდესაც კეთილი ხარ და ირგვლივ შენ ნაირი კეთილები არ არიან
არ ღირს ეს სამყარო ჩემს სიმართლედ და სიკეთედ იფიქრებ ასეთ დროს
და არც ღორების წინ მარგალიტების ფრქვევა ღირს
წავალ მე დაგტოვებთ აღარ გადაგღლით არ შეგაწუხებთ რადგან კეთილშობილი ვარ
სულ გავგიჟდი მე ვის ველაპარაკები
თითქოს არის ცხოვრება თითქოს არა
თითქოს ყოფილა ოდესმე რაღაც თითქოს არა
წარმოდგენაში გაკეთებული ან სასურველი წარმოსახულიც შეიძლება სინამდვილედ გეჩვენებოდეს
სიზმარში ნანახი მოწოდება ან სახელი ბედად მიგაჩნდეს
გაიღვიძე დროა.