არასოდეს დამავიწყდება ჩემი შთაბეჭდილება ამის პირველად ნახვისას!
ხო, ეხლა... ამ სიის მიხედვით მე გამოსასწორებელი მაქვს:
1. როდესაც ვიღაც კაფეში ან რესტორანში შემოდის, ყველა ნუ უყურებთ, უზრდელობაა.
2. მიმტანი, ტაქსის მძღოლი, კონტროლიორი, გამყიდველი, მეწაღე, დალაქი... ამ პროფესიის ადამიანები თქვენ გემსახურებიან, ამიტომ ზევიდან ნუ უყურებთ, არაფრით სჯობიხართ.
3. მძღოლებო, გაატარეთ ფეხით მოსიარულეები. ფეხით მოსიარულეებო, ნუ იბნევით, როცა მძღოლი გატარებთ და ცოტა სწრაფად გაიარეთ.
4. რაც უფრო ხშირად გავუღიმებთ ერთმანეთს, მით უკეთესი.
5. თავისუფლება არა ლომთა, არამედ ადამიანთა ხვედრია.
დანარჩენებში თითქოს არამიშავს...
ეხლა გვინდა ნასწავლი როგორ ავითვისეთ, შემოწმება და როცა მზად ვიქნებით მეორე გაკვეთილი!

(აი გაღიმება უკვე დავიწყე)
This post has been edited by Marcha on 3 Jul 2013, 00:45