#37095692 · 3 Jul 2013, 15:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | რისთვის სწავლობთ უმაღლეს სასწავლებლებში ? რა პერსპექტივა გაქვს ? |
ვსწავლობთ იმიტომ, რომ გავნათლდეთ... პერსპექტივა მიზერია.
| QUOTE | | აბარებენ ამ ეროვნულ გამოცდებს, მანამდე მიდის მაგარი მომზადება და რავიცი, მაგრამ რისთვის ? |
მოწყობა ერთი დიდი მუღამია და ქართულ სიამაყეს ერთიორად ამარლებს!  | QUOTE | | რისთვის იხდით წელიწადში 3,000 დან 7,000 ლარამდე ? |
მე შევცვლიდი შეკითხვას.... რისთვის არა, არამედ - რაში...
| QUOTE | | იმისთვის, რომ ბოლოს იყოთ უმუშევარი ? იმისთვის, რომ მთავრობამ ვერ შექმნა სამუშაო ადგილები თქვენთვის ?რაში ყრით ამ ფულს ? |
აგერ უკვე მერამდენე საუკუნეა იმედით ვცოცხლობთ... იმედით ვსწავლობთ, იმედით შევყურებთ იუმედო მომავალს...
| QUOTE | | რამდენი ვიცი, რომლებმაც დაამთავრა კავკასიის ბიზნეს სკოლა და ე-ეს-ემი-ც და უმუშევრები არიან, 400 ლარიან სამსახურსაც ვერ შოულობენ.... რაში გადაყარეს 30,000 ლარამდე, მათ სწავლაში ? |
შემცირებებში ხვდებიან ამავე უნი დამთავრებულები(ც)... სამწუხაროდ, დანდობა ვერ ხდება ამ დროს... შერჩევითი პრინციპი უფრო მუშაობს და შეიძლება მაგალითად ბანკში ილია უნის კურსდამთავრებული შერჩეს და ი-ეს-ემელი გაუშვან, იმიტომ რომ ილიას წარმომადგენელი უფრო კაი ტიპია ან სწავლის მერე უკეთ განვითარდა.
| QUOTE | | მე მაგალითად მაქვს დამთავრებული უმაღლესი, მაგრამ სადაც ვმუშაობდი, არ სად არ მომთხოვეს არც დიპლომი და არაფერი ? |
მეც არაერთგან მიმუშავია და არსად მომთხოვეს... მათ შორის, არც სახელმწიფო სტრუქტურაში | QUOTE | | შენი დასაქმება არის დამოკიდებული - რამდენი ენა იცი და რამდენად იცი კომპიუტერი და როგორი ახლობელი ჰყავს ვინც მოგაწყობს სამსახურში.... |
გარდა ქართული ენისა, 3 უცხო ენას ვფლობ კარგად და ძალიან კარგადაც კი, მაგრამ ვერ ვიყენებ ძირითადად საქმიდან გამომდინარე... კომპიუტერი უკვე აღარავის უკვირს, ხოლო ახლობლობის ინსტიტუტი დღეს უმარლეს საფეხურზე დგას... მგონი არავის გვეწყინება თუ ვიტყვით რომ ოდესღაც, სადღაც მათი იმედი ჩვენს გვქონია... ვერავის გავამტყუნებ... ახლობელი ეხმარება და ასაქმებს ეს უკვე მიხარია... დასაქმება მიხარია ადამიანის!
| QUOTE | | ... უნივერსიტეტში ვიყავი ამის წინათ საქმეზე, გული დამეწვა, იგივე დონეა, სიძველე, გაპარტახებული, განადგურებული და ურემონტო... მაგის გულისთვის ვიკლავთ თავს, რომ მანდ ვისწავლოთ ? თუ ნათესავების გვერიდება, რას იტყვიან თუ უმაღლესი არ დავამთავრეთ ? მშობლები არ გვეცოდება ? 12,000 ლარიდან - 30,000 ლარამდე ვაკოტრებთ ოჯახს და აზრი გამაგებინეთ ? |
| QUOTE | | როდემდე იქნება ეგრე ? როდემდე იქნება უმუშევრობა ? მაინც და მაინც უცხოეთში უნდა გავიქცეთ ყველა ? გრინ კარტი მოვიგოთ ? მთავრობა რას ფიქრობს ?რისთვის სწავლობთ უმაღლესში, რა პერსპექტივა გაქვთ ? რა შანსი გაქვთ რომ იშოვოთ სამსახური ? იხდით 3,000 ლარს წელიწადში და მერე 300 ლარიან სამსახურს ვერ ნახავ.... ან დიპლომს ვინ გთხოვს საერთოდ... ყველას უნდა ნამუშევრები, გამოცდილება და ასე შემდეგ... |
სხვა გზა არის? ადამიანს ფული სჭირდება რომ იარსებოს... არაერთხელ მიფიქრია უცხოეთში წასვლაზე.... ახალგაზრდა ვარმ, ფული მჭირდება, ოჯახსაც სჭირდება, ყველაფერს სჭიდება ფული და განვითარება... მადლობა ღმერთს, რომ დღეს სამსახური მაქვს! ერთი წელი უმუშევარი ვიყავი და ვისი რა საშინელებაა ეს! არავის ვუსურვებ...
ვაკეთებთ ვერაფერს!... სამწუხაროდ.
|