„არცერთი სამხედრო მოსამსახურისთვის არც ფიზიკური, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიმიყენებია“
04 ივლისი 16:45 , 2013
შს და თავდაცვის ექს–მინისტრ ბაჩო ახალაიას განცხადებით, მას არცერთი სამხედრო მოსამსახურისთვის არც ფიზიკური, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია, მოწმეებმა კი ჩვენებები პროკურატურის ზეწოლის ქვეშ მისცეს.
ამის შესახებ ახალაიამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ მისი დაკავება პოლიტიკური მოტივით განხორციელდა.
„თავის დროზე პროკურატურის მხრიდან ჩემი დაკავების მოტივი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური იყო და არამც და არამც არა კონკრეტული დანაშაული. მათ ეს ინფორმაცია არ ჰქონდათ, ეს მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყანაში ჩამოვედი. ჩემი დაკავების მომენტში მოწმეთა დაკითხვის პროცესიც არ იყო დასრულებული. საკმაოდ ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ ეს ყველაფერი იყო თან ნაჩქარევი, თან – პოლიტიკურად მოტივირებული. რაც შეეხება საქმეს, არათუ სენაკში გვარდიელებისთვის, არამედ ჩემი მოღვაწერობის პერიოდში არცერთი სამხედრო პირისთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიმიყენებია",– განაცხადა ახალაიამ.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
ფუუუუუუF .......... ეს ხო არაკაცია მაგრამ ამ თახსირს ვინც გამოუშვებს სამშობლოს მოღალატე ის იქნება და არა ეს