აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი
შეასრულა მთის ჩამოწოლამ. დასავლეთ კავკასიიდან აფხაზთა მონათესავე,
სოციალურად სუსტად განვითარებული აბაზური ტომების ჩამოსახლება ადრეც
ხდებოდა. XIII საუკუნიდან ამ პროცესის ახალი ეტაპი იწყება, რაც დაკავშირებულია
ჩრდ. კავკასიაში მონღოლ-თათართა გამანადგურებელ შემოსევებთან, რამაც იქ
მცხოვრები ტომების ამოძრავება გამოიწვია. ამ პერიოდში, ყუბანისპირეთიდან
ადიღური ტომების შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჩამოწოლის გამო,
აფხაზების ჩრდილო-დასავლეთით მცხოვრები აბაზების (ქართ. წყაროების ჯიქები)
ერთი ნაწილი ჩრდ. კავკასიაში გადადის (XIV ს.), ნაწილი კი სამხრეთ-
აღმოსავლეთისაკენ მოიწევს და აფხაზეთში იწყებს ჩამოსახლებას. იმავდროულად
მიმდინარეობს აბაზების ერთი მხრივ, ადიღეელებთან და, მეორე მხრივ, აფხაზებთან
შერწყმის პროცესი. აბაზურ-ადიღური ტომების მიერ შავიზღვისპირეთის ექსპანსიის
შედეგად, XV-XVI სს. საქართველო კარგავს განაპირა საერისთავოს _ აფხაზეთის _ ნაწილს, ტერიტორიას მდ. ნიკოფსიასა (ნეჩეფსუხო) და მდ. ბზიფს შორის.
იმავდროულად აფხაზები აფართოებენ თავიანთ მიწა-წყალს სამხრეთ-
აღმოსავლეთით, რისი შედეგიც იყო XVI-XVII სს. ოდიშის სამთავროს ჩრდილო-
დასავლეთი ნაწილის _ მდ. ფსირცხასა და მდ. ღალიძგას შორის მდებარე მიწების
მიტაცება.
6
ამ პერიოდში აბაზურ-ადიღური ტომების ჩამოსახლებამ აფხაზეთში უფრო
ინტენსიური ხასიათი მიიღო, რის შედეგადაც აქ რადიკალური ეთნიკური,
სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-პოლიტიკური ცვლილებები მოხდა,
რამაც ქართულ სამყაროში აფხაზთა გაუცხოება გამოიწვია.
XV საუკუნეში მთის ჩამოწოლის პროცესი საკმაოდ შორსაა წასული, რისი აშკარა
მოწმობაა აფხაზთა მიქცევა წარმართობისაკენ, რაც პირველად გამოჩნდა დაახლ.
1470-1474 წწ. შედგენილ ძეგლში «მცნება სასჯულო». მასში ნათქვამია: «აფხაზეთი
ქრისტეანობისაგან სრულიად მიდრეკილ იყუნეს, ქრისტეს მცნებათაგან განშორებულ
იყუნეს».7 იმავე პერიოდში შედგენილ სხვა ძეგლში კი ნათქვამია: «მას ჟამსა
უღმთოდ და უსჯულოებად მიიქცეს აფხაზნიო».8 XVI საუკუნიდან უცხოელი
ავტორები აფხაზებს «აბაზა» ტერმინით იხსენიებენ. «აფხაზ» და «აბაზა» ტერმინების
გაიგივებაში აფხაზეთში მთის ჩამოწოლის პროცესის დადასტურება უნდა
დავინახოთ.
9
http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000255/1864.pdf