თინათინ დარბაიძე, “დინამო არენასთან” გამართული აქციის ერთ–ერთი მონაწილი იყო. იგი ქრონოლოგიურად იხსენებს მოვლენათა განვითარებას.
“მოკლედ, შევიკრიბეთ დინამოს ქვედა შესასვლელთან და გადავინაცვლეთ ე.წ. VIP კარის მოპირდაპირე მხარეს და დავდექით ტროტუარზე. 20-მდე ადამიანი ვიქნებოდით. ერთად-ერთი პლაკატით, რომლის წარწერაც უკვე იცით. როგორც კი დაგვინახეს გამოვიდა პოლიციის რამოდენიმე თანამშრომელი და გვეკითხება: გამარჯობა, რას ელოდებითო? პასუხი გავეცით, რომ ვაპროტესტებდით მშვიდობიანი, მდუმარე ფორმით, ერთად-ერთი პლაკატით რუსეთის დუმის წევრების საფეხბურთო მატჩზე დასწრებას. თუ ქართული სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, რატომ რუსული სპორტი და პოლიტიკა არ იმიჯნებოდა? რას აკეთებდნენ დუმის წევრები მატჩზე და მითუმეტეს რუსეთის მოქმედი გენერალი? (ის მოსკოვის “დინამოს” პრეზიდეტიცაა თურმე). თავიდან მოსული პოლიცია უკან გაბრუნდა, ჭიშკართან მივიდნენ და ერთ-ერთმა დარეკა სადღაც.
ამის მერე, 5 წუთში ზუსტად, იგივე პოლიციელები, ოღონდ ახლა იმ თეთრფორმიანის, ზურაბ რუხაძე თუ არ ვცდები ხელმძღვანელობით მოვიდნენ. თავიდან ნორმალურად გველაპარაკებოდნენ. თავად ამ რუხაძემ გვითხრა, ტროტუარზე დადექიც, ტრასაზე ნუ ჩამოხვალთო. ასეც მოვიქეცით. რომ მოვიდა დრო და რუსები გამოსვლას აპირებდნენ, ბიჭებმა პლაკატი გაშალეს.
აი ამ პლაკატმა სულ გამოიყვანა წყობიდან რუხაძე. შემოიმატეს პოლიციელები, ჯაჭვი გააკეთს და გვაწვებოდნენ, ელიავას მხარეს მიგვერეკებოდნენ მხეცებივით! პლაკატის დაკეცვას მოითხოვდნენ! ის თეთრფორმიანი განსაკუთრებით აგრესიული და მოძალადე იყო! ბიჭები ღობეზე ავიდნენ და იქ გაშალეს პლაკატი, ამაზე სულ გაგიჟდნენ, რადგან ძალიან მკაფიოდ ჩანდა! ჩამოდიო უყვიროდნენ, ეს რუხაძე აძვრა თავად ღობეზე და ექაჩებოდა ბიჭებს ჩამოსაგდებად, რამოდენიმე პოლიციელიც ეხმარებოდა! აი ასეთ ვითარებაში თანდათან დაიძაბა სიტუაცია! ბოლოს საქართველოს ძახილი რომ დავიწყეთ სულ გაცოფდნენ, მთელ პოლიციის კორდონს რაც იყო მობილიზება გაუკეთეს იმ ჭიშკართან. არსად არ გვიშვებდნენ, ერთ ადგილას მოგვამწყვდიეს. ბიჭები ეუბნებოდნენ გამიშვით უნდა წავიდეთო და არაფრით არ უშვებდნენ იქეთა მხარეს, მაქსიმალურად გვიჭერდნენ, რომ ჭიშკართან ან მის წინ არ გამოვჩენილიყავით! ისე შეგვბოჭეს ბოლოს, კინაღამ სუნთქვა შემეკრა! მე თან ბიჭების დამშვიდებას ვცდილობდი…
მერე ორად გაყოფილი აღმოვჩნდით და იქეთა მხარეს, ჭიშკართან ატყდა წიოკი. ამ დროს დააკავეს ბიჭები… რუსთავი2 და მე-9 არხი იყო მოსული. სხვა ტელევიზიები მე არ დამინახავს. სამაგიეროდ დავინახე ზღვა პოლიციელები, რომლებიც ჩვენგან იცავდნენ რუსების კომფორტსა და სიმშვიდეს… ერთ-ერთ აქციის მონაწილეს ტელეფონი წაართვეს მაშინ, როცა ის ადამიანი უფლებების დამცველთან დარეკვას ცდილობდა… ბიჭები რომ დააკავეს, დანარჩენები თავისუფალი ზონის ოფისში წავიდნენ თუ არ ვცდები. მეც წამოვედი სახლში.
ერთი ბიჭი მოვიდა და მითხრა ჟურნალისტი ვარ და რას აპროტესტებთო? ვუპასუხე, რომ ვაპროტესტებთ ე.წ. მეგობრულ თამაშს, რომელსაც რუსეთის დუმის წევრები და მოქმედი გენერალი ესწრებიან, მაშინ როცა მათ მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულიათქო! თუ ქართული სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, რუსული რატომ არ ემიჯნება ერთმანეთსთქო?!
ყველაზე დიდი მარაზმი კი ის იყო, რომ ამ სცენის მერე, მუშტაიდის ბაღის შესასვლელთან და აქეთაც უამრავი სეირის მაყურებელი იდგა… ერთ-ერთმა კი ბრძნული აზრი გამოთქვა: დავაით რა ამ ნაციონალებმა რა! აი ის მაღალი რომ დარბოდა, ეგ მამალი ნაციონალიაო! მოვუტრიალდით და ვუთხარით : – საქართველო! სა-ქარ-თვე-ლო!
მოგვაძახა: წადი რა თავი დამანებე!
ჩემი ბოლო პასუხი იყო: ის მამალი ნაციონალია, სამაგიეროდ შენ ხარ დედალი ქოცი!
თან რაც მნიშვნელოვანია, სამივე დაკავებული მხოლოდ იმას იძახდა, რომ თქვენ ჩვენი პოლიცია ხართ, ჩვენ გვეამაყებით თქვენ, ქართული ჯარი და ქვეყანა და ეგენი (რუსები) მუდმივად დაგცინიან და შეურაცხყოფას გაყენებენო! მაგათ გამო როგორ გვავიწროვებთო?! ეს იყო და ეს! როცა სიტუაცია გამწვავდა და შეხლა-შემოხლა მოხდა დააკავეს კიდეც ბიჭები… ”
ფოტო: დაშავებული აქციის მონაწილე გოგონა
http://www.ireporter.ge/?p=45564
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █