პოლიცია მოქმედებდა სწორად , ზომიერი სიმტკიცით და რაც მთავარია ეფექტურად .
ახალგაზრდები აყვნენ ემოციას , იქცეოდნენ გამომწვევად პოლიციელების მიმართ , მომენტებში პროვოკაციულად .
დანარჩენში ჩვენი სანიმუშო სასამართლო გაერკვევა .
-------------
აქცია აშკარად , წინასწარ ორგანიზებული იყო , ნაციონალების მხრიდან და გათვლა იყო , რომ ამ ახალგაზრდების პროვოკაციულ ქმედებას აყვებოდა სტადიონზე მისული ხალხი , რაც გადაიზრდებოდა მასობრივ არეულობაში . რაც არ მოხდა ორი მიზეზით :
ა/ ხალხი არ აყვა პროვოკაციას
ბ/ პოლიციამ იმუშავა ეფექტურად
-------------
ეს , რომ ნაცების პროვოკაცია იყო რამოდენიმე ფაქტით მტკიცდება
1. მოსკოვის დინამოს და თბილისის დინამოს თამაშის შესახებ , დიდი ხნის წინ იქნა გაცხადებული ....ამ თამაშზე მოსკოვის დინამოს , რომ მოყვებოდა ფანატები და მათ შორის მოსკოვის დინამოს პრეზიდენტი , კგბ-შნიკი გენერალი --- ესეც ადრე იყო გაცხადებული .
არანაირი პროტესტი ამის გამო , მაგ ტიპებს არ გამოუთქვამთ --- არადა ლოგიკური იქნებოდა . თამაშამდე პროტესტს შეიძლება დინამო თბილისის მეპატრონეების გადაწყვეტილების გადახედვა მოყოლოდა და ოკუპანტებიც არ ითამაშებდნენ დინამო არენაზე .
2.რატომ არ ჩაატარენ ეს აქცია , აეროპორტში მოსკოვის დინამოს ჩამოფრენისას , რაც ლოგიკური იქნებოდა . პროტესტი იმის გამო , რომ ოკუპანტები არ შემოეშვათ საქართველოს ტერიტორიაზე
3. რატომ არ ჩატარდა პროტესტი ამ ტიპების მიერ , თამაშის დაწყებამდე --- რაც ასევე ლოგიკური იქნებოდა . მაშინ მათი პროტესტი გასაგები იქნებოდა , არ დაეშვათ ოკუპანტებთან მეგობრული თამაში დინამო არენაზე ...
არც ერთი ეს ლოგიკური ნაბიჯი ამ ნაციონალების ჯგუფს არ გადაუდგამს ...... გადადგეს ყველაზე ალოგიკური ნაბიჯი , მათი პროტესტის არსიდან გამომდინარე ...პროტესტი მოაწყვეს მას შემდეგ რაც მოსახდენი მოხდა , თამაშიც ჩატარდა , ოკუპანტებიც იყვნენ სტადიონზე
გათვლა იყო სხვა რამეზე --- პროვოკაციაზე
ნაციონალები ელოდებოდნენ , რომ დინამო თბილისი გუშინ დამარცხდებოდა . ხალხი იქნებოდა უკმაყოფილო და ამ დროს იგეგმებოდა ეს პროვოკაციული , უაზრო აქცია , გათვლით იმაზე , რომ გაწბილებული მარცხით გულშემატკივარი , აყვებოდნენ პსევდო-პატრიოტულ ლოზუნგებს და მოხდებოდა მასობრივი არეულობის ფაქტი
მაგრამ ეს ასე არ მოხდა .... დინამო თბილისმაც ღირსეულად ეთამაშა , მილიონრების გუნდს .... პოლიციამაც ეფექტურად მიაყენა თავის ადგილას პროვოკატორები .... ხალხს კი ისე ეზარება ნაცები , რომ არანაირი მათი ლოზუნგი თანადგომას არ იწვევს .
ველოდები მასობრივ ყიჟინას
This post has been edited by მაკიაველი on 8 Jul 2013, 10:48
01.10.2012.