კარგი შევცდები ავხსნა რა მაქვს მხედველობაში
სტალინის იმპერია ძლიერი იყო კონკურენციით და ურთიერთ კონტროლით ხელისუფლების შიგნით .
ავიღოთ თბილისი --- პრტიული აპარატი , მვდ-ე , კგბ-ე და სახალხო კონტროლი ( იყო ეგეთი ორგანიზაცია ) -- კოჭებში უყურებდნენ ერთმანეთს , ყველას თავის უშუალო ბოსი ყავდა მოსკოვში . მოსკოვი იღებდა 4 სხვა და სხვა წყაროდან ინფორმაციას , რაც სრულად რიცხავდა რაიმე ტაკუნების ქიცინს .
ამის გარდა იყო ასევე დამოუკიდებელი ( იმ გაგებით , რომ თავისი ხელმძღვანელობა ყავდა მოსკოვში ) პროკურატურა და სასამართლო .
ამის გარდა ყველგან , პატარა თუ დიდი ( რაიონის მაშტაბებიდან გამომდინარე ) არმიის ნაწილები იყვნენ -- რომლებსაც ასევე თავისი ხელმძღვანელობა ყავდა მოსკოვში -- რო რამე არმიას ქონდა უფლება სამოქალაქო ხელისუფლება პირდაპირ დაქვემდებარებაში გადაეყვანა .
აზრზე ხარ , მარტო კონტროლის მხრივ რამდენიმეჯერ დუბლირებული სისტემა ქონდა სტალინს , რომელიც ყველანაირ შემთხვევითობას რიცხავდა .
სტალინის ვერტიკალის კონტროლი ( ეს კონტროლი კი ღერძია რეჟიმის ) უბადლო იყო , რადგანაც დამყარებული იყო ერთმანეთან დაპირისპირებული სხვა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებზე .
ესეთი ქონდა სააკაშვილს ?
აი , ნაცისტების კონტროლის სისტემა კი ახლოა ნაცებთან .
იქ გუნდური პრინციპი იყო ... ყოველგვარ დაპირისპირებას უწყებებს შორის ჰიტლერი ეგრევე ახშობდა ( სტალინი პირიქით აღვივებდა ) --- ნაციონალური იდეის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე
აქედან გამომდინარე , ჰიტლერს არ ქონდა სერიოზული დაპირისპირება ხელისუფლების ვერტიკალში ... პირიქით სხვა და სხვა სახელისუფლებო შტოების შეხმატკიბელებულ , მეგობრულ ურთიერთობას ჰიტლერი მიესალმებოდა კიდევაც .
მხოლოდ ჰიმლერს ევალა უსაფრთხოება , როგორც შიდა მტრისგან , ასევე გარეშე მტრისგან .
ხომ გაგონებს ნაცების --,,ჩვენ ერთი გუნდი ვარ ,, და მვდ-ს მიერ ყველაფრის კონტროლი .
განხეთქილებები იყო ელიტას შორის ( როგორც მიშასთან ) .... მაგრამ ეს უფრო ვეზირების ბრძოლას გავდა , ვინ უფრო ახლოს იქნებოდა ბელადთან , ვიდრე სტალინის მიერ იდეალურად აწყობილი სისტემური ვერ ატანა ერთმანეთის , ხელისუფლების სხვა და სხვა შტოების მიერ .
ჰიმლერმა , რომ მოიშორა მაგალითად კანარისი , მან სამხედრო დაზვერვა ბანალნა მიიერთა .... სტალინთან ეს წარმოუდგენელი იყო , ვინც არ უნდა ყოფილიყო არმიის დაზვერვის უფროსი , ან მვდ-ს მინისტრი ---ისინი განწირული იყვნენ კონკურენციისთვის და ერთმანეთის თვალთვალისთვის .
-------------
ასე , რომ სტალინის სახელისუფლებო ვერტიკალის კონტროლი ისე შორს იყო სააკაშვილის შეთითხნულ მარაზმთან , როგორც მე ვარ შორს მონღოლეთის საოპერო ხელოვნებიდან
აი , ჰიტლერის ,,ჩვენი ერთი გუნდი ვართ ,, მაგრამ ყველას ჰიმლერი გვიყურებს და გვისმენს ..... ეს ძალიან გავს სააკაშვილის ერთიან გუნდს , მაგრამ მერაბიშვილის მეთვალყურეობით
ძნელია ასე დაწერით უცებ ახსნა რა მინდოდა მეთქვა --- იმედია საერთო მონახაზი გაიგე