მთლიანი ბრალდებაა ამ ბმულზე, ვრცელია.
პროკურატურამ რუსუდან კერვალიშვილის ბრალდების შესახებ არჩილ კბილაშვილის დადგენილება გამოაქვეყნაhttp://www.interpressnews.ge/ge/samartali/...amoaqveyna.html...მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა ეფექტური სარეკლამო კამპანიის მეშვეობით დაარწმუნეს მრავალი კლიენტი ფული ჩაედოთ ჯერ კიდევ არაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, იმ იმედით, რომ მშენებლობა დროულად დასრულდებოდა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ამხანაგობის ახალ წევრებს თანხები შეეტანათ "სააგენტო"-ს საბანკო ანგარიშზე, როგორც ამას ხელშეკრულება ითვალისწინებდა, მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის მითითებით, თანხის უდიდესი ნაწილი პირდაპირ შედიოდა "ევრაზიის საინვესტიციო სააგენტო"-ს სალაროში ნაღდი ფულის სახით, რათა გაიოლებულიყო შემოსული თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და უკონტროლო ხარჯვა. ამისათვის, მ. რჩეულიშვილის და რ. კერვალიშვილის მიერ წინასწარ მონიშნულ იქნა კონკრეტული საცხოვრებელი, საგარაჟე და კომერციული ფართები, რომლებიც
თავიდანვე განისაზღვრა ე.წ. "მ/რ ფართებად" (სწორედ ასეა ისინი მითითებული ე.წ. "შავ" ბუღალტერიაში, რაც გულისხმობდა მაიასა და რუსუდანის კუთვნილ ფართებს). 
მათი მითითებით, აღნიშნული ფართების რეალიზაციიდან შემოსული თანხები პირდაპირ, ნაღდი ფულის სახით, გადაეცემოდათ მათ და "სააგენტო" ამ თანხებს ვერ გამოიყენებდა "ამხანაგობის" წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულების მიზნით.
მერე:
რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ12:56 11-07-2013
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...emuqrebath.htmlრუსუდან კერვალიშვილს, მაია რჩეულიშვილს და ივანე ცაგურიას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურაში განუმარტეს.
წარდგენილ ბრალდებაზე ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება უახლოეს დღეებში მოხდება.
ამასთან, როგორც რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა აღნიშნა, არ ელოდება, რომ პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.
მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა თბილისის პროკურატურად უკვე დატოვეს. მათ თაღლითობის გზით ფულის მითვისება ედებათ ბრალი. ივანე ცაგურია დაკავებულია.
დასასრულ:
მუხლები, რომლითაც რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს ბრალი წარედგინათ, ამნისტირებულიაhttp://www.interpressnews.ge/ge/samartali/...stirebulia.html13:31 11-07-2013
სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომლითაც რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს ბრალი წარედგინათ, ამნისტირებულია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა, ხათუნა პაიჭაძემ განუმარტა, აღნიშნულის მიუხედავად ამნისტია იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუკი დაზარალებულების თანხმობა იარსებებს.
თბილისის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რუსუდან კერვალიშვილს წარედგინა ბრალდება დანაშაულთათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით).
მაია რჩეულიშვილს წარედგინა ბრალდება დანაშაულთათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით);180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით).
რაც შეეხება კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელ ივანე ცაგურიას, რომელიც დაკავებულია, წარედგინა ბრალდება დანაშაულთათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25 ,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით (დახმარება თაღლითობაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (გაფლანგვა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით).
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემებით მაია რჩეულიშვილმა საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მობილიზებული თანხებიდან მიითვისა 1.065.159 აშშ დოლარი, რუსუდან კერვალიშვილმა კი 1.833.806 აშშ დოლარი და 185.069 ფუნტი სტერლინგი. გარდა ამისა, პროკურატურის ცნობით, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა მითითებული თანხის გარდა დამატებით ერთობლივად მიითვისეს - 2.023.202 აშშ დოლარი და 2.403.750 ლარი;
ჯამში, ოფიციალური ინფორმაციით, "ამხანაგობა 88"-ის მენაშენეთა მიერ გადახდილი თანხებიდან, რაც განკუთვნილი იყო ამხანაგობის ბინათმშენებლობისათვის (რომელიც უნდა დასრულებულიყო 2007 წელს), მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა უკანონოდ, სხვადახვა გზებით მიისაკუთრეს 11 მილიონზე მეტი ლარი, რის გამოც, შეუძლებელი გახდა ამხანაგობის წევრთათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობა.
This post has been edited by Geronti on 11 Jul 2013, 13:43