იშვიათად ვიმეორებ ნაწერს და აქ გავიმეორებ:
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გამოგზავნილია: 10 Jul 2013, 12:40 #37186014
ჭამა ოცნებამ ციხის კადრებით!
რატომ?
ყურადღება იქნა გადატანილი ციხის კადრებზე, როდესაც ფრონტის ხაზი გაყალბების მექანიზმების წინააღმდეგ იყო უკიდურესად გასაძლიერებელი და მკაცრად საკონტროლო.
ამ შემთხვევაში ნაცები 15%-საც ვერ აიღებდნენ და სწორედ ამ ციხის კადრების აჟიოტაჟში გააყალბეს ნაცებმა მაქსიმალურად 40%-მდე...
ესაა რეალობა!
თუ ბედუკაძემ მოიგო არჩევნები --- 1 თეთრის ფასიც აღარ ედება მალე ოცნების კოალიციას.
აბა ნაცებო! ---მოიძიეთ ახალი ბედუკაძე და გარანტირებული გგქონიათ ახალი ტრიუმფალური გამარჯვება!
რა დავაშავეთ მამა ღმერთო?
რითი ვერ მოვიშორეთ ეს წითელი სახადი სინდის- ნამუსის ცნობიერების აღსადგენად...
ქოსატყუილათა აკადემია-უნივერსიტეტი მაინც გახსენით და
დიპლომები მაინც გაეცით უშენძრეულესთა მაგისტრატურით...
გერბად კი ---კუდის, რქების და ჩლიქების კომბინაცია შუაში ეშვ-ხახაში ჩასმული ჩასისხლიანებული თვალით.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
და დავამატებ:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გამოგზავნილია: 10 Jul 2013, 14:24 #37187499
tenochtitlan
QUOTE
ისე ამ კადრების საქმე მართლა ძალიან საინტერესოა და აშკარად თავიდანვე
პოლიტმანიპულირებისთვის არის განკუთვნილი და არა წამების აღმოსაფხვრელად.
თან ისეა ყველაფერი გაკეთებული, რომ მხოლოდ ნაცების წინააღმდეგ კი
არ მუშაობს, ოცნების წინააღდეგაც დაიწყებს.
ვიღაცამ (შეიძლება ქვეყნის გარეთაც) ისეთი ჯოკერი შექმნა, რომ ყველა კარტს
( პარტიას) ჭრის. ამისგან ცდილობს ვგონებ ბიძინა ეხლა განთავისუფლებას,
მაგრამ ძნელი იქნება. ამისთვის საერთოდ ამ თამაშზე უარის თქმა იქნება საჭირო,
რომ ჯოკერმაც აზრი დაკარგოს.
....
ამიტომ გაემიჯნა ბიძინა ,,ბედუკაძის ხაფანგს!'' ---და ეს კარგია, დროულია!
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რა შეიძლება ითქვას ამ წუთას?
ეს:
,,წინა სისტემის დატოვება იგივეს თუ არა --- უარეს ,,ბედუკაძეებს'' წარმოშობს, რაც სახელმწიფო სისტემას სრულად უუნაროს გახდის მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისათვის.''
რაც შეეხება თავად ბედუკაძეს:
იგი იმსახურებდა ჯილდოსაც და სასჯელის მინიმუმს.
საჯაროდ მისი გმირად შერაცხვა არის სამარცხვინო მთელი ქვეყნისათვის, მაგრამ დასაფასებელია სისტემის საკონტროლოდ და დარღვევებისას სამხილებლად.
მზვერავი, ჯაშუში სახელმწიფოსათვის გმირია, თუ იგი შეასრულებს უდიდესი რისკის ფასად დავალებას.
მაგრამ მოწინააღმდეგისათვის იგი საშიში მტერია, რომელიც უნდა გაანადგუროს, ან თავის მხარეზე გადმოიყვანოს, გადმოიბიროს.
რეალობაა ორხელისუფლებიანობა და შესაბამისი მიდგომებიცაა ,,გმირისადმი''.
ერთი ქვეყნის ასე დაყოფა კარგიცაა და ცუდიც --- გააჩნია ვისთვის.
ამიტომ უნდა არსებობდეს დეპოლიტიზირებული, დამოუკიდებელი, უმკაცრესი ინსტრუქტაჟით აღჭურვილ-დაცული სახელმწიფო უშიშროების სისტემა, რომელიც
ნებისმიერი პარტიული ძალის სათავეში მოსვლისას აგრძელებს პატიოსნად თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს დამოუკიდებლად --- მიუხედავად პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებებისა.
ამ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობა მხოლოდ კონსტიტუციური სასამართლოს მეშვეობით უნდა მოხდეს და არავითარი ,,ბედუკაძეების'' გმირობანი არ დაიშვება საზოგადოდ --- სისტემურ და მნიშვნელოვან მხილებებს თავად დადებენ სრული მტკიცებებითურთ და გაუყალბებლად.
გაუყალბებლად იმიტომ რომ --- კონსტიტუციური პასუხისმგებლობა, სახელმწიფოებრივი შეგნება და ქვეყნის ერთგული სამსახურია მხოლოდ ამ სისტემაში ყოფნის
პროფესიონალური გარანტი.
,,ბატებმა ერთხელ რომი გადაარჩინეს!''