არსენალში დავდე ეს და აქაც დავდებ))
ორ ძველ პოსტს გადაწაწყდი ერთ ესპანურ საიტზე, აფხაზეთში მოგზაურობაზე, ორივე კაცები ესპანელები არიან, ერთმა სომხეთში მიწევს ცხოვრება დროებითო და აქედან გავიარე აფხზეთშიო და მეორემ სიმამრი მყავს აფხაზეთიდანო.
ეს იმის ნაწერებია სიმამრი რო ყავს აფხაზი, თავისი ნათესავების სახლში დაგვპატიჟაო. 2013 წლის აგვისტოს პოსტია:
გუდაუთაში, სოხუმში, რიწას ტბაზე ვიყავიო, კიდე სტალინის და გორბაჩოვის დაჩაზეო, ახალი ათონიც ნახა.
ველური სანაპიროები და მდინარეები აქვთო და მანქანის გზაზე ძროხები და ცხენები დადიანო.
ასე კარგა ხანია (ბავშობიდან) არ მოვდუნებულვარ და დამისვენიაო.
ქუჩებში ბევრი ნარკომნები არიანო და მანქანებით დადიანო როგორც ამერიკული ფილმების ზანგებიო.
20 და 30 გრადუსამდე იყო სიცხეო.
სურათები, გზა რიწას ტბამდე (დააწკაპუნეტ და გადიდდებიან და მერე კიდევ ერთხელ დააწკაპუნეთ):




რიწა და ახლომახლო ადგილები:



გუდაუთა:


მიუხედავად იმისა რომ ადგილობრივები აბსოლიტურად არ უვლიან სანაპიროსო, ყველანაირი ნაგავი ყრიაო: ბატინკები, პამპერსები, ბორბლები, მავთულები, შუშის ბოთლები, ძროხების განავალი და ასე შემდეგო, თვითონ ზღვის წყალი სუფთა და უნაკლოაო. ახლოს პატარა მდინარე ჩამოედინებაო მთიდანო, სადაც ზღვაში ბანაობის მერე წყლის გადავლება სამოთხესავითააო.
მიტოვებული სახლები გუდაუთაში:


ახალი ათონი:




გორბაჩოვის და სტალინის დაჩები:
გორბაჩოვის:








მეტ სურათებს ვეღარ ვდებ, ამ გვერდზეა სოხუმის სურათებიც:
http://www.forocoches.com/foro/showthread.php?t=3355161 მეორე გვერდზეცაა სურათები
პარლამენტის შენობა რომ დაიწვა მაგაზე დაწერა ეტყობა ნაგავ საყრელად ხმარობენო, იმიტო რო ნაგავითაა გავსებული
მიუხედავად მისი დაბერებული გარეგნობისა, ძალიან კარგი ადგილიაო თუ მოგზაურობა და თავგადასავლები მოგწონთო და გირჩევთ წასვლასო. ჩემი ერთ ერთი ყველაზე საუკეთესო არდადეგებიო.
ყველაზე საინტერესო მისი ბუნებააო, ტყეების სისუფთავე და სიწმინდეო. ჰაერი, სანაპიროები, მდინარეები და მთებიო.
მიწა ძალიან ნაყოფიერიაო: შეგიძლია ქუჩაში დადიოდე და ნებისმიერი ხილი მოწყვიტო ხიდანო...მაღაზიაში წასვლაც არ გჭირდებაო. სოფლებში ძროხები და ქათმები ყავთო და ბაღებიო სადაც თითქმის ყველაფრის მოსავალს იღებენო.
კუთხე/რეგიონი საკმაოდ ღარიბიაო და მოდერნიზება ჭირდებაო, სხვა ქვეყნებს რომ არ უღიარებიათ მაქედან გამომდინარე ეკონომიკას ვერ ანვითარებენო და რუსეთის გაგზავნილი ფულით/მოწყალებით ცხოვრობენო.
მიუხედავად ყველაფრისაო მათ აქვთ თავიანთი მთავრობაო, კანონები, სამინისტროები, მანქანის ნომრები, ვალუტა, ენა, ა.შ.
გაზრდა და განვითარება უნდათო, მაგრამ ფულის უკმარობის გამო არ შეუძლიათო.
აფხაზეთი კავკასიის რეგიონში ყველაზე წყნარი და უსაფრთხო ადგილიაო, მაგრამ მუხედავად ამისა არ არის მიზანშეწონილიო ღამით ფეხით სიარულიო, და ქალები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დადიოდნენ მარტოო.
რუსეთისგან განსხვავებით კარგი ქუჩები/გზებიაო და სასიამოვნოა მანქანით სიარულიო, მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთო იმიტომ რომ ადგილობრივები გიჟებივით ატარებენო, არავითარ ნიშნებსს არ იცავენო, და ბევრი ცხოველებიც დადიან გზაზეო (ძროხები/ხარები/ცხენები)
დასალევი ადგილები ან ფესტივალები არ არისო.
ხალხის დამოკიდებულება/ხასიათი ჩემი თვალსაზრისით ძალიან უბრალო და მორცხვი არისო.
ეს მეორე ტურისტის ნაწერები, 2013 წლის სექტემბერში:
ნახვა ღირსო.
ეს ქვეყანა რუსებმა ცნესო, უბრალოდ იმიტომ რომ რეგიონზე ისევ გავლენა ქონდეთო
ომის ნარჩენები აბსოლიტურად მთელ ქვეყანაში არისო.
აქ არის სურათები:
http://m.forocoches.com/foro/showthread.php?t=3400774რუსების ერთ ერთი მთავარი ტურისტული ადგილიაო და სავსეაო რუსებითო, რუბლს იყენებენ და შავი ზღვის ნაწილს აკონტროლებენო.
ამანაც ის დაწერა ღამით სიარული არ არის მიზანშეწონილიო, უთვალავი ქურდები არიანო თან იარაღებითო, ომის იარაღებითო. ქვეყანას მაფია მართავსო.
ხალხი ძალიან სტუმართმოყვარე იყოო.
ერთმა აფხაზმა გოგომ მომიყვაო რო 2018 წლიდან რუსეთი უფრო ნაკლებ ფულს მოგვცემსო.
ამ გოგომ მითხრაო რო მომავალში 100% დამოუკიდებლები ვერ ვიქნებითო და რუსეთს და საქართველოს შორის უნდა ავირჩიოთო.
სხვათა შორისო, მიუხედავად იმისა რომ რუსებმა ისინი "გაანთავისუფლესო" აფხაზების უმრავლესობას რუსები საკმაოდ სძულთო, მაგრამ ვერცერთი ვერ ბედავს ამის თქმასო.
ამ გვერდზე თავიდან გალის სურათებია და ქვემოთ სოხუმის
http://m.forocoches.com/foro/showthread.php?t=3400774&page=2გალში მე რომელ სახლშიც დავრჩიო ცხელი წყალი არ ქონდათო, არც დასალევი წყალიო, არც დუში, და ძალიან ცოტა ელექტროენერგია/დენი.
სოფელში (გალში) 80% ქალები იყვნენო და სამგლოვიაროდ ჩაცმულებიო.
სოფლებშიო თითქმის ყველა შენობა ნახევრად ჩამონგრეულიაო, დედაქალაქში ბევრი რესტავრირებული შენობებიაო.