2014 წლის 25 ივნისი- საპნის ბუშტების აქცია-პერფორმანსი
Published on Jun 25, 2014
დღეს 12 საათზე კულტურის სამინისტროსთან აქცია-ფერფორმანსი "საპნის ბუშტები" გაიმართა,
რომლის მონაწილეების აზრით, კულტურის სამინისტროს პოლიტიკა საპნის ბუშტების მსგავსად,
ბუტაფორიული და უშინაარსოა.






2014.06.25
საპნის ბუშტები კულტურის სამინისტროსთვის
მიშა მეფარიშვილი
http://www.netgazeti.ge/GE/105/culture/33081/.htmდღეს, 12 საათზე კულტურის სამინისტროსთან აქცია-ფერფორმანსი "საპნის ბუშტები" გაიმართა, რომლის მონაწილეების აზრით, კულტურის სამინისტროს პოლიტიკა საპნის ბუშტების მსგავსად ბუტაფორიული და უშინაარსოა.
აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორების თქმით, კულტურის სამინისტროს ქმედებები კულტურასთან დაკავშირებით საპნის ბუშტების ქმედებას ჰგავს.
"სამინსტროში, ისევე, როგორც საპნის ბუშტში, მხოლოდ დასაწყისია მომხიბვლელი. ისევე, როგორც ბავშვი, რომელიც პირველად ხედავს საპნის ბუშტებს და რჩება იმედგაცრუებული მათი დღემოკლობით, ასევე კულტურის სამინისტროს დღევანდელი შემადგენლობა, რომელზეც კულტურის სფეროს თითქმის ყველა მოღვაწე დიდ იმედს ამყარებდა, იმედგაცრუებულს გვტოვებს", - ამბობენ ისინი.
აქციის მონაწილე ვლას ვაწაძე ამბობს, რომ იმედგაცრუებულია კულტურის სამინისტროსგ მუშაობით, რადგან უწყება ვერ იცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. მან მაგალითად მოიყვანა საყდრისის მაღარო.
"ილუზია, რომელიც შეგვიქმნა კულტურის სამინისტრომ დასაწყისში, საპნის ბუშტივით გასკდა. ადამიანები, რომელბიც აქ სხედან და ხელს უწყობენ კულტურული მემკვიდროების ძეგლების დანგრევას, მათი კარიერა ისევე გასკდება, როგორც ეს საპნის ბუშტი", - ამბობს ვაწაძე.
აქციის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ კულტურის სამინისტრო უნდა იყოს მდრგადი სამინისტრო, ემსახურებოდეს საქართველოს კულტურას, ხელს უწყობდეს მის შემდგომ განვითარებას და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, პოპულარიზაციას, და არ უნდა დაემსგავსოს საპნის ბუშტს, რომელსაც სხვა მართავს.
http://greenalt.org/publications/%E1%83%9B...83%9A%E1%83%90/მადნეული კანონზე მაღლა
............................
საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის სამეცნიერო ჯგუფი გერმანელ კოლეგებთან
ერთად 2004 წლიდან აწარმოებს17 მსოფლიოში უძველესი ოქროს წარმოების კერის, მაღაროებისა და
სამთოელთა დასახლების კვლევას საყდრისსა და ბალიჭი-ძეძვების ნამოსახლარზე, რომელიც ბოლნისის
რაიონში მდებარეობს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიკველეული უძველესი ოქროს მაღაროები
და მოპოვებული 10000-მდე ქვის ურო და სამუშაო იარაღი ადასტურებს, რომ საყდრისში ოქროს მოპოვება
ხელით, სამთო წესით ხდებოდა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვებ-გვერდზე განთავსებულის ინფორმაციის თანახმად, „თავისი
ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობით საყდრისის ოქროს წარმოების კერა უძველესია მსოფლიოში. მისი
მნიშვნელობა საქართველოს ფარგლებს სცილდება და კავკასიის, მსოფლიოს უძველეს ცივილიზაციებთან
კულტურულ-ეკონომიკურ კონტაქტებს ასახავს“18.
საყდრისში აღმოჩენილ ოქროს მაღაროებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
მინისტრის 2006 წლის 30 მარტს გამოცემული ბრძანებით19 კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის N665 ბრძანებულებით კი, საყდრისის უძველესი ოქროს
სამთამადნო მრეწველობის ძეგლს (ძვ.წ.აღ. 3018-2929 წწ.) ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის
უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
წლების განმავლობაში საყდრისის უძველესი სამთამადნო მაღაროს აღმოჩენა მადნეულისა და კვარციტის
სიამაყის საგანი იყო. კომპანიები გარემოს დაცვის სამინისტროსათვის წარდგენილ ანგარიშებში წლების
განმავლობაში მიუთითებდნენ ძეგლის ღირებულებასა და აღმოჩენის ფასეულობაზე ქვეყნისათვის. კომპანია
“RMG GOLD”-ის ვებ-გვერდზე21 კი, 2013 წლის აგვისტომდე განთავსებული იყო შემდეგი ინფორმაცია: „2004-
2007 წწ მცირე კავკასიონზე, საქართველოს სამხრეთ პროვინცია ქვემო ქართლში, ადგილ საყდრისის სენსეაციურმა აღმოჩენამ საქართველო იმ უძველესი ოქროს მწარმოებელი წვეყნის გვერდით დააყენა,
როგორც ეგვიპტეა, სადაც მადნეული ოქროს მოპოვება სამთო წესით ხდებოდა. თუკი აქამდე ცნობილი
იყო, რომ ბრინჯაოს ხანის ადრეული პერიოდი ოქროს მოპოვება რეცხვით იწარმოებოდა, ახლა უკვე ცხადი
გახდა, რომ ძვ. წ. III ათასწ. დასაწყისში ოქროს მოპოვების ტექმონოლოგიაში უფრო შრომატევადი პროცესი
ფიქსირდება, ვიდრე მდინარეში მისი რეცხვაა. დღევანდელი არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე
საქართველოში ოქროს მოპოვება პირდაპირ სამთო წესით დაიწყო. ამდენად ცოდნა იმისა, თუ როგორ და რა
მეთოდებით შეიძლებოდა ძვ.წ. IV- III ათასწ. მიჯნაზე, ოქროს შემცველი ძარღვის პოვნა და მისი მოპოვება,
ამყარებს მოსაზრებას, რომ უძველესი სამთოელები უკვე IV ათასწლეულში სრულად ფლობდნენ ოქროს
წარმოების რთულ ტექნოლოგიებს...“. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიის ძეგლის მიმართ დამოკიდებულება
რადიკალურად შეიცვალა 2013 წელს.
ოქროს ძებნაში ნაპოვნი შხამი
ავტორი: ცირა გვასალია
http://www.mzera.tv/news-headline-2/179-shkhamiგერმანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ბოლნისში მოყვანილი საკვები პროდუქტები მძიმე ლითნებითაა დაბინძურებული. კვლევის თანახმად, მძიმე ლითონები საკვებ ჯაჭვში ნიადაგიდან გადადის.
ჯახიდ მუსაევი ე.წ. ნავთლუღის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზარში ყოველ წელს 3 ტონაზე მეტ კარტოფილს, კიტრს, ლობიოს, წიწაკას და საკუთარ ეზოში მოყვანილ სხვა ბოსტნეულს ყიდის.
ჯახიდი ბოლნისის რაიონის სოფელ ცურტავიდანაა. ის ბოსტნეულს ყოველდღე ტომრებში ყრის, თეთრი სამარშრუტო ტაქსის საბარგულშიაწყობს და მეუღლესთან ერთად, ნავთლუღის ბაზარში გასაყიდადმიაქვს.
პროდუქცია, რომელსაც ჯახიდი ბაზარზე ყიდის, დაბინძურებულია და ჯანმრთელობისთვის საშიში. თუმცა, მან ამის შესახებ არ იცის. ინფორმაცია არ აქვს არცბოსტნეულის პოტენციურ მყიდველს.
2012 წლის აგვისტოს, გერმანელმა მეცნიერებმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. 3 წლის მუშაობის შემდეგ, მათ დაამტკიცეს, რომ მძიმე ლითონებით დაბინძურებულ ნიადაგზე მოყვანილი ერთწლიანი კულტურებიც დაბინძურებულია - მძიმე ლითონები ნიადაგიდან საკვებ ჯაჭვში გადადის.
ბოლნისით გერმანელი ნიადაგმცოდნე პიტერ ფელიქს-ჰენინგსენი 1999 წელს დაინტერესდა. ის ქართველი კოლეგის, თენგიზ ურუშაძის რჩევით, იმავე წელს საქართველოში ჩამოვიდა და ბოლნისი მოინახულა.
სასოფლო-სამეურნეო ნიადაგის პირველმა სინჯებმა აჩვენა, რომ ნიადაგი მძიმე ლითონებით - სპილენძით, თუთიითა და კადმიუმით - იყო დაბინძურებული.
„პირველი შედეგების შემდეგ დავეჭვდით, ხომ არ გადადიოდა დაბინძურება ნიადაგიდან საკვებ ჯაჭვში“, - ამბობს პიტერ ფელიქს-ჰენინგსენი, ჯუსტუს-ლიბიხის უნივერსიტეტის პროფესორი. - „ფოლკსვაგენის“ ფონდისგან 3-წლიანი კვლევისთვის საჭირო დაფინასების მოპოვების შემდეგ, გერმანელი მეცნიერები ბოლნისის სოფლების ბაღჩებში ხილის, ბოსტნეულისა და ნიადაგების სინჯებს იღებდნენ. საერთო ჯამში, სინჯები ბოლნისის რაიონის 111 სხვადასხვა ნაკვეთიდან: 29 ყანიდან, 49 ბოსტნიდან და 33 ხეხილის ბაღიდან აიღეს.
3 წლის შემდეგ პიტერ ფელიქს-ჰენინგსენის ვარაუდი მეცნიერულად დადასტურდა - მძიმე ლითონებინიადაგიდან საკვებ ჯაჭვში ნამდვილად გადადის.
ბოლნისის რაიონი, რომელიც თბილისიდან დაახლოებით 80 კილომეტრითაა დაშორებული, მშრალი ამინდებით გამოირჩევა. მშრალი კლიმატის გამო, გლეხებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვა უწევთ. მოსარწყავად მდინარე მაშავერას წყალს იყენებენ.მდინარეში დაბინძურება ძვირფასი ლითონების მომპოვებელი საწარმო „მადნეულიდან“ ხვდება. კვლევა დაბინძურების წყაროდ სწორედ ამ საწარმოს ასახელებს.
„მდინარე დაბინძურებულია ახლომდებარე ოქროსა და სპილენძის საბადოს ღია კარიერისგან. მეცნიერებისთვის ნათელია, რომ დაბინძურებული წყლით რწყვის შედეგად, ნიადაგი წლების განმავლობაში ბინძურდებოდა და ახლა საკვებ ჯაჭვშიც გადავიდა”, - ნათქვამია კვლევაში.
დაბინძურებას ყველაზე მეტად ფოთლოვანი ბოსტნეული იღებს. ბოლნისში მოყვანილ ისპანახში მეციერებმა დიდი რაოდენობით კადმიუმი აღმოაჩინეს.
კადმიუმით დაბინძურების სადემონსტრაციოდ მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს.
ისპანახი მიწის სამ სხვადახვა მონაკვეთზე დათესეს. სამივე ნაკვეთზე მძიმე ლითონების კონცენტრაცია სხვადასხვა იყო. პირველ და მეორე მიწის ნაკვეთზე, სადაც ნიადაგი სპილენძით, თუთიითა და კადმიუმით იყო გაჯერებული, ისპანახმა მეტი რაოდენობის დაბინძურება აითვისა და ფოთლებიც უფრო დაუყვითლდა. მესამე ნაკვეთზე კი, ისპანახი საგრძნობლად კარგად ხარობდა და კადმიუმის შემადგენლობაც ნაკლებად შეითვისა, ვიდრე ორ დანარჩენ ნაკვეთზე.
“ასე დაბინძურებული კომბოსტო, სალათის ფოთლები და ისპანახი ევროკავშირის ქვეყნებში არ გაიყიდებოდა”, – ნათქვამია კვლევაში. – „გერმანიაში კი ასეთ დაბინძურებულ ნიადაგზე საერთოდ აიკრძალებოდა მოსავლის მოყვანა.”
მძიმე ლითონებს ნიდაგიდან ადვილად შთანთქავენ სხვა კულტურებიც: კარტოფილი, პომიდორი, ლობიო, სიმინდი, წიწაკა, ყურძენი, ხილი - პროდუქცია, რომელიც ბოლნისში მოჰყავთ და მთელ საქართველოში იყიდება.
კადმიუმის და სხვა მძიმე ლითონების შემადგენლობა ხილსა თუ ბოსტნეულში ყველაზე მაღალი იყო იმ ადგილებზე, სადაც ნიადაგი დაბინძურებული მაშავერათი ირწყვებოდა. იმ ბაღებში, სადაც მიწა სუფთა წყლით ირწყვებოდა, კადმიუმის შემადგენლობა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას არ აღემატებოდა.
არც საქართველოს სტატისტიკის ბიუროს და არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ტონა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი გადის ყოველ წელს ბოლნისის რაიონიდან დანარჩენ საქართველოში და სად იყიდება იქ მოყვანილი პროდუქტი.
ერთ-ერთი ადგილი, სადაც ბოლნისში მოყვანილი პროდუქტი იყიდება, თბილისის “ნავთლუღის” ბაზარია.
იასამან ნოვრუზოვა 3 წელია, “ნავთლუღის”ბაზარში მწვანილს ყიდის. ის ამბობს, რომ “ნავთლუღის” ბაზრის პროდუქციის თითქმის 70 პროცენტი ბოლნისიდან მოდის.
ბაზრის სხვა გამყიდველების თქმით, თბილისის გარდა, ბოლნისის ნაწარმი ბათუმში, ქუთაისში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც იყიდება.
ბოლნისის საძოვრების დაბინძურება
მდინარე მაშავერა ახლომახლო ტერიტორიას წელიწადში რამდენჯერმე ტბორავს. ამ დროს, მძიმე ლითონებით დაბინძურებული წყალი ბალახებში ილექება და გროვდება. ბოლნისელები მდინარის პირას საქონელს აძოვებენ. კვლევაში ნათქვამია, რომ მძიმე ლითონების გადატანის საფრთხე არსებობს საქონლის რძესა და ხორცშიც.
სანამ გასაყიდად წაიღებს, ადგილობრივი მოსახლეობა ხილ–ბოსტნეულს მდინარე მაშავერას წყლით რეცხავს. კვლევის თანახმად კი, ერთწლიანი კულტურები – ლობიო, პომიდორი, კიტრი, წიწაკა, ისპანახი – მძიმე ლითონებს ზედაპირიდანაც შთანთქავს.
„მაშავერასთან მცხოვრებ მოსახლეობას უნდა უთხრან, რომ დაბინძურებულ მდინარეში არ იბანაონ, მდინარის ან არხის წყალი სასმელად და სარეცხად არ გამოიყენონ და შიგ არც ხილ-ბოსტნეული უნდა გარეცხონ“, - ნათქვამია კვლევაში. – „ვეტერინარებმა კი უნდა გამოიკვლიონ საძოვრებიდან რძესა და ხორცში მძიმე ლითონებიც გადაცემის საკითხი.“
საერთო ჯამში, გამოკვლეული ნიადაგების 60%-ში, მდინარე მაშავერას ორივე სანაპიროზე, მძიმე ლითონების კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას აღემატება.
ჯანდაცვის პრობლემები
დაბინძურებული საკვების ხანგრძლივად გამოყენების შემდეგ, მძიმე ლითონები შეიძლება ადამიანის ორგანიზმში დაგროვდეს.
ძვალი, ღვიძლი, ელენთა - მიკროელემენტები, ძირითადად, ამ ორგანოებში გროვდება. ასევე შესაძლებელია დაგროვდეს თავის ტვინშიც.
კვლევის შედეგად საკვებ პროდუქტში აღმოჩენილი მიკროელემენტები - სპილენძი, თუთია და კადმიუმი - ბუნებრივი კონცენტრაციით ისედაც არსებობს ადამიანის ორგანიზმში. პრობლემა მაშინ იქმნება, როცა მძიმე ლითონებით დაბინძურებული საკვების ხანგრძლივად მიღების შედეგად, ორგანიზმში მიკროელემენტები გროვდება და საშიშ კონცენტრაციას აღწევს.
„ორგანიზმში მიკროელემენტების დიდი რაოდენობით დაგროვება ბიოქიმიური პროცესების შეცვლას იწვევს, რამაც მთელი რიგი პათოლოგიური მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს“, - ამბობს ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერია. –„ბავშვთა, მოხუცების და ავადმყოფების ორგანიზმში კი პროცესები უფრო სწრაფად მიმდინარეობს.”
ღვინერიას თქმით, ერთ-ერთი შედეგი, რომელსაც ორგანიზმში მძიმე ლითონების დაგროვება იწვევს, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შეცვლაა. პათოლოგიები ბავშვებში, მკვდრადშობადობა - რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცვლის ერთ-ერთი შედეგია.
ღვინერიას თქმით, ბოლნისის რაიონში ავადობა გამოსაკვლევია.
კვლევაზე ინფორმაციის გავრცელება
კვლევის ჯგუფი ღია წერილს მოამზადებს საქართველოს პარლამენტისთვის და მას კვლევის შედეგებს გააცნობს.
კვლევის პროექტის წარმომადგენელი საქართველოში, ბესიკ კალანდაძე ამბობს, რომ წერილი მას შემდეგ გადაეცემა პარლამენტს, რაც დეტალები კვლევის ხელმძღვანელთან - პიტერ ფელიქს-ჰენინგსენთან, ოქტომბერში შეთანხმდება.
კვლევის შედეგები ჯერ არც ერთი სახელმწიფო უწყებებისთვის არ გადაუციათ.
კვლევის შესახებ არც საქართველოს გარემოს დაცვისა დაბუნებრივი რესურსების კომიტეტში იციან.
„თქვენგან გავიგე“, - გვეუბნება პარლამენტის კომიტეტის თავჯმდომარის მოადგილე ზაალ გამცემლიძე.
„წარმოდგენა არ მაქვს ამ კვლევაზე“, - ამბობს ნოდარ საბიაშვილი, ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე.
კვლევაზე არც ნავთლუღის ბაზარში იციან.
6 წელია, რაც ლერი ჯავახაძე ბოლნისიდან, კერძოდ კი სოფელ ჩაპალედან, ჩამოტანილ პომიდორს ყიდის. სეზონზე დაახლოებით 600-700 ტონა პომიდორი ეყიდება.
ქვემო ბოლნისელი ორიჯოვა პასტანიანი “ნავთლუღში” სეზონზე 300 კილოგრამამდე კიტრს, პომიდორს, ლობიოსა და წიწაკას ყიდის.
ბოლნისელი გლეხებისთვის სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის გაყიდვა შემოსავლის ძირითადი წყაროა. კვლევის შედეგებზე სწუხან, თუმცა, თავის რჩენის სხვა გზას ვერ ხედავენ.
„გაყიდვა რომ შევწყვიტო, ცოლ-შვილი შიმშილით დამეხოცება“, - ამბობს ბოლნისელი ბესო გულიაშვილი, რომელიც “ნავთლუღის” ბაზარში კარტოფილს, მწვანე წიწაკასა და პომიდორს ყიდის.
გამოსავალი
კვლევაში მოცემულია რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადგილობრივი ფერმერები.
„ჯობია, ფერმერებმა და მებაღეებმა დაბინძურებულ ნიადაგზე არ მოიყვანონ არც ფოთლოვანი კულტურები (კომბოსტო, ისპანახი)და არც სხვა ერთწლიანი კულტურები,“ ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევის მიხედვით, დაბინძურებული ნიადაგების სრულად გაწმენდა შეუძლებელია. შეიძლება მძიმე ლითონების ფიქსაცია ისე, რომ მცენარეებმა მიკროელემენტები სულ უფრო და უფრო მცირე რაოდენობით აითვისონ.
გერმანელმა მეცნიერებმა გამოსავალს მიაგნეს. მძიმე ლითონებით დაბინძურებულ ნიადაგს რკინის ფხვნილს აყრიან. ფხვნილი მძიმე ლითონებს ნიადაგში აჩერებს - აფიქსირებს და მცენარეში მისი ათვისების შანსი მცირდება.
მძიმე ლითონებით დაბინძურებული ნიადაგის რკინის ფხვნილით გაჯერება ძვირი პროცედურაა. კვლების ხელმძღვანელს, პიტერ ფელიქს-ჰენინგსენს მიაჩნია, რომ ფერმერები ამას საკუთარი ხარჯებით ვერ გასწვდებიან.
კვლევის თანახმად, დაბინძურება დღესაც გრძელდება და პრობლემის გადასაწყვეტად, სახელმწიფო არც პოლიტკურ და არც ეკონომიკურ ზომებს არ იღებს.
„ხალხის დასაცავად ზომები სასწრაფოდ უნდა მიიღონ“, - ნათქვამია კვლევის დასასრულს.
მიმაგრებული სურათი