გუშინ შედგა საინტერესო შეხვედრა არქეოლოგების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი
კომიტეტის წევრების, კომპანია რმჯ-ის და მისი ადვოკატის - არჩილ კბილაშვილის მონაწილეობით. დღის წესრიგში შედიოდა საყდრისის ბორცვის
მონახულება, პრეზენტაცია საწარმოში. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა გვირაბის დათვალიერება ქალბატონ ირინე ღამბაშიძესთან ერთად,
რადგანაც მისთვის ყოველი ქვა და ნაპრალი ნაცნობია, მის მიერ ჩატარებული სამუშაოა.
რაც შეეხება პრეზენტაციას - არ დავიწყებ დაწვრილებით მოყოლას, უბრალოდ ვიტყვი, რომ წარმოდგენილ იქნა სამი პრეზენტაცია,
რომელიც შეეხებოდა გეოლოგიურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ ასპექტებს. ვიტყვი მხოლოდ, რომ ამ პრეზენტაციებმა ბევრი კითხვა გამოიწვიეს
და საკმაოდ მწვავე დისკუსია წარიმართა. გამოიკვეთა შემდეგი - კომპანია დამოკიდებულია ოქროს მოპოვებაზე, მაგრამ დღევანდელი
არსებული სიტუაციის მიხედვით ეს ოქრო მხოლოდ საყდრისშია და მის გარეშე კომპანია ვერაფერს შეძლებს. ეს არის ის მომენტი,
რაზედაც ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ძეგლი უნდა შენარჩუნდეს. იყო მცდელობა გამოსავლის ძიებისა,
რაც ორივე მხრიდან იქნა გამოხატული, მაგრამ საყდრისის შენარჩუნება - არის აუცილებელი ფაქტორი. რა თქმა უნდა ეს ორი პოზიცია
ერთმანეთის გამომრიცხველია, მაგრამ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ორივე მხარემ დაინახა ართმანეთი და მოუსმინა მას.
დავამატებ ბ-ნი კბილაშვილის პოზიციას, რომელიც აშკარად ცდილობს საქმე შეაფასოს ყველა კუთხით და სასიკეთო გამოსავლის იმედი აქვს.
აქვე გთავაზობთ ამ ღონისძიების ამსახველ კადრებს.


საყდრისში "პატრიოტთა ალეანსისა" და "ობიექტივის" წარმომადგენლები - 24 ივლისი, 2014 წელი







კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ საკომიტეტო მოსმენაზე პასუხი გასცა კულტურის ძეგლის - საყდრისის შესახებ დასმულ შეკითხვას / 25.07.2014
https://www.facebook.com/photo.php?v=102010...&type=2&theaterhttp://www.netgazeti.ge/GE/105/News/34157/.htm2014.07.25
გიორგაძე საყდრისზე: მნიშვნელოვანია როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ისე - ინვესტიციები
პარლამენტი,
გივი ავალიანი
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ გიორგაძე საყდრისთან დაკავშირებით აცხადებს,
რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ინვესტიციები.
მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ სასწორზე მძიმე წონიანი თემები დევს და მას დრო დაჭირდება საკითხის კომპეტენტური და
სერიოზული კომენტირებისთვის:
"როგორც მოქალაქემ და არა როგორც მინისტრობის კანდიდატმა შემიძლია გამოვხატო ჩემი პოზიცია. ერთის მხრივ, ძალიან კარგად მესმის,
თუ რამდენად მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მეორეს მხრივ, ასევე რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის
ინვესტიციები და გარდა ამისა, ძალიან მტკივნეული სოციალური საკითხი დგას, დაახლოებით სამი ათასამდე მომუშავე პერსონალია,
ამ ციფრების უკან ცოცხალი ადამიანები დგანან, მათი ოჯახები, ეს საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია.
ვხვდები თუ რამდენად მძიმე წონიანი თემები დევს სასწორზე და იმისთვის, რომ უფრო კონკრეტული, კომპეტენტური, სერიოზული პასუხი გაგცეთ ამ თემაზე, ცხადია, გარკვეული დრო დამჭირდება ამ საკითხში გარკვევისთვის."
ისევ ღიღინებენ 3000 მუშის სოციალურ მდგომარეობაზე?
ტყუილია ეს! არანაირი 3000 მუშა არ მუშაობს იმ კომპანიაში.
3000 კაცი კაზრეთში არ ცხოვრობს.
თუ მართლა სოციალური მდგომარეობა აწუხებთ მიხედონ იმ ციანიდებს - ხალხს რომ წამლავენ ღია წესით.
კულტურის მინისტრი უნდა იცავდეს კულტურულ ძეგლს და არაა მაგის საქმე სოციალური პრობლემები.
მაგ საკითხებს სხვა სამინისტრო მიხედავს.
Published on Jun 20, 2014
"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონში ცვლილების შესახებ:
"განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავრობა კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს სტატუსს მოუხსნის. ცვლილება "კულტურული მემკვიდრეობის
შესახებ" კანონში შედის. პროექტის ინიციატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. ახალი კანონის თანახმად,
განსაკუთრებულ შემთხვევაში სტატუსის მოხსნის საკითხი დასაბუთებული და
შეთანხმებული უნდა იყოს კულტურის სამინისტროსთან. ძეგლის სტატუსის მოხსნა არ ვრცელდება ეროვნული კატეგორიისა
და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ძეგლებზე." ნოემბერი 2013 წ.
"საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის" არქივი.
აი უკვე პირველი "მერცხლები" - დაიწყო ძეგლების ნგრევა!