katokato - ისე არ მოხდეს, საკუთარი პირით ამბობდე, რურუა მერჩივნა ამათო...

ჯერ კომისიას არ უმუშავია, ეს მისი შექმნის ბრძანებაა, მაგრამ ბრძანების ტექსტში უკვე წერია, რომ სტატუსის მინიჭების დოკუმენტაცია უნდა იყოს შესწავლილი (ანუ წინასწარ ეჭვის ქვეშ დგება სტატუსი) და მეორე - უკვე საუბარია მის გადატანაზე - ესე იგი წინასწარ, სანამ კომისია შეიკრიბა, მას უკვე საბადოს გადატანის დავალება აქვს, რაც სწორედ იმ ტერიტორიის პატრონების ერთ-ერთი სურვილია.

მინისტრ მირიანე ოდიშარიას ბრძანება საყდრისთან დაკავშირებით კომისიის შექმნის თაობაზე. თვალშისაცემია, რომ ტექსტში უკვე ჩადებულია კომისიისთვის მითითება, თუ რა რეკომენდაცია უნდა მისცეს, მიქციეთ ყურადღება - ძეგლის სტატუსის მინიჭების დოკუმენტაციის შესწავლის და მისი გადატანისთის საჭირო რეკომენდაციები (sic!). ანუ სხვა სიტყვებით, ბრძანებაში ჩადებულია კომისიისთვის ნათელი ბრძენება - ჩამოერთვას ძეგლის სტატუსი და მერე რაღაც გაუგებარ გადატანაზეა საუბარი. გაგიგიათ გადატანილი მაღარო. მე არ გამიგია.

განცხადება
16/07/2013
კომპანია “RMG”-ის 2013 წლის 26 აპრილის №034/13 განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის ინიცირებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის №03/82 ბრძანებით შეიქმნა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია“, რომელსაც დაევალა აღნიშნული ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების დოკუმენტაციის შესწავლა.
კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც იყო 11 მაღალი კვალიფიკაციის მქონე სხვადასხვა დარგის სპეციალისტი, 35 დღიანი მუშაობის შედეგად დაადგინა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ და „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ (1999-2007) საქართველოს კანონის დარღვევით ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო მხოლოდ იმ მოტივით, რომ 1999 წლის 25 ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი ”კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ”, რომლის 77-ე მუხლის მიხედვით ძალადაკარგულად გამოცხადდა მანამდე მოქმედი საქართველოს სსრ 1977 წლის კანონი ”ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ”, რის შედეგადაც, „ნორმატიული აქტების შესახებ” 1996 წლის საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, ძალადაკარგულად ჩაითვალა ყველა ის კანონქვედებარე აქტი, რომელთა გამოცემაც მოხდა 1977 წლის „ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ” საქართველოს სსრ კანონის საფუძველზე, მათ შორის ის აქტები, რომელთა მიხედვითაც კონკრეტული ობიექტები გამოცხადდნენ ისტორიისა და კულტურის ძეგლებად.
იმის გამო, რომ ზემოაღნიშნულ ძველ სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ობიექტებს არ ჰქონდათ დაკარგული კულტურული ღირებულება, „საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის „ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ” მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანებით მათ მიენიჭათ (პრაქტიკულად აღუდგათ) კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი ამავე ბრძანების დანართში მოყვანილი ნუსხის მიხედვით. მათ შორის აღმოჩნდა აგრეთვე ბოლნისის რაიონის ობიექტების ნუსხაში მითითებული ობიექტი – საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროც, თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბრძანების გამოცემის მომენტისათვის ხსენებული ობიექტი არცერთ ზემოაღნიშნულ (ძველ) სამართლებრივ აქტში არ იყო აღნუსხული როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. შესაბამისად „საყდრისი-ყაჩარიანის უძველესი ოქროს მაღარო” სამართლებრივად არ უნდა მოხვედრილიყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 30.03.2006წ. #3/133 ბრძანების დანართში, რადგანაც არ წარმოადგენდა მისი რეგულირების საგანს და ამდენად იგი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იქნა შეტანილი ზემოხსენებულ სამართლებრივ აქტში.
აღნიშნული ქმედება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის („5. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ ჰქონდა თავისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს“) და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევაა („2. დაუშვებელია ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არაა გამოკლვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“).
ასევე დარღვეულია იმ დროს მოქმედი „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც გულისხმობს, რომ ძეგლის სტატუსი უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს უნდა მინიჭებოდა მხოლოდ კომისიის დასკვნის საფუძველზე, რაც არ განხორციელებულა. სამინისტროში არ მოიძებნა არც ერთი დოკუმენტი, რომელიც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო არქეოლოგიური ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველი.
საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლის, კერძოდ უძველესი ოქროს მაღაროს არსებობის მეცნიერული დასაბუთება, არქეოლოგიური კუთხით, შეიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს და არ არის დამაჯერებელი. არგუმენტები და ფაქტობრივი მასალა, რაც კომისიას წარედგინა ანგარიშებისა და დასკვნების სახით, ვერ ადასტურებს ოქროს უძველესი და უნიკალური მაღაროს არსებობას.
კომისიის სხდომებზე წარდგენილი იქნა გეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, მეტალურგიული, და მასალათა გამძლეობის დასკვნები, რომელთა მსგავსი შინაარსიდან გამომდინარე მიჩნეულ იქნა, რომ გეოლოგიური კუთხით, პრეისტორიულ პერიოდში ოქროს მოპოვება საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბანზე არ დასტურდება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ს.ს.ი.პ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ადგილზე სიტუაციის შესწავლის შედეგად მიღებული დასკვნის შესაბამისად, საყდრისის ტერიტორიაზე დაწყებული მადნის მოპოვებითი სამუშაოების შეწყვეტა უპირობოდ გამოიწვევს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების არაკონტროლირებად ეფექტებს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, 2013 წლის 5 ივლისს, გამოცემული იქნა №03/108 ბრძანება, რომელიც გულისხმობს არქეოლოგიური ობიექტისათვის კანონის დარღვევით მინიჭებული ძეგლის სტატუსის ბათილად ცნობას.
ამავე ბრძანების საფუძველზე, დაიწყო მუშაობა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მუზეუმის აშენების საკითხზე, სადაც განთავსდება საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე მოპოვებული კულტურული ღირებულების მქონე არტეფაქტები.
„საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის“ ტერიტორია ინარჩუნებს არქეოლოგიური დაცვის ზონის სტატუსს, შესაბამისად, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „არქეოლოგიური დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, განადგურებას, მისი აღქმის გაუარესებას ან ხელს შეუშლის მასზე სრულფასოვანი მეცნიერული კვლევის ჩატარებას“. აქედან გამომდინარე, არქეოლოგიური სამუშაოების დასრულებამდე და არქეოლოგიური დაცვის ზონის არსებობის პირობებში, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის უსაფრთხოება კანონით არის სრულყოფილად დაცული.
http://www.culture.gov.ge/topicdetals-1.7405.html