https://www.facebook.com/gnarimanishvili/po...672842272754179ტელეეთერში (რუსთავი-2) ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ახალმა დირექტორმა, ბატონმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, რომ საყდრისის უძველესი მაღაროს თაობაზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა და უახლოეს ხანში მიიღებენ ობიექტურ გადაწყვეტილებას.
ბატონო ნიკოლოზ! სიჩქარემ რაც მოიტანა ყველამ ვნახეთ და გთხოვთ იგივე შეცდომა არ დაუშვათ. 11 კაციანი კომისიის დასკვნამ არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობა აზარალა, არამედ ქვეყნის სახეს ჩრდილი მიაყენა საერთაშორისო მასშტაბით.
საქმის ობიექტურად გადაწყვეტისათვის შესაბამისი რესურსია საჭირო, რასაც მე პირადად ვერ ვხედავ. არც ახალი გარემოებები გვაქვს. მაინტერესებს რას უნდა დაეყრდნოთ გადაწყვეტილების მიღებისას, დღეისათვის ხომ ყველაფერია ნათქვამი ორივე მხარის მიერ. რაც მთავარია არ წყდება შერაცხმყოფელი გამონათქვამები ერთ-ერთი მხარის მიერ, რაც სულაც არ ქმნის ხელსაყრელ ფონს.
გირჩევთ მოიწვიოთ საერთაშორისო ექსპერტები. რამდენადაც მე ვიცი გერმანიის მხარემ კულტურის სამინისტროს შესთავაზა უცხოელთა კანდიდატურები. გერმანელები ამ კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. მე გირჩევთ, რომ გერმანიის მხარეს შესთავაზოთ საერთაშორისო კომისიის შემადგენლობაში შესვალა. თუ ისინი თანახმა იქნებიან ასეთ სამუშაობში მოავლინ თავისი წარმომადგენლები, მაშინ ქართულმა მხარემაც უნდა მიიღოს მონაწილეობა.
http://www.gurianews.com/2013-08-24-19-55-...3%E1%83%90.htmlბოლნისში მდინარის დაბინძურება "RMG-გოლდის" საწარმოდან მოხდა

ცისანა შერგილაშვილი 27 თებერვალი 2014 20:40:22
კომპანია "RMG-გოლდმა" ბოლნისში მდინარე მაშავერაზე თევზების დაღუპვის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურა რომ მდინარეში მოწამლული წყლის გაშვება მათი მიზეზით მოხდა.
"იმის გამო, რომ საწარმოს შესასვლელი ბლოკირებულია და კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც არ უერთდებიან უკანონო აქციას და არ ეძლევათ საშუალება განახორციელონ მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები, რაიონი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დადგა.
მოსალოდნელ ეკოლოგიურ რისკებთან დაკავშირებით 25 თებერვალს კომპანიამ მოაწყო საგანგებო პრესკონფერენცია, ხოლო 26 თებერვალს წერილობით მიმართა საქართველოს მთავრობას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს.
იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოს საქმიანობის პარალიზება პირდაპირ კავშირშია გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებასთან, მოხდა სამწუხარო ინციდენტი. კერძოდ, რეზერვუარის გადავსებამ გამოიწვია გარკვეული რაოდენობის დაბინძურებული წყლის ავარიულად ჩაშვება მდინარე კაზრეთულაში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ თავად ვაცნობეთ გარემოს დაცვის საზედამხედველო ორგანოებს. ამ ეტაპზე კომპანიის ეკოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გარემოს დაცვის ინსპექცია სწავლობს სიტუაციას და როგორც კი დამატებითი ინფორმაცია გახდება ცნობილი, კომპანია გააკეთებს განცხადებას", _ ნათქვამია "RMG-გოლდის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ცნობილი და რაც ჩვენთან საუბარში კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა ჯოჯუამაც დაადასტურა , "RMG-გოლდმა" სამინისტროებს თავად შეატყობინა მომხდარის შესახებ. თუმცა, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ნელი კორკოტაძემ ცოტა ხნის წინ "გურია ნიუსის" მიერ მიერ დასმულ შეკითხვაზე "თევზები სდახოცვა ხომ არ უკავშირდება ბოლნისში შპს"RMG GOLD"-ისკუთვნილი საყდრისის საბადოს მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოს მუშაობას" - გვიპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ ეცოდინებოდა, რაც ადგილზე სამინისტროს თანამშრომლების მოკვლევა დასრულდებოდა.
მომხდარზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად "RMG-გოლდის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან ეკა ჯოჯუასთან ჩავწერეთ ინტერვიუ.
_ იმის გამო რომ საწარმო არის ბლოკირებული და თანამშრომლებივერ ახორციელებენ თავის უფლება-მოსილებას, არ აქვთ საშუალება შევიდნენ საწარმოს ტერიტორიაზე, სწორედ ამან გამოიწვია დღევანდელი აქტი. ამის შესახებ ჩვენ ყველას შევატყობინეთ. ნახეთ ჩვენი განცხადება, იქ ყველაფერი გვიწერია.
_ ვნახე თქვენი განცხადება და ცოტა უცნაური ხომ არ არის თანამშრომლების გაფიცვის გამო დაბინძურებული წყლის ჩაღვრა მდინარეში?
_ თუ კარგად წაიკითხავთ, იქ ყველაფერი განმარტებულია. თქვენთვის უცნაური არ ვიცი, რატომ არის. უკონტროლო სიტუაციებში რომ ასეთი რაღაცები ხდება და უცნაურად გეჩვენებათ, ეს "გურია ნიუსის" პრობლემაა მაშინ.
_ რამდენი ხანია, რაც ბლოკირებულია საწარმო? რაღა მაინცდამაინც დღეს მოხდა დაბინძურებული წყლის გაშვება?
_ გადაივსო რეზერვუარი. თქვენ, ალბათ, ტექნოლოგიური პროცესი ვერ წარმოგიდგენიათ, როგორია. რეზერვუარის გადავსება სწორედ მაგას ნიშნავს. იქ არ იყო ის ადამიანი, რომელსაც კონტროლი უნდა გაეწია ამ პროცესისთვის.
_ და ახლა რა მდგომარეობაა, ისევ არსებობს დაბინძურებული წყლის გაშვების საფრთხე?
_ ეგ განცხადებაშივე წერია, რომ ჩვენ თვითონ დავუკავშირდით სპეციალურ სამსახურებსდა ინსპექტირება მიმდინარეობს, ეკოლოგიური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად.
_ ამ წუთებშიც არსებობს საფრთხე, რომ დაბინძურებული წყლის გაშვება გაგრძელდეს?
_ ამ წუთებში, გითხარით, თუ კარგად გესმით, იქ არის სპეციალური ინსპექტირების სამსახური შესული, რომელსაც ჩვენ თვითონ დავურეკეთ და ვაცნობეთ, რომ ასეთი სიტუაცია იყო.
_ გაფიცულების მიერ საწარმოს ბლოკირება გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს მუშაობაში არ შეუშლის ხელს? თქვენ ხომ ამბობთ, რომ რეზერვუარზე პასუხისმგებელმა პირებმა სწორედ ბლოკირების გამო ვერ მოახერხეს იქ მოხვედრა.
_ სამინისტროს თანამშრომლებს როგორ უშლის ხელს ბლოკირებული აქცია, ეს არ ვიცი, ვის უშვებენ და ვის არ უშვებენ. სხვა თანამშრომლებზე, რომლებიც არ უერთდებოდნენ ამ აქციას, გაფიცულები ზოგჯერ სიტყვიერ ზეწოლას, მუქარას ახორციელებენ, ისინიც რომ ვერ შევიდნენ და იმუშაონ საწარმოში.
დღის ბოლოს მომხდარზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება.
"გავრცელებული ინფორმაციით მდ. მაშავერაზე დაფიქსირებული იქნა თევზების დახოცვის ფაქტი. აღნიშნულის საფუძველზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირები ახორციელებენ ადგილზე არსებული სიტუაციის შესწავლას და გამომწვევი მიზეზების დადგენას.
ასევე, წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა განსაზღვრის მიზნით მდ. მაშავერაზე და მდ. კაზრეთულაზე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ახორციელებენ სინჯების აღებას და ლაბორატორიული ანალიზით განსაზღვრული იქნება დამაბინძურებელ ნივთიერებათა ფაქტობრივი კონცენტრაცია.
მიღებული შედეგების გათვალისწინებით დეპარტამენტი გაატარებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ღონისძიებებს", _ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
http://www.gurianews.com/2013-08-23-05-57-...7%E1%83%90.html
ბოლნისში, მდინარე მაშავერამ დახოცილი თევზები გამორიყა
ცისანა შერგილაშვილი 27 თებერვალი 2014 18:14:35
"ბოლნისი გაზეთმა" დღეს მდინარე მაშავერას მოწამვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ინტერნეტ-გამოცემის ცნობით, მდინარის წყალმა ნაპირზე დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამორიყა, რასაც მოსახლეობა აგროვებს.
ჩვენ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს, ნელი კორკოტაძეს დავუკავშირდით და მომხდარის შესახებ ვკითხეთ.
"ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მაშავერაშიიყო დიდი რაოდენობთდახოცილი თევზები. ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, რამ გამოიწვია თევზების დახოცვა. ქვემო ქართლის სამსახური ადგილზეა გასული. სიტუაციაში გასარკვევად ცენტრალური აპარატიდან მივავლინეთ თანამშრომლები. ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოა ამ პროცესში ჩართული, რომელიც აიღებს სინჯებს".
_ ადგილობრივები საკვებად აგროვებენ თევზებს, რამაც შეიძლება მათ ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს...
_ ჯერ არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს, რომ მოსახლეობას რაიმე შეიძლება დაემართოს. ჩვენ მათ მაინც ვაფრთხილებთ: ვიდრე არ გადამოწმდება, თევზი რამდენად ხარისხიანია საკვებად, ნუ მიირთმევენ ამ თევზს.
_ თევზების დახოცვა ხომ არ უკავშირდება ბოლნისში შპს "RMG GOLD"-ის კუთვნილი საყდრისის საბადოს მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოს მუშაობას ( "გურია ნიუსი" სტატიაში - "RMG GOLD"-მა საჯარო განხილვაზე უხარისხოდ შესრულებული გზშწარმოადგინა" - წერდა, რომ მდინარე მაშავერაზე საწარმოს ზემოქმედების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ იყო მოცემული. ავტ.)?
_ მე არ ვფლობ ინროფმაციას,რა იყო გამომწვევი მიზეზი. როგორც კი ჩვენი თანამშრომლები დაბრუნდებიან, შეისწავლიან ამ საკითხს დეტალურად, ამის შესახებ მაშინ გვეცოდინება.
http://cp.ge/ge/statiacci.php?ID=10404''კაზრეთში სიტუაცია საგანგაშოა და შესაძლოა უმართავი გახდეს'' - უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის განცხადებით, კაზრეთში სიტუაცია საგანგაშოა და შესაძლოა უმართავი გახდეს, ამიტომ მთავრობა ვალდებულია პროცესში ჩაერთოს.
უჩა ნანუაშვილი მთავრობას მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვითარება დაარეგულიროს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„გაფიცულებს კომპანიების RMG Gold-ის და RMG Copper-ის წინაშე სავსებით ლეგიტიმური მოთხოვნები აქვთ. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ დაბალი ანაზღაურების, საფრთხის შემცველი სამუშაო პირობების, უვარგისი სამედიცინო დაზღვევის, არაჰიგიენური გარემოსა და სხვა უამრავ მიზეზთა გამო. გაფიცულები ასევე, ითხოვენ გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას,“ - აცხადებს სახალხო დამცველი.
ნანუაშვილის განცხადებით, მასთან პირად საუბარში საბადოს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ადმინისტრაციის მხრიდან ხშირად ყოფილან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლნი.
სახალხო დამცველი შეეცადა შეხვედროდა კომპანიების წარმომადგენლებს, თუმცა იგი ადმინისტრაციის შენობაში არ შეუშვეს.
შეგახსენებთ, რომ კაზრეთის საბადოს თანამშრომლები 14 თებერვლიდან გაფიცულები არიან.
http://www.gurianews.com/2013-08-24-19-55-...F%E1%83%98.htmlდასაქმებულთა სოლიდარობის აქცია კანცელარიასთან [ფოტორეპორტაჟი]

ცისანა შერგილაშვილი 28 თებერვალი 2014 20:14:14
თბილისში სახელმწიფო კანცელარიასთან 15 საათიდან დაიწყო დასაქმებულთა საპროტესტო აქცია. მას კაზრეთის ოქროს საწარმოს, "ჯორჯიან მანგანეზის" , თბილისის საგანგებო სიტუაციის სამსახურის, რუსთავის აზოტისა და მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები და სოციალურად დაუცველები შეუერთდნენ.
თითქმის ყველა დასაქმებული არასათანადო შრომის პირობებს და არაადეკვატურ ანაზღაურებას უჩიოდა.
გაფიცვის მე-15 დღეს კაზრეთელმა მუშებმა თბილისში სხვა დასაქმებულთათვის სოლიდარობის ნიშნად გადმოინაცვლეს. ოქროს საწარმოს უკვე ყოფილმა თანამშრომელმა და აქციების აქტიურმა მონაწილემ, გიორგი აზარაშვილმა "გურია ნიუსს" თავისი ქუჩაში გამოსვლის მიზეზებზე მოუყვა.
"შვებულებაში ვიყავი და სამსახურში უნდა დავბრუნებულიყავი. 30 იანვარს მომივიდა ე.წ. შავი წერილი (ახლა ასე ვეძახით ჩვენთან) ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ჩვენ გამოვხატეთ პროტესტი ხელმძღვანელობის მიმართ და მათ ასე იძიეს შური ჩვენზე. სამუშაო პირობები კარგი რომ ყოფილიყო, ქუჩაში გამოვიდოდით? არაადამიანურია! ციხეში არ ექცევიან ადამიანს ისე, როგორც ჩვენ გვექცევიან წარმოებაში! ეგონათ, დაგვაშინებდნენ. ჩვენ არ ვითხოვთ მაინც და მაინც ინვესტორის წასვლას, ვითხოვთ ხელმძღვანელობის შეცვლას ჩვენს საწარმოში. მოლაპარაკებებზე კი მოდიან, მაგრამ ისეთ რამეს გვთავაზობენ, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია," _ გვითხრა გიორგი აზარაშვილმა.
როგორც აღვნიშნეთ, აქციას ჭიათურელი მუშებიც შეუერთდნენ. მათი პროტესტიც დაბალ ანაზღაურებას და არასათანადო შრომის პირობებს შეეხებოდა. უფროსის კორუფციულ ქმედებებს აპროტესტებდნენ თბილისის საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლები. იქ დასაქმებული მორიგე ცვლის უფროსი და არჩეული პროფკავშირების თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე დარიგებული პრემიების უკან გამოთხოვის ფაქტებზე გვესაუბრა:
"ვაპროტესტებთ თემურ გიორგაძის კორუფციულ ქმედებებს, რომელიც განახორციელა თავის მიერ დანიშნულ უღირს თანამდებობის პირებთან ერთად. ვაპროტესტებთ დარიცხული პრემიების უკან გამოძალვის ფაქტებს. თემურ გიორგაძემ სახანძრო სამაშველო სამსახური შეურაცხყო, ასევე პროფესია მეხანძრე-მაშველი. გამოიყენა პირადი კეთილდღეობისთვის და პირადი მიზნებისთვის. ის თავის სახლებზე და აგარაკებზე სპეცდავალების გამოძახებით უშვებდა მაშველებს. ერთ-ერთი მეც ვარ, ვინც მის აგარაკებზე მუშაობდა. ჩვენი მუშაობისას დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები. უამრავი პრობლემაა. ჩემი მეგობარი უკვე მე-17 დღეა შიმშილობს. გუშინ მეც ვშიმშილობდი. ახლა მოვედი და ბიჭების გვერდით დავდექი."
სოლიდარობის ნიშნად იმყოფებოდა აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრის წარმომადგენელი ირინე მღვდელაძე.
"ჩვენ მოვედით ჭიათურის, კაზრეთის მუშების მხარდასაჭერად. მთავრობას ვთხოვ, მოვიდეს გონს! მარტო არჩევნებისთვის არ უნდა სჭირდებოდეს ქართველი ხალხის ხმა. კეთილი ინებონ და მიხედონ ამ ხალხს!" _მოუწოდა მთავრობას ირინე მღვდელაძემ.
ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს საპროტესტო აქციაზე მოსულმა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც:
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის, იემსის" წარმომადგენელმა ლინა ღვინიანიძემ აღნიშნა, რომ ადამიანები არ იმსახურებენ, ღირსების შემლახველ გარემოში მუშაობას.
"დღეს აქ ვართ წარმოდგენილი 5 არასამთავრობო ორგანიზაცია. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი , საია, 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, სამართლიანი არჩევნები. ჩვენ ამ პროცესს მთლიანად ვუჭერთ მხარს.
პრობლემები არსებობს საქართველოს ყველა კუთხეში და სახელმწიფომ უნდა მიხედოს ამ პრობლემებს. მან უბრალოდ უნდა დაინახოს ეს ადამიანები. კრიზისია შექმნილი კაზრეთში, თუ ასე გაგრძელდა პროცესები, კრიზისი შეიქმნება ჭიათურაშიც. სახელმწიფო უნდა გახდეს მედიატორი, ჩაერიოს პროცესებში და მოაგვაროს დავა სამართლიანად, დაცული რომ იყოს ადამიანების უფლებები და ამას უნდა ჰქონდეს არა ერთჯერადი, არამედ - სისტემური ხასიათი," _ განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელ ნინო ლომჯარიას თქმით, მსგავსმა აქციებმა ხელისუფლების დასაქმებულთა შრომითი უფლებებით უფრო მეტად დაინტერესებას უნდა შეუწყოს ხელი.
"ჩვენ ვითხოვთ უფრო ეფექტურ კანონმდებლობას და უფრო ეფექტურ კონტროლს ხელისუფლების მხრიდან. დღევანდელი აქციის მიზანია, ხელისუფლების ყურადღება მივიპყროთ იმ საგანგაშო ვითარებაზე, რაც არსებობს კაზრეთის, ჭიათურის და სხვა საწარმოებში. 14 თებერვლიდან მიმდინარეობს უკვე აქციები. მაგრამ სამინისტროების მხრიდან დაინტერესება არ ყოფილა, მხოლოდ გუშინ ჩავიდნენ კაზრეთში. ვფიქრობთ, ეს აქცია ხელს შეუწყობს იმას, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო გააქტიურდეს და შემოიღოს შრომითი სტანდარტების დაცვის მექანიზმები,"_ აღნიშნა ლომჯარიამ.
ხელისუფლების წარმომადგენელთაგან აქციაზე მივიდა პარლამენტარი თამარ კორძაია. მისი თქმით, როგორც კი პრემიერ-მინისტრი საქართველოში დაბრუნდება, ხელისუფლებას მაშინვე ექნება ადეკვატური რეაქცია.
"ჩემი აქ მოსვლა პირველ რიგში, იმას ნიშნავს, რომ უკვე დავინტერესდი ამ პრობლემით, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია, სამივე საწარმოში გრძელდება გაფიცვები და მათი ხანგრძლივობა აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლების დაინტერესების გარეშე დამსაქმებელი დასაქმებულებთან ვერ არკვევს ურთიერთობას. ამგვარი პრობლემების გადასაჭრელად საქართველოს პარლამენტმა მიიღო შრომის კოდექსის არსებითი ცვლილებები და შექმნა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, რომლებშიც შედიან როგორც დამსაქმებელთა, ასევე დასაქმებულთა ასოციაციები და მთავრობის წარმომადგენლები.
ამ კომისიის ხელმძღვანელი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ის ამ წუთებში საქართველოში არ იმყოფება, მაგრამ როგორც კი ჩამოვა, მე წერილობით მივმართავ, რომ სამმხრივი კომისიის ფარგლებში შეხვდნენ გაფიცულებსაც, რათა დაცული იყოს მათი უფლებები," _ განაცხადა კორძაიამ.


This post has been edited by Int3lig3nt on 1 Mar 2014, 09:53