განათლება უნდა ადამიანს... სკოლაში ელემენტარულის სწავლა...
ოღონდ მანდატურები და ხელში როზგის სახით კი არა...
არც ისე, რომ გეუბნებიან მასწავლებლები რომ რაღაცა ცუდია, და გაიძულებენ ეს ისე მიიღო, როგორც კანონი.
ბავშვების 99% სკოლაში იმიტომ ეწევა, რომ მასწავლებლები უშლიან მოწევას... სინამდვილეში კი არავინ უხსნის რას იწვევს მოწევა.
ბოტანიკის და ბიოლოგიის გაკვეთილებზე ფოთლების და ბაყაყების შესწავლას... ერთხელ გაუშვან ეკრანზე რას უშვება მაგალითად ფილტვებს სიგარეტი...
ან აჩვენონ ბავშვს კრაკადილისაგან ცოცხლად დამპალი ადამიანის სხეული. აუხსნან ქიმიის გაკვეთილზე თუ კონკრეტულად რა პროცესები მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში, როდესაც ამა თუ იმ ნარკოტიკს იღებს...
ასე შეიძლება შედეგის მიღება, თორემ "არ მოწიო, იმიტომ რომ ცუდია და იმიტომ რომ ჩვენ გეუბნებით რომ არ მოწიო" - არის ტუფტა
პ.ს.
"პლანს" რა შეეხება, ლეგალიზება არა და დეკრიმინალიზაცია აუცილებლად უნდა მოხდეს.
არ შეიძლება პლანის მოწევისთვის ადამიანს სამსახურიდან აგდებდე ან იჭერდე (ნუ გააჩნია სამსახურს რა თქმა უნდა... მეხანძრე და ქირურგი რომ დაბოლილი არ უნდა იყოს გასაგებია), მაშინ როდესაც იგივე სამსახურში სიმთვრალეზე და ლოთობაზე მასქიმუმ შეიძლება საყვედური მიიღოს ადამიანმა.
ნუ აი რა შეიძლება მაგალითად დააშავოს ადამიანმა, რომელიც 3 თვეში ერთხელ პლანს მოწევს და ისე წერს სტატიას მაგალითად ეუსებიოზე სპორტული გაზეთისათვის
რა თქმა უნდა კონტროლი საჭიროა, შეიძლება ჯარიმებიც... მაგრამ უკიდურესად არაპროპროციულია დღევანდელი სასჯელი დანაშაულის მასშტაბთან
This post has been edited by Salvador 26-Бе Dali on 6 Aug 2013, 06:09