#37260821 · 16 Jul 2013, 12:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
zuziko
| QUOTE | | რომელი მუხლი ამოიღეს? |
მუხლი 195. მონოპოლიური საქმიანობა და კონკურენციის შეზღუდვა 1. მონოპოლიური საქმიანობა მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასების დაწესებით, აგრეთვე კონკურენციის შეზღუდვა ბაზრის გაყოფის, ბაზარზე გავლენის შენარჩუნების, ეკონომიკური საქმიანობის სხვა სუბიექტის ბაზრიდან გაძევების ანდა ერთიანი საბაზრო ფასის დადგენის ან შენარჩუნების გზით,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 33 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, აგრეთვე სხვისი ნივთის დაზიანებით ან განადგურებით ანდა მისი დაზიანების ან განადგურების მუქარით, თუ არ არსებობს გამოძალვის ნიშნები,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე და ჯარიმით.
|