1. ეგ კანონი 1993 წელს არის მიღებული.
2. მაგ კანონის საფუძველზე ივანიშვილს რომ ჩამოართვეს მოქალაქეობა, ძალიან ბევრს ჰქონდა ტაშფანდური გამართული და სულ არ ახსენდებოდათ პაბოჩნი ეფექტები.
3. კურიერში (და საერთოდ რუსთავი ორში) ძალიან ბევრს ანძრევენ და შეიძლება პირველწყარო მომაწოდო?
თორემ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეგაც ისეთივე "სიმართლეა", როგორც ზასაობის გამო ადამიანის დაჯარიმება.
* * *
Kakhaარაფერი არ უქმდება. . . .
აქამდეც ეგრე იყო, ადამიანი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებდა საქართველოს მოქალაქე, კარგავდა საქართველოს მოქალაქეობას. მერე შეიძლება ცალკე წესით ეთხოვა პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის მინიჭება.
თავი III
საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა
მუხლი 30. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
გ) საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებით და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
მუხლი 31. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა
საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხი წყდება ამ კანონის შესაბამისად.
საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი მოვალეობის, სამხედრო ვალდებულების მოუხდელობის ან ქონებრივ ვალდებულებათა არსებობისას, რომლებიც დაკავშირებულია მოქალაქეთა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებით ინტერესებთან.
არ შეიძლება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, თუ პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება.
მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა
ამ კანონის შესაბამისად პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:
ა) საქართველოს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შევა უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის ორგანოებში და მმართველობის სხვა ორგანოებში ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში;
ბ) მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში;
გ) საქართველოს მოქალაქეობას შეიძენს ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით;
დ) მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას.
ეხლა აღმოაჩინეს თურმე, რომ ეგ კანონი ყოფილა. . . .

აი, ხომ არ მინახია, მაგრამ ისე გეტყვი კურიერის სათაურს.
საქართველოს 100 000 მოქალაქეს მოქალაქეობის დაკარგვა ემუქრებაან რამე ეგეთი დღლეობა.
This post has been edited by karlsoni on 17 Jul 2013, 17:45
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/