natia_m77
მეც,,,
კაი გამახსენა IOSKAMAN-იმ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
_ ომი გინდა, ბიჭო? აღარ მოგბეზრდა ნავთის და პურის რიგში დგომა? _ ვკითხე მე და ჩაი მოვსვი.
_ ომი კი არა, ქვეყანა დაინგრეს მინდა! _ თქვა მან და თითით ქვესკნელი გახვრიტა.
_ რატომ?
_ იმიტომ, ამხანაგო ბარამიძე, რომ აღარ შემიძლია ამდენი ნერვიულობა, გამოცდაზე შტერივით ჯდომა, დაკარგული სტიპენდიის შეცხადება, მუხლების კანკალი, ყელის ბდღვნა, ამომხდა სული სამიანის ნატვრაში, სტატისტიკის ჩამბარებელი მე მაინც არ ვარ და ბარემ დაიწყოს, თუ დასაწყებია, ჩერჩილს მაინც დავაბრალებ, არ მაცალა ჩაბარება-მეთქი, არადა, მარტო მამაჩემის ანგლობამ მომკლა.
_ რაო, რა მინდაო?
_ შენ რას გერჩი, შვილო, ჩემი დაღუპული ხარ, დებილების სკოლაში უნდა შემეყვანე, ოქროს მედალოსანი იქნებოდიო.
_ ვითომ? _ შემეპარა ეჭვი.
_ შენ ხუმრობ და რა ადვილი სწავლა ყოფილა თურმე. მაგალითად, მიმდინარეობს გამოცდა, კედელზე გაკრულია სურათები: ვაშლი, მსხალი, ატამი; გამოდიხარ, გამომცდელი გეკითხება:
_ აბა, ბარამიძე, კარგად დააკვირდი, ნუ აჩქარდები, დაფიქრდი და ისე მიპასუხე, რა არის ეს? _ და ხელს ადებს ვაშლს. შენ აკვირდები ვაშლს და პასუხობ:
_ ვაშლი, პატივცემულო მასწავლებელო!
_ ყოჩაღ, ყოჩაღ! ხუთი, ბარამიძე! _ გეუბნება კმაყოფილი პედაგოგი და გიწერს ხუთს. თუ ვაშლზე იტყვი მსხალიაო, მაშინ ოთხს გიწერს, თუ იტყვი ატამიო _ სამს.
_ კომპოტი რომ თქვა?
_ რას ამბობ, კომპოტზე ასპირანტურაში აწყობენ.
_ ორს რაზე წერენ? _ გამეცინა მე.
_ ორს წერენ იმ შემთხვევაში, თუ ვაშლზე იტყვი ტრამვაიაო!