იმენა აი უახლესი ისტორიაც კი არ ქვია, "დღევანდელი დღე" შეიძლება დავარქვათ და არა უახლესი ისტორია. ამიტომ ასე გეტყვი: გაიხსენე დღევანდელი დღე, ძალიან ადვილია, იმიტომ რომ დღეს მოხდა/ხდება ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა რომ რამოდენიმე წლის წინ დაიწყო და დაიწყო ვისგან? ოპოზიციისგან, თქვენგან შეძულებული ქურდების ოჯახებისგან, მათი ახლობლებისგან და აქა იქ ერია სისტემის შეცდომებით გამოწვეული განცალკევებული შემთხვევბი როგორიც იყო გირგვლიანი მაგალითად... კარგად გაიხსენე რას ამბობდა ეს ხალხი და რას ამბობს დღეს, ეს დღევანდელობაა, წარსული არაა. და ჩვენ, მათ შორის მეც სხვათა შორის, გამოვედით და რა რეაქცია გვქონდა? აბსოლუტური უნდობლობა გამწარებული ხალხის მიმართ, რომლებსაც "წარსულში დაბრუნება" სურდათ და მივეცით უზარმაზარი, ნანატრზე დიდი ძალაუფლება ერთ ადამიანს და მის მრჩეველებს. ეხლა გაიხსენე რამდენი ნათქვამი აღმოჩნდა სიმართლე? ქურდებს ცემაში კლავდნენ? კლავდნენ. განყოფილებებში ხალხს აწამებდნენ? აწამებდნენ. (დაჟე ელჩებმა მოკეტეს ამ ამბავზე). ივანე მერაბიშვილი იყო საქმის კურსში ამაზე? იყო. ადამიანებს აუპატიურებდნენ? აუპატიურებდნენ!! (ელჩებმაც მოკეტეს ამაზე, ამაზე კამათი აღარ არის. ვერავინ ვეღარ ბედავს თქვას რომ ეს ჭორია).
კიდე მივუყვეთ რამდენი "საფერფლე" ისტორია აღმოჩნდა სიმართლე?
თქვენ კიდე განაგრძობთ იმ მდგომარეობაში ყოფნას რომელიც ზემოთ აღვწერე, უნდობლობა გამწარებული ხალხის მიმართ და ძალაუფლების მიცემა ერთი ადამიანისთვის. თუმცა ვერ გესმით და ვერ გაგიაზრებიათ რომ მაგ ადამიანმა დაკარგა ეგ ძალაუფლება აბსულუტურად მარტოა დარჩენილი, ცარიელ ტარიელი საკუთარ თავთან და შეცდომებთან და თქვენ და თქვენნაირი ფანატიკოსებიღა დარჩა, რომლებიც აბსოლუტურ უმცირესობაში ხართ. აი ნებისმიერი გამოკითხვა თუნდაც ამ ფორუმზე რომ გახსნათ, ნებისმიერი სახის სადაც მიშისტი მიცემდა ხმას აუცილებლად ერთ რამეს და ოცნებისტი მეორეს, მიშისტების რიცხვი არის ყოველთვის ყველაზე ყველაზე დაბალი, გარდა იმ შემთხვევებისა როცა საქმე ქვეყნის ფუნდამენტურ უსაფრთხოებას ან სუვერენიტეტს ეხება, მაგალითად "ვაღიაროთ აფხაზეთი?", აქ ყველანი, მთელი ერი ვთანხმდებით რო - არა. მარა თქვენ დარჩით უმცირესობაში და განაგრძობთ მხარდაჭერას ესეთი უსუსური პოსტებით იმ პოლიტიკურად იმპოტენტი ადამიანისა რომელიც წარსულს ბარდება უკვე. ვერ ხვდებით რა ბურუსში ხართ.
ერთად ერთი პრაქტიკული გამართლება რასაც პირადად მე ვუპოვი ამგვარ ფანატიზმს არის - სამსახური. ნორმალური ადამიანი მხოლოდ სამსახურის გამო გააგრძელებდა მარტო დარჩენილი კრიმინალური ბანდის ყოფილი ფსიქოპატური ლიდერის ამხარდაჭერას.
ამიტომ, ჩემი რჩევაა:
1) თუ სამსახურის ამბავია, ძალიან ვწუხვარ, ფული ყველაფერი არაა ცხოვრებაში. შეეშვით. კარგი არაფერი მოაქვს
2) თუ ფანატიზმია, ფსიქიატრთან კონსულტაციას გირჩევდით. შემიძლია რეკომენდაციაც მოგცეთ.