ოდეს რო რუსი მოსულა
Posted: February 27, 2012 in Oral poetry
0
ოდეს რო რუსი მოსულა, ქვე დამხობილა კვარცხლბეკი,
ჭის ტახტრევანი დამწვარა, ჩვენს რჯულს მოშლია მზეკარი;
ტაძრის კარიბჭე დამდნარა, რწმენას მოშლია კამარა,
სიწმინდე, კეთილრწმენისა, ამოგანგლულა ტალახსა;
სწავლება სახარებისა, კეთილი ყურძნის მაჭარი,
სულის და გულის დამხსნელი, გარდაქცეულა ძმარადა;
კეთილ ხმოვანი გალობა, ყვავ-ჩხიკვურს გაუთანგია,
კეთილ რჩეული მოძღვრები, უკეთურთ ჩაუკაფიათ;
შერყვნილა ეკლესის ზნე, მამა-პაპური კამკამა,
შავ-კუნაპეტი გამხდარა, ჩვენი საყდრების კამარა;
ამისი მომსწრე გამხდარა, ჩვენი რწმენა და ყაფარა,
ცეცხლ-ზარბაზნების სალუკმე, გამხდარა ჩვენი ზედვანა;
მის შემდეგ ჩაქრა კანდელი, ზედვანას წმინდა მამათა,
აქ მონასტრული ყოფისთვის, დასრულდა ხილულცხოვრება;
მაგრამ უკვდავი სულეთით, ის კვლავ განაგრძობს ცხოვრებას,
ამბობენ ჟამნი-ცისკარი, კვლავაც მოისმის დღესაცა;
ვისაც სული აქვს ფხიზელი, ამას ისა გრძნობს კარგადა,
არ მოკვდა ფუტეთს უფალი, რუსის ზარბაზნის ჯინათა;
ფუსტი_სამება კვლავ ცოცხლობს, სულწმინდოფენის მადლითა,
და ნათლავს იბერიასა, ფუ(ს)ტის, ეფუტის სიბრძნითა;
ვახტანგ სვანი
სახალხო მთქმელი
აშკარად არაკომპეტენტურები არიან ბიძინას მიერ შემოგზავნილი სხვადასხვა ტაქტიკის მქონე ტროლები