#49621988 · 3 Jan 2017, 10:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Marschner
QUOTE | როდის შეიქმნა ტერმინი საქართველო |
გააჩნია საქართველოში რას გულისხმობ ქართულად თუ უცხოურად რაც ჰქვია საქართველოს. მაგალითად სომხები რასაც იბერიას ეძახდნენ იგივეს ეძახიან დღეს საქართველოსაც ანუ უძველესი დროიდანვე შეიქმნა ეს ტერმინი. სპარსული გურჯისტანი, ბერძნული გეორგია მეთორმეტე საუკუნეში. ქართულადაც საქართველო მეთორმეტე საუკუნის ტექსტში გვხდება პირველად ნუ მე ასე მივაკვლიე შეიძლება უფრო ადრინდელშიც იყოს. საქართველოს სამეფო მეთერთმეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა და სახელზე ძალიან დიდი დაბნეულობა იყო არ ჰქონდა თავიდან სახელია მის გამო მეთერთმეტე საუკუნის ტექსტებში ეს სამეფო რაიმე სახელს არ ატარებს უბრალოდ წერდნენ მეფის ტიტულებს ამისდა და იმის მეფეო. ხოლო ბერძნულ ტექსტებშიც დაბნეულობააა ამ სამეფოზე ხან წერია იბერიააო ხან აბაზგიაო. აფხაზების ქართველობას რაც შეეხება ძველ ქართულ ტექსტებში ნათესავთა ქართველთაში ანუ ქართველ ერში(მაშინ ერის მაგივრად ნათესავთა იყო ერის აღმნიშვნელი) შედიოდა აფხაზებიც. სულხან საბამ იმოგზაურა ევროპაში და იქ ნახა ქართველები ჩამოთვალა შემდეგ რომელი ტომების ქართველები და აფხაზებიც შეიყვანა.
|