ნიკოლოზ გორგიჯანიძე - ღმერთმა დაიფაროს საქართველო, მე რომ გავიმარჯვო
ჩვენ სტალინი და ბერია იმ დონემდე უნდა ავამაღლოთ, რომ მათ ინტერესი გაუჩნდეთ და ჩამოვიდნენ. მაგალითად, უნდა გავაკეთოთ ბერიას სახლ-მუზეუმი, წინ ძეგლით, სოჭიდან გამოსულ ავტობუსს კი ეწერება – ბერიადან სტალინამდე.
როგორც ამერიკაშია თავისუფლების ქანდაკება, ისე დავდგამთ საქართველოში სტალინის ძეგლს, რომელსაც დავარქმევთ განმათავისუფლებლის ქანდაკებას. სტალინი იქნება სემინარიელი ბიჭი, რომელსაც ხელში ბიბლია ეჭირება.
- სტალინის დაბადების დღე დეკემბერშია და ზამთრის სიცივე არ იმოქმედებს ხალხის რაოდენობაზე?
- ეს ჩენთვისაა სიცივე, თორემ რუსებს რა უჭირთ? თანაც ხალხმრავლობა რომ იქნება, არ შეცივდებათ.
- მინდა გკითხოთ თქვენს სლოგანზე – მინდა ვიყო ერთი კენტი, ბავშვებისთვის პრეზიდენტი. რა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს?
- ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ მომავალ თაობაზე, ბავშვებზე მუდამ უნდა ვიზრუნოთ. მე ვიზრუნებ მათზე ჩემს დროსაც და ჩემს მერეც _ როდესაც გარდავიცვლები, როგორც მოქმედი პრეზიდენტი, მილიონობით ადამიანი ჩამოვა, რათა მიუსამძიმროს ჩემს მიერ დატოვებულ მთავრობას, ეს ყველაფერი კი ფულია.
- კონკურენტებიდან ვის მიჩნევთ ყველაზე დიდი მოწინააღმდეგედ?
- არავის. ღმერთმა დაიფაროს საქართველო, მე რომ გავიმარჯვო, მე ხომ ღარიბებისათვის მოვდივარ, ესე იგი, თუ მე გავიმარჯვე, ღარიბები ბევრნი ყოფილან და ეს ცუდია.
http://www.kvirispalitra.ge/mozaika/17964-...gavimarjvo.html