#37325270 · 21 Jul 2013, 09:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kactus
QUOTE | თემას არ ეხება, მაგრამ ამ გახსენებაზე, გამომცემლობების საქმე როგორაა, სხვებიც გაკოტრდნენ? |
დიდი გამომცემლობები, ვთქვათ, "ინტელექტი" ამ "დიოგენე" არ გაკოტრდებიან, თუმცა ძალიან სერიოზული ფინანსური დარტყმა მიიღეს, რამდენიმე პატარა გამომცემლობამ კი არსებობა პრაქტიკულად შეწყვიტა.
სამმა თუ ოთხმა გამომცემლობამ სასამართლო სარჩელი მოამზადა... არ ვიცი, ეს პროცესი ამჟამად რა ეტაპზეა.
სამინისტროს გამომცემლებთან საერთოდ არ აქვს არანაირი კონტაქტი. წაართვეს წიგნები და მორჩა!
და კიდევ, ყველა ამ გამომცემლობის საწყობები გაძეძგილია შარშან დაბეჭდილი წიგნებით, იმდენად, რომ ზოგიერთი დასახელების წიგნის დაბეჭდვას წელს არც აპირებდნენ. სამინისტროს კრინტიც არ დაუძრავს მათ თუნდაც თვითღირებულების ფასად შესყიდვაზე. სრულ ტირაჟს თავად ბეჭდავს. სხვათა შორის, ყოველგვარი ტენდერის გარეშე და სწორედ იმ სტამბაში, რომელსაც შარშან დიდი რიხით ამხელდნენ შაშკინის მფარველობით ბაზრის მონოპოლიზირებაში. გამომცემლობების წიგნები კი, უბრალოდ, მაკულატურად იქცა და ესეც მათთვის ძალიან დიდი ზარალია....
--------------------
წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო...
|