რაიმე ესთეტიკის სამსახური შექმენით და გამიშვით ზედამხედველობის სამსახურის უფროსად ..... უნდა დავუარო აღმოსავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით, ქართლის სოფლებს და უნდა მივაჯარიმო ვისაც კი ტუალეტები, სარაიები და ჩულანები აქვს ამაყად წამომართული სახლის წინ ...
ეროვნული სირცხვილის გრძნობა მიპყრობს რომ წარმოვიდგენ ამ სოფლებში უცხოელი ტურისტები დადიან და ამ თავისმომჭრელ სანახაობას აწყდებიან..
ბაგრატი და გელათი კი არ ქმნის პირველ შთაბეჭდილებას და რეალურ წარმოდგენას ერზე , არამედ ხალხის ყოფითი კულტურა....
გაიტანეთ ბოდიში და ეს დედააღნიანი ტუალეტები და ხუხულები სახლს უკან …მოასუფთავეთ წინა ეზოები და გააშენეთ ყვავილები....
გაავლეთ ერთიანი ღობე, იქნება ეს ხის, ქის, რკინის, უბრალო იაფიანი სეტკა, თუ მცენარის ღობე... მთავრია რომ იყოს ერთიანი და კოხტა და არა სხვადასხვა ნარჩენი მასალებისგან შეკოწიწებული ბარიკადები......
და სულაც არ არის ამისათვის საჭირო სიმდიდრე…
წადით დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით, სამეგრელოში და ნახავთ რომ ყველაზე გაჭირვებული ოჯახიც კი უფრო პეწით ცხოვრობს ვიდრე შეძლებულები- აღმოსავლეთ საქართველოში….
ალოკილი კოხტა წინა ეზოები, სადაც მხოლოდ კოინდარი და ყვავილებია .. დაგვილ-დასუფთავებული ქუჩები ...... ტუალეტი კი ჰორიზონდზეც არ ჩანს ისე ოსტატურად არის მიმალული სახლებს უკან სიღმეში......
..................................
სპეციალური სამსახურია შესაქმენლი სახელმწიფო დონეზე, რომელიც შესაბამის ნორმებს დააწესებს ყოფით ესთეტიკაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით....მით უფრო თუ ტურიზმზე რაიმე პრეტენზია გვაქვს ეს არის საშური საქმე...სამარცხვინოდ გამოიყურება სოფლები...
........................................
პ.ს
კუთხურობაში რომ არ ჩამომართვათ დავამატებ რომ აღმოსავლელები დასავლელებს ჯობიან ბევრი თვისებით, განსაკუთრებით როგორიცაა უეშმაკობა და პირდაპირობა , მაგრამ ამ თვისებით, როგორიცაა ყოფითი ესთეტიკა, მართლა მაგალითი უნდა აიღოს აღმოსავლეთმა დასავლეთისგან.....
ამას გულისტვილით ვამბობ და არა კუთხური ნიშნისმოგებით.....მოყვარეს პირში უძრახეო....ბავშვობდიდან ჩემი ტკივილია ხუხულები სახლის წინ და მინჯღრეულ-მონჯღეული ორღობეები......ასე ვერ შევალთ ცივილიზებულ სამყაროში......

სამეგრელო

This post has been edited by kvarkvare on 21 Jul 2013, 15:41