kvarkvareგითხარი მე შენ, არ მიიღებენ შენიშნვას, ვერ გაიგებენ და ეწყინებათ. სხვადასხვა ყოფითი კულტურა და გეგებაა ლიხსიქეთ და ლიხსაქეთ.
უამრავი დეტალია. ზოგიერთს დავწერ.
ამასთან, არ ვამბომ, რომ ტოტალურად ასეა. არამედ ყურადღებას ვამახვილებ ფარდობით უმრაველობაზე.
1. ღობე - აღმოსავლეთში, ძირითადად, შიდა ქართლში და ნაწილობრივ, კახეთში, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ქალაქშიც და სოფელშიც უმთვარესად აკეთებს მაღალ კაპიტალურ ღობეს, ასე 1,7-2-2,5 მეტრი სიმღლის კედელს. გამონაკლისია ხაშური.
ამას ადრე ალბათ ჰქონდა თავადაცვითი ზღუდის ფუნქცია, თუმცა მაინც მეეჭვება, რადგან თავდაცვითი ღობეების კულტურა მთაში უფრო უნდა იყოს გავრცელებული, წესით. მაგრამ თითქმის არსად, იმავე მთიულეთში, მე მაღალი და ყრუ ღომე არ მინახავს, არც ფასანაურში (ერთი-ორი შემთხვევის გარდა) არც სოფლებში, მლეთის ჩავლით, არც გუდამაყარში.
მაგრამ ახლა ეს "ეს ფუნქცია",თუ მართლა ჰქონდა იგი, დავიდა იმაზე, რაც ამ თემაშიც დაიწერა - "იქნებ არ მინდა, დაინახო, რას ვაკეთებ ჩემს ეზოში?" ასე არის თბილისშიც, ძველ უბნებში - ყრუ, კაპიტალური მაღალი კედლები.
აი, ამ "იქნებ არ მინდა, დაიხო"-მ ბევრ სხვა რამესთან ერთად, ბიძგი მისცა იმას, რომ ეზოები მოუწესრიგებელი და მიყრილ-მოყრიკლია. ქვეცნობიერად ადამიანი ფიქრობს, გარედან არ ჩანს და ეგდოს ეგ ფიცარი მანდ, რა უჭირს მერე? სხვა სიტუაციაა დასავლეთში, სადაც ღობეები არის დაბალი და არაყრუ. შესაბამისად, იქ ბევრ სსვა რამესთან ერთად, არის, ასე ვთქვათ, სირცხვილის გრძნობა გარეშე პირთა თვალთახედვის არეალში საკუთარი ეზოს მოუწესრიგელობის მოხვედრის გამო. მეორე ფაქტორია ის, რომ დასავლელებს თავის წარმოჩენის ოპცია აღმოსავლელებზე მეტად გააქტიურებული გვაქვს.
ახლა დავდებ ფასანაურის ერთ-ერთი სამოსახლოს ფოტოს:

ესეც ფასანაურია. ერთ-ერთი ორღობე, რომელიც რუთაველის ქუჩიდან ადის კოსტავას ქუჩაზე. დაახლოებით, ყოფილი კინოთეატრის შენობასთან არის. ეს ფოტო იმიტომ დავდე, რომ მარჯვენა მხარეს, ჩანს, რომ ღომე დაბალია.

2. ბალახი/მინდორი.
ჩემი დაკვირვებით, აქეთ ბალახი არ უყვართ სამოსახლოში. ამის მიზეზს ვხედავ იმაში, რომ ქართლელში მინდორი იწვევს იალაღის ასოციაციას და ქვეცნობიერად, სამოსახლოში ბალახის არსებობა უპატრონო, მოუვლელ სამოსახლოდ, ანუ დაუმუშავებელ მიწად აღიქმება. ამას ვამბობ პირადი გამოცდილებითაც. კერძოდ, თბილისში მაქვს საკმაოდ დიდი კარმოდამო, სადღაც 900 კვადრატულ მეტრამდე და შესაბამისად, ეზოც და ბაღიც. ბებია დედის მხრიდან მყავდა კახელი. გართულება ჰქონდა ყოველგვარი ბალახეულობის და არამსხმოიარე მცენარეების მიმართ, თუ ყვავილი არ იყო (მაგალითად, სურო). სადაც დაინახავდა ერთ ღერ ბალახს მაინც, წასული იყო იმ ბალახის საქმე ხელიდან

მაშინ პატარა ვიყავი და ვესი არ მქონდა, თვარა ახლა კი მაქვს ოდიარე

3. დამოკიდებულება და მიმართება მეზობლებს შორი.
აქეთ უსწორმასწორო ღობის ხაზის გასწორება რომ მოგინდეს, მეზობელთან მრავლწლიანი მოლაპარაკება და ჩიჩინი (

) უნდა აწარმოო და მიუხედავად ამისა, შეიძლება ვერც ვერასოდეს გაასწორო ეგ ღობის ხაზი. ორი აღმოსავლელის შემთხვევაში, თუ რამე ბედნიერი გამონაკლისი არ არის, ეგ პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ვერ შეთანხმდებიან და ვერ მორიგდებიან, ამ ღობის გასწორების შედეგად, არსებულიდან რამდენი გოჯი მიწა მოხვდება ერთ მხარეს და რამდენი მერე მხარეს

მე, მაგალითად, თბილიში მთელი 10 წელი მოვანდომე ერთ მეზობელთან ლაპარაკს ამ საკითხზე და ბოლოს ვუთხარი, დაიკიდე ეგ სანტიმეტრები, სადაც ყველაზე შემოწეულია ჩემს მხარეს, იმ წერტილზე გავასწოროთ-მეთქი. დასავლეთში ასეთი წიკები როგორც წესი არ აქვთ.
აქ რომ მეზობლის სამოსახლოში შეხვიდე, უმრავლეს შემთხვევაში, ქუჩაში უნდა გახვიდე და ისე შეხვიდე მის ეზოში, მისი ჭიშკრიდან, ანუ სამეზობლო ღობეებში გასასვლელები უმრავლეს შემთხვევაში არ აქვთ. მე თბილისში ადრე მყავდა ერთი გურული მეზობელი (მოხუცი კაცი) და მასთან სამეზობლო ღობეში გვქონდა გასასვლელი. მერე ამ კაცმა გაყიდა ეს სამოსახლო, იყიდა ქართლელმა და პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ ამ სამეზობლო ღობეში გასასვლელი ჩაკეტა

აქეთ, მეზობლის მხარეს ფანჯარას ვერ გაჭრი, თუ ღობიდან ერთი 20 მეტრის მოშორებით არ გიდგას სახლი და რადგან აქეთ ამხელა მიწები არ არის, აქედან გამომდინარეობს, რომ მეზობლის მხარეს ფანჯარას ვერ გაჭრი, თუნდაც მის სახლს კი არა, ეზოს უყურებდეს ეს ფანჯარა. ვერ გაჭრი კი იმავე მიზეზით - "ამ მინდა, ჩემს ეზოში იყურებოდე". ამაზე თბილისში მიდის მთელი დაკა-დაკა მეზობლებს შორის, მომდურებით, ცემა-ტყეპით და სასამართლოებით. სწორედ ამის გამო, შეიქმნა ნორმატიული აქტი, რომლის თანახმადაც, მეზობლის მხარეს ფანჯრის გაჭრა ნებადართულია, თუ შენობა სამეზობლო ღობიდან 5 მეტრით არის დაშორებული. ახლა წარმოიდგინე, 5 მეტრი ერთ მეზობლამდე, 5 მეტრი მეორე მეზობლამდე, სახლი , თუ ბარაკი არ არის, ხომ უნდა იყიოს მინიმუმ 8-10 მეტრი, ჰოდა, სულ გამოდის, რომ ეზო სიგანეში უნდა იყოს 18-20 მეტრი. სადაა თბილისში ამსიგანე მიწები. ამიტომაც სახლებს განათება პრაქტიკულად მხოლოდ ერთი მხრიდან აქვთ.
მე ვერ წარმომიდგენია, რომ სამეგრელოში (ქალაქებშიც) მეზობელმა მეზობელს პრობლემა შეუქმნას ფანჯრის გაჭრაზე და უთხრას, განათება რომ არ ყოფნის შენს სახლს, მე სულ ფეხებზე მკიდიაო. ის კი არა, აქ, თბილისში ორი მეზობელი მყავს, რომელთაგან ერთ-ერთმა სამეზობლო ღობე-კედელზე მიბჯენით ააშენა სახლის კედელი (მეტი ადგილი არ ჰქონდა), ჰოდა, ფანჯრის გაჭრის უფლებას ვინ ჩივის? - მეორე მეზობელმა ამ კედლის გალესვის უფლება არ მისცა

ჰოდა, უყირებს ჰაულესავ-შეუღებავ ბლოკის კედელს და არის
მოკლედ გეუბნები, აღმოსავლეთში არის სხვა დამოკიდებულებები, აღქმბი და "გაგება", დასავლეთში - სხვა
This post has been edited by Shurige on 22 Jul 2013, 20:58