რა არის არა ეს ცხოვრება... ბჯოოსს
უნბესიტო გაგვისიგუვდა და ვვვარობსს,მარაა სააა მასეე!
იშშშ რაფერ მენატრება იგი თემააა!
ანიჩქა, ქაენი რამე..ამოწიე პორბლემების თემა... წეროს უნბესიტომ!!!
არ იზამენ ნეტა?!
წერაცც მენატრებაა
ვზივარ სოფლად და ვუთოხნი გვიან საზამთროს მიწას..
ხანდახან ვწერ....
ასე მაგალითად:
მაჯის საათი
არ ვიცი რა ენაზე ვსაუბრობ... სიტყვები ბევრია-„გემატოგენი“ ეს ერქვა კი, ეს კანფენტის-მაგვარ რაღაც მოშოკოლადო „ტიპს“ იჭმეოდა-„სიდობნი“ ისევ, აი ისევ, ტვინის რომელიღაც ხვეულიდან ამომხტარ ამ სიტყვას, იქნებ უნდა კიდეც ღრმა სიყმაწვილეში გადამისროლოს,
ხოდა მაგის დედაც... გავყვები, რას ვკარგავ!
***
დედა შემოვიდა..ცოტა მოსუქებული, ორმოცს კარგა ხანს გადაცილებული, მწვანე თვალებიანი, ხორბლისფერი ქალი .
ქმარიც ყავდა, გამხდარი, გამხდარი, სულ მთლად ძარღვი და ძვალი, რკინისფერი კანი ამ ყველაფრის დასაფარავად, მაგრამ ისეთი, თითსაც რომ ვერ დააკარებ, ადგილიდან ამწე კრანითაც რომ ვერ დაძრავ, სიმძიმის წერტილი რომ იცის თავისი... დაააა თუ დაგარტყა, იმან თუ დაგარტყაა.. ამერიკაში გაგაფრენს.
დიახ..
დედა გურული, მოაბდლო, მაგრამ ტირილნარევისიცილივით საყვარელი, უმარილო ცრემლივით ამფერი, აი ამფერი რაცხა სასტაული... კარგი... და მართლა ხორბლისფერი.
ისე წავალ და დავუქნევ ხელს ამ მიხრწნილ დედა მიწას-ვერ ვპოვებ პასუხს-ამ ორს, ხორბალს და რკინას- რანაირად უყვარდა ან რა უყვარდა ერთმანეთში.. სად ერეკლე-ო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ალხანა- ჩალხანაც რომ არ იყვნენ-ფაიზაღი!
განსახვავდებოდნენ..კი!
მერე გავიგებ, მერე... მეც რომ ორმოცს კარგა ხნას ვიქნები გადავლებული, როგორ თბილოდა მათ ბუდეში.. გუგულების ამ საბჭოთა, ორსართულიან, სანდარტულ, მეორე სართული სულ რომ გამოკეტიალია და .ე.წ პადვალში როა ყველაფერი მითავსებული-იმ ბუდეში!
მე მეძინა ბუხართან ახლოს და ამიტომ მაქვს ცხვირის სენსორები(ჰეჰე) ნაცრის სუნით გამოტენილი და მუდმივად ცეცხლის ტკაცუნი გამდის პაუზებისასს, როცა არ ვფიქრობ ვისმეზე, არც არვის ვაგინებ დედას.. და გიპერაქტიური და ბოდვითი იდეები არ გამომაყრის ტვინის ზედაპირზე გაურთულებელ წითელასავით.
ტუ ბი კონტინიუუ..აქ ან მომავალ ცხოვრებაშიი!
სიგუა გამოუშვი უნბესიტოო შე ავაზაკოო!
This post has been edited by anamch on 24 Jul 2013, 20:09
თქვენ ფლობთ მრავალგვარ სიმდიდრეს? ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ ბინა - ორი ნაბიჯი სიგანეში და ექვსი-სიგრძეში!, ხოლო ერთი საფლავის ქვა სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის. წმ. ბასილი დიდი.
***
მანანა რატიანი-სვანი..... მომენატრები!