atasss
| QUOTE | | 25000-ით აფხაზეთში ვითარება დიდად არ შეიცვლება, ანუ პლებისციტის |
რა 25,000
მარტო აფხაზეთიდან არის 240,000
სამაჩაბლოდან 23,000-მდე.
QUOTE<div class="quote-container" contenteditable="false"><div class="quote" contenteditable="true">ვინმემ ხო არ იცით რამდენია ამჟამად აფხაზეთში მაცხოვრებელი? მიახლოებით რა რაოდენობაა მოსახლეობის? <button class="quote-del"></button>
ეს ინფო 2010 წლისაა, შესაბამისად ცოტა მოძველებულია მაგრამ მაინც გამოდგება რაღაც სურათის შესაქმნელად: საქართველოს არ გააჩნია ოფიციალური მონაცემები დღეისათვის აფხაზეთში დარჩენილ მოსახლეობაზე, ვინაიდან 2002 წელს ჩატარებულმა აღწერამ ვერ მოიცვა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. აღწერის მონაცემებში შესულია მხოლოდ აჟარის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, რომელიც 1,956 სულს შეადგენს. თუმცა არსებობს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული რამდენიმე კვლევა და გამოქვეყნებული მოხსენება, რომელთა მონაცემებიც შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც არაოფიციალური, სავარაუდო ციფრები აფხაზეთის მოსახლეობაზე საუბრისას.
ბოლო საბჭოთა აღწერა აფხაზეთში 1989 წელს ჩატარდა, რომლის მიხედვითაც ომამდე აფხაზეთში 525,061 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის 239, 872 ეთნიკურად ქართველი, რაც საერთო მოსახლეობის 54%–ს შეადგენდა, 93,267 აფხაზი (17.8%), 76,540 სომეხი (14.6%), 74,914 რუსი (14.4%), ბერძნები 14,664 (2.8%), ასევე ესტონელები და უკრაინელები (ზუსტი მონაცემები არ არსებობს).
მას შემდეგ კი უკანასკნელი აღწერა ჩატარებულია 2003 წელს, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში დღეისათვის მოსახლეობის საერთო რაოდენობაა 215,972. აღწერის მიხედვით, 50% არიან ეთნიკური აფხაზები – 96,000, ასევე 45,000 ქართველი (21 %) (მონაცემების რუსულ ვერსიაში განცალკევებულადაა დათვლილი ქართველები და მეგრელები =42,000+3,000), 20% სომხები, 11% რუსები, 1% ბერძნები. თუმცა ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას ეს მონაცემები არასაიმედო და გადაჭარბებულად მიაჩნია და მოსახლეობის რეალურ რაოდენობად ასახელებენ 175,000–ს. აფხაზები წერენ, რომ ქართველები არამარტო გალის რაიონში, არამედ აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიაზეც ცხოვრობენ, ესენი არიან მოხუცები, შერეულ ქორწინებაში მყოფი და აფხაზ ნათესავებთან მცხოვრები ადამიანები, სულ 45,000–მდე პირი (37,000 გალში + 8,000 აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიაზე).
1998 წელს გაერო–ს განვითარების პროგრამამ განახორციელა საჭიროებების შეფასება, და მისიამ დაადგინა, რომ მოსახლეობის რაოდენობა აფხაზეთში მერყეობს 180,000–სა და 220,000–ს შორის. ეს შეადგენს მოსახლეობის ომამდელი რაოდენობის ნახევარზე ნაკლებს.
საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის (International Crisis Group) 2006 წლის მოხსენება „აფხაზეთი დღეს’ : „2005 წლის საარჩევნო სიები სავარაუდოდ წარმოადგენს შედარებით საიმედო წყაროს როგორც მინიმუმ ხმის მიცემის უფლების/ასაკის მოსახლეობის აღსარიცხად, რომელმაც 129,127 სული შეადგინა, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მთლიანი მოსახლეობა მერყეობს სავარაუდოდ 157,000–სა და 190,000–ს შორის.“ საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის (International Crisis Group) უახლესი, 2010 წლის მოხსენების მიხედვით, ახლა უკვე აფხაზები არიან უმრავლესობაში მყოფი ეთნიკური ჯგუფი. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ზოგიერთი ქართული ოფიციალური წყარო და მიიჩნევს, რომ აფხაზეთში დარჩენილია 40,000–მდე აფხაზი, ხოლო 70,000–მდე სომეხი. საქართველო აფხაზეთის ყველა მაცხოვრებელს საკუთარ მოქალაქედ მიიჩნევს, თუმცა ისინი თავს აფხაზეთის მოქალაქეებად თვლიან. აფხაზეთის ხელისუფლება თვლის, რომ 700,000 ეთნიკურად აფხაზი პირი და მათი შთამომავლობა ცხოვრობს საზღვრებს გარეთ, კერძოდ კი უმეტესობა თურქეთში, ასევე სირიაში, იორდანიაში, გერმანიასა და ისრაელში.
ეს განვაახლე 2011 წელს როგორც მახსოვს: აფხაზეთის მოსახლეობა 240 705 ადამიანს შეადგენს
ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა 240 705 ადამიანს შეადგენს. სტატისტიკის დე ფაქტო სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარებული აღწერის შედეგად "რესპუბლიკის" ქალაქად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 50,3%-ს, ანუ 121 255 ადამიანს შეადგენს, სოფლისა კი - 39,7%-ს, ანუ 119 450.
"240 705 ათასი ადამიანიდან 122 069 ეროვნებით აფხაზია, 22077 – რუსი, 41864 სომეხი, 43166 – ქართველი, 3201 – მეგრელი, 1380 - ბერძენი. შესაბამისად, რესპუბლიკაში აფხაზები – 50,71%-ს, სომხები – 17,39%-ს, ქართველები – 17,93%-ს შეადგენენ. აფხაზეთის მოსახლეობის 1,33%-მა, ანუ 3201 ადამიანმა ეროვნების გრაფაში "მეგრელი" მიუთითა", - განაცხადა სტატისტიკის დე ფაქტო სამსახურის ხელმძღვანელმა ზოია ავიძბამ.
|