რა არის საჭირო, უფასო ფაკულტეტები?
იყოს 100%-იანი დაფინანსება და ვისაც აქვს საკმარისი გონებრივი შესაძლებლობები, ის ისედაც უფასოდ ისწავლის.
მეზარება კიდევ თავიდან წერა. რომელიღაც თემაში განვიხილეთ ეგ ამბავი მთელი თავისი უსაზღვროდ უარყოფითი მხარეებით.
თუ ვნახავ, დავლინკავ.
პ.ს. როდესაც დიდი მიზნის მიღწევა გინდა, დიდ შრომას მოითხოვს 'ფინალში წარმატებით გასვლა'.
როდესაც ამ შრომისთვის საჭირო გონებრივი რესურსი არ გაქვს ან უბრალოდ შრომა გეზარება, მარტივია, ადგე და რაიმე პრიმიტიული ხერხით უხარისხოდ მიაღწიო მიზანს.
თუნდაც ამ შემთხვევაში. გინდა, რომ სწავლა იყოს ხელმისაწვდომი იმ ხალხისთვის, ვისაც ამის მატერ. შესაძლებლობა არ გააჩნია.
რა უნდა გააკეთო ამისთვის?
უნდა დაჯდე, დაფიქრდე, გადახედო სხვა ქვეყნების პრაქტიკას და რაღაც ისეთი უნდა მოიფიქრო, როც ეფექტურად იმუშავებს.
შენ კიდევ ამ დროს რას აკეთებ?
14 ფაკულტეტს ხდი უფასოს და ქმნი ილუზიას, რომ ამით მიზანს მიაღწიე. სინამდვილეში კი უბრალოდ ყვერყვარეს სია გაამდიდრე კიდევ ერთი პუნქტით.
ანუ? ხალხთან სათქმელი გაქვს, რომ ვითომ რაღაც გააკეთე და ხალხიც ბედნიერია.
ამიხსენი, რა მოგწონს ამ 14 უფასო ფაკულტეტის ამბავში?