უკვე მარაზმის და ჭაობის ხმები შეერია პრემიერს ქვეცნობიერიდან...
საოცრად სცდები პრემიერო, როდესაც მაღალგანვითარებულობის კვარცხლბეკიდან გსურთ ასე ესაუბროთ საზოგადოებას.
თქვენ დალაგებულად თქვით რასაც აპირებთ და იმასაც გაიგებთ ---გაიგებს თქვენს ნათქვამს საზოგადოება, თუ ვერა.
იქნებ თქვენ ვერ გესმით საზოგადოებისა, რომელზეც ოსტატურად და მზაკვრულად გაწვდის ინფორმაციებს სწორედ
შენივე ცრუ გარემოცვა?
როდესმე შეხვედრიხართ ნამდვილ საზოგადოებას?
გისურვიათ მათთან შეხვედრა?
არა!
ფაქტები გნებავთ?
ინებეთ:
სასწაულად ეცემა თქვენივე პოპულარობა და ნდობის რეიტინგი საზოგადოებაში.
და ეს მოახერხეთ უმოკლეს დროში.
იცით რატომ?
ამიტომ:
ერი ბრძენია და მან უდავოდ და ეჭვშეუვალად იცის ერთი ტალახიანი ღორის იგავის მავნებლობაც და ასე აფასებს
ნებისმიერს: ,,მითხარი ვინაა შენი მეგობარი და მე შენ გეტყვი ვინ ხარ შენ!''
უბრალოდ მსჯელობს და სწორედაც სამართლიანად ნორმალური ადამიანი:
ეს, თუ კაი კაცია და პატიოსანი ერისკაცი ---რა უნდა ქურდებთან, ბოზებთან, მკვლელებთან, სულ-გაყიდულებთან
ერთად რომ მიჯდომია სუფრას და ლხინობს მათთან ერთად?
უარესიც ---თამადად დამდგარა და სადღეგრძელოებით მართავს ავაზაკთა თავყრილობას...
მსგავსი ხომ მხოლოდ მსგავსს გუობს და დაეძებს მუდმივად მათ, რათა ბუნებრივ გარემოში იგრძნოს თავი უსაფრთხოდ.
სიბინძურესთან გარიგება უარეს ბინძურ სახელს ნიშნავს!
სახელის გატეხვას კი თავის გატეხვა სჯობსო! --- პირველი არ რჩება და მეორე კი.
მტერ-მოყვრის განურჩევლობა და მოყვარეთა მოძიების უნარის უდიდესი დეფიციტი გჭირთ პრემიერო ჯერა!
ამიტომ ხართ არასანდო და საშიში უკვე მთელი ქვეყნისათვის --- უკვე მიშაზე მეტადაც კი... ედიკაზეც.
გამყოფი --- სიკეთესა და ბოროტებას შორის იქნა გაგებული უპირველესად და არა ბოროტებასთან კოჰაბიტაციად.
იქნებ თავად არ გესმით ერისა და ბერისა?....
თქვენი ცრუმადიდებელი ქამელეონების და ცრუფსევდოებისა არ გაიშვას უკუნისამდე!
დღემდე ყველა არსებული ბრძენ-გენიოსთა გვსმენია, გაგვიგია, შეგვიმეცნებია და შენსასაც გავიგებთ.
მდინარე როდესაც დაბინძურებული მოედინება ---გონიერი სათავიდან იწყებს მის დაწმენდას და გზადაგზა
მიზეზ-შედეგებსაც აცნობს ქვეყანას.
ამჯერად ეს იკმარე.
,,მოყვარეს პირში უზრახეო და მტერს ზურგს უკანაო!''

და ერთიც:
ვინმეს სმენია, წაუკითხავს, გაუგია, უხილავს, რომ უნაყოფო და უვარგისი ხე --- ვინმეს ცულით მოეჭრას ,მოუჭრია და მოჭრის მას უნაფოტოდ?
This post has been edited by triumpi on 27 Jul 2013, 11:03