ხუთი საათი ხტუნვა წმინდანად გასახდომად მომეწონა.

თვითონ იხტუნავა ალბათ - დაღლილი ჩანს. მაგრამ ბოთლმა რა დაუშავა, ხომ უნდა განმუხტულიყო მთლიანად.
...
ის რომელია, ოთახში რომ ელაპარაკება - ვინც გადაწყვეტილება მიიღო?
როგორც მისი ნათქვამიდან ჩანს, ნებართვის მიმცემებმა იმსჯელეს მისი გაცემის მიზანშეწონილობაზე (სხვა საქმეა, რამდენად საფუძვლიანი არგუმენტაციით) და მათ შეატყობინეს სამღვდელოებას.
ამდენად, "მამაოებზე" გადაბრალება, რომ მათ მოახდინეს ჩაშლის ორგანიზება, არის
უსაფუძვლო და სასურველის სინამდვილედ გასაღება.
ჩემი აზრი: ხელისუფლების წარმომადგენელმა არ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება რელიგიური მოტივაციით, მით უმეტეს, სიმბოლიკაზე მითითებით, და იმის მოშველიებით, რომ ვიღაცა "ცისფერია", ან რომ რაღაცა მუსიკა ასეთია თუ ისეთია (თუმცა მუსიკის ეს მიმართულება აშკარად მეტად მოქმედებს ფსიქიკასა და ქვეცნობიერზე, ვიდრე ბევრი სხვა).
მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენელს უფლება აქვს, და ვალდებულიცაა, დაინტერესდეს, მაგალითად, ნარკომანიის პრობლემით, ან იმით, რომ არ მოხდეს საზოგადოებრივი წესრიგის გამომწვევად დარღვევა.