http://www.reitingi.ge/top-news/509-piaris...-GE„ღია წერილი ქალბატონ ნინო ჩხეიძეს. ბოდიშს გიხდით, რომ გაკრიტიკებდით, ვაკრიტიკებდი თქვენს შესრულების მანერას, გაკრიტიკებდით პირველიდან მეორეზე, მეორედან ბანზე, ბანიდან პირველზე ან მეორეზე ან ყველა ხმაზე ერთდროულად გადასვლის გამო. ვაკრიტიკებდი თქვენს არათბილ ხმას და დეტონაციებს, უაზრო პაუზებს, ამოსუნთქვის დროს რომ ჩნდებოდა ხშირად. ბოდიშს გიხდით, რომ ქალაქური სიმღერის მესაფლავე გიწოდეთ, ბოდიშს გიხდით, რომ „წაღვერი და თბილისის“ შესრულების შემდეგ ვიოცნებე, რომ ეს მანძილი (თქვენი ნანატრის საპირისპიროდ), რაც შეიძლება გაზრდილიყო. ბოდიშს გიხდით, რომ გავაქილიკე თქვენი მცდელობა, სასცენო სახელად „ნიო“ დაგემკვიდრებინათ, ბოდიშს გიხდით, რომ თქვენ მიერ შესრულებული „კარმენის“ შემდეგ მივწერე მსოფლიოს საოპერო საზოგადოების მზრუნველობის საბჭოს და მოვითხოვე, აეკრძალათ საოპერო არიების შესრულება. მოკლედ, ყველაფერზე და ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდით, მას შემდეგ, რაც იურმალას მოვუსმინე და ვუყურე.
ქალბატონო ნინო, გამოუშვით და ჩაწერეთ ახალ-ახალი სიმღერები, ახალ-ახალი ალბომები, მიეცით ინტერვიუები, გადაიღეთ კლიპები და იმღერეთ საოპერო არიები, მე თქვენ იურმალის ყველა შემსრულებელზე უფრო ნიჭიერად მიმაჩნიხართ.
პატივისცემით, თქვენი ნიჭის (გვიან, იურმალის შემდეგ) დამფასებელი, სოსო გალუმაშვილი“.
This post has been edited by nordmann on 28 Jul 2013, 21:18