PANZERKOPF
Schlosser

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7934
წევრი No.: 41666
რეგისტრ.: 12-September 07
|
#37433017 · 29 Jul 2013, 19:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
maransky
QUOTE | ბევრის თავისუფლება და მისი პრინციპები არასოდესაა ლენინისა და პარტიის, ქურდების და ბლატნოების, რელიგიური ფუნდამენტალიზმის წყარო - ნებისმიერი იდეოლოგია მასის კი არა სწორედაც რომ "პრადვინუტების შემოქმედებაა" |
გამოდის, ეთანხმებით იმას, რომ "ტაბურეტკიანი მღვდელი" იგივეა, რაც მაუზერიანი კომისარი?
QUOTE | დემოკრატიაზე რომ ვწერთ და ვლაპარაკობთ, იქ ზოგადად ვინმესი ჩაგვრა საფუძველშივე უნდა გამოვრიცხოთ - თქვენ იმიტომ იზღუდებოდით და წახვედით, დემოკრატია, თავისუფლება რომ არ იყო, სწორედაც რომ უმეტესობა ვიჩაგრებოდით, თორემ... |
არა, ჩაგვრა სხვა რამეა, ნამდვილად არ ვგრძნობდი თავს დაჩაგრულად. პრობლემა ამაშია:
QUOTE | არსებობს ამა თუ იმ ინსტიტუტის შიდაგანაწესი - თუ არ გსურს დაემორჩილო, მისგან თავი შორს უნდა დაიჭირო. |
მე არ მაწყობდა ის შიდაგანაწესი, იგი დიამეტრალურად განსხვავდებოდა იმ შიდაგანაწესისგან, რომელიც მე სწორად მიმაჩნდა. მეტი არაფერი.
QUOTE | ამასთან, სიმართლე ყოველთვის პოლარულია, თქვენ თქვენი გაქვთ, მე - ჩემი, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რა ჯობია ხალხისთვის, ქვეყნისთვის, სამომავლოდ. ეკლესიას "პრადვინუტების" უმრავლესობა უყურებს როგორც ნინიას ბაღს - როგორ თუ დოგმებს აღიარებენ და ლიბერალურ კანონებს არ ემორჩილებიანო. ანარქიზმის დედაა ასეთი მიდგომა - მაშინ სამოქალაქო კანონები მივუსადაგოთ ჯარსაც და როცა ოფიცერი ჯარისკაცს სმენაზე გაჭიმავს, დავარისხოთ ზარები, ადამიანის უფლებებს არღვევენ, კაცს ჩაგრავენ, თანასწორობა გათელესო... |
ჯარს მე ეკლესიას ვერ შევადარებ. ჩემთვის მაგალითად აბსოლუტურად ნორმალური ამბავია, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში იყოს სამხედრო მდგომარეობა. მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია, რომ საჭიროების შემთხვევაში ყველამ მარხვის, შაბათის ან რამაზანის დაცვა (ზოგადად) დავიწყოთ. პირველი სავალდებულოა და მეორე - ნებაყოფლობითი.
QUOTE | თქვენ არ ებრძვით, მაგრამ ებრძვიან სხვები ეკლესიას და უღირსადაც - ადამიანი ისე როგორ უნდა დაეცე, "ფუსი რაიოთის" შარლატნების მაგვარი ეპატაჟები აკეთო - ფრესკების ფონზე. სურათები არსებობს ამის და მერე ხალხი რომ დაენთოთ, ატყდა წკავწკავი, უფლებებს გვილახავენო... |
სავსებით გეთანხმები, ფუსი რაიოთის ქცევა ამაზრზენია. ისეთივე ამაზრზენი, როგორც მათი საქციელი, ვინც ვითომდა მორალის თუ კანონის დასაცავად და სიმადვილეში კი სხვა მიზეზების გამო ისინი დააპატიმრა.
QUOTE | იცით ამათი მუზა და სევერნოე სიიანიე ვინ არის? იულია ლატინინა, რომელიც სამომავლოდ ჰომოსექსუალიზმის საზოგადოებაში უეჭველ დომინაციას ბონობოს ჯიშის პრიმატების, კალიფორნიული თოლიებისა და ერთ-ერთი აფრიკული ტომის კაცებს შორის მინეტის რიტუალის საფუძველზე ამტკიცებს... თოლიების და მაიმუნების რა გითხრათ და იმ აფრიკული ტომის რჯულის მიხედვით, სპერმა "ავაჟკაცებს"... როგორ ფიქრობთ, ეს ლოგიკაა? |
ლატინინა არ არის ჩემი ფავორიტი და საერთოდ, აბსოლუტურად არ მაინტერესებს, ვინ, ვის, რამდენს, როდის და რა პოზებში უკეთებს მინეტს. ჩემთვის მთავარია, რომ იყოს ურთიერთშეთანხმებით, ურთიერთსიყვარულით. ანუ არ იყოს ძალადობა. ასევე მთავარია, რომ ნურავის მოახვევ იმას, თუ რა პოზებში უნდა გაკეთებულიქნას ეგ.
QUOTE | არავის და არაფრის პრინციპებს არ უნდა მოერგოთ, მითუმეტეს, სისტემას, რომელიც გზღუდავთ, მაგრამ თუკი მიგაჩნიათ, რომ კონკრეტული სისტემა რაღაც დონემდე დემოკრატიულია, ბევრის ძალაუფლება და არჩევანი უნდა აღიაროთ... |
დიახ ბატონო. მე ვაღიარებ, მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ ვეთანხმები.
--------------------
ზეინკალ-თეორეტიკოსი, ქლიბოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სახანძრო-მათემატიკური ინსტიტუტის ბრანდსპოიტ-დიფერენციალური ანალიზის კათედრის გამგე.
|